topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ლიხნი

ლიხნი (აფხ. Лыхны) შუასაუკუნეების ქართულ წყაროებში ეწოდება ზუფუ (ასევე ცნობილია მისი თურქული სახელწოდება :სოუკსუ, სუუკსუ) — ისტორიული სოფელი აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, 50 მ ზღვის დონიდან, 5 კმ-ში გუდაუთიდან. აქ მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი — X-XI საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია და ჩაჩბა -შერვაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები. სასახლე დაინგრა რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით 1866 წლის აჯანყების შემდეგ, მათ მიერ სოფელში მოწყობილი ეგზეკუციისას. აბაანთას ციხე (VII ს.) მდებარეობს სოფლის განაპირას მდ. ხიფსთას მარცხენა სანაპიროზე. სოფელი ისტორიულად აფხაზეთის მთავრების საზაფხულო რეზიდენცია იყო. XVII ს. დასაწყისიდან აფხაზეთში დაწინაურდა შარვაშიძეთა ფეოდალური სახლი, რომელმაც შეძლო აფხაზ ფეოდალთა შეკავშირება და აფხაზეთის ოდიშისაგან გამოყოფა.

ამიერიდან შარვაშიძეები მთავრის ტიტულით მართავდნენ აფხაზეთს, რომლის ცენტრი შეიქმნა ზუფუ (ლიხნი). ამის გამო, ილორის წმინდა გიორგის ხატის ლევან დადიანისეულ წარწერაში ლიხნელ აფხაზებს "ზუფუარები" ეწოდებათ: «…მიუჴედით შარვაშიძესა ზუფუს, მუწუს წყალს აქათ ავაოჴრეთ და სადაცა სიმაგრე იყო ავიღეთ და გავაცუდეთ. და კაპოეტის წყალზე (ბზიფი) შემოგუებნეს ზუფუარი და სიხუარი მარშანიები და გაგვემარჯუა და დავჴოცეთ. ზოგი ჴელთ დაგვრჩა და გამარჯვებულნი მოვედით…». ვახუშტი ბაგრატიონი აფხაზეთის პოლიტიკურ ცენტრად ასახელებს ზუფუს, რომელიც იმავე სახელწოდების მდინარის პირას მდებარეობს. ვახუშტის მიხედვით ზუფუ მცირე ქალაქია, სახლი და სამყოფელი შერვაშიძეთა, რომლებიც აფხაზეთის მთავრები არიან. მდინარე ზუფუს ახლა ხიფსთა ეწოდება, ხოლო დასახლებულ პუნქტს – ლიხნი. სოფელი ლიხნი საერთოაფხაზური სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ აფხაზები ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პირველი დიდი სახალხო შეკრება ლიხნში 1861 წელს გაიმართა, რომელიც შემდეგ ანტირუსულ აჯანყებაში გადაიზარდა.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ლიხნი

 

 

 

 

 

***********************************************************************************

განვითარებული ფეოდალიზმი: ლიხნი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. -გვ. 64.

განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ აფხაზეთის ძეგლები, რომლებიც მიუხედავად განვითარების საერთო ხაზისა, ამავე დროს ხასიათდებიან თავისებური ნიშნებით, შესაძლოა ბიზანტიის არქიტექტურასთან სიახლოვის შედეგადაც... ლიხნის ტაძარს, აქვს ნავების შესაბამისი სამი შვერილი აფსიდი და დაბალი გუმბათი. ...<<ტექსტი სრულად აქ..<<

************************************************************************************

ლიხნი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.133.

X  საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნის დასაწყისში აგებული ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გუდაუთის რაიონში, შავი ზღვისპირა დაბლობზე მდებარეობს. ჯვარგუმბათოვანი გეგმის ნაგებობას აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდა აქვს. მოგვიანებით, დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით ტაძრისთვის ღია ეგვტერები მიუშენებიათ... <<ტექსტი სრულად აქ..<<