topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

კაცხის ეკლესია - ი.ციციშვილი

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია -მონასტრები>>>

 

განვითარებული ფეოდალიზმი: კაცხის ეკლესია - ციციშვილი ირ.// ქართული ხელოვნების ისტორია.- თბილისი, 1995.  -გვ .81 - 83

განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში სამნავიან და საეკლესიან ბაზილიკებს ჯერ კიდევ აშენებენ, მაგრამ მათი ფორმები მოწმობენ ამ თემის უარყოფას. X- XI სს. გვხვდება ჯვარული ტიპის გეგმები (ტბეთი), ტრიკონქები (დორთქილისა), ტეტრაკონქები (კვეტერა), მრავალაფსიდიანი, ვარსკვლავისებური კომპოზიციები (ბოჭორმა) და სხვ. მრავალაფსიდიანი ტაძრები გვხვდება სხვადასხვა პროვინციებში (კახეთში, იმერეთში და ტაო-კლარჯეთში). ამავე ჯგუფს ეკუთვნის ბოჭორმის X საუკუნის ეკლესია, ყველა აფსიდის წინ ჩასმულია ბემები. გარეთა რვაწახნაგა დამუშავებულია ექვსი ნიშით. აგრეთვე ტაოს კარის  X საუკუნის ეკლესია, რომელიც განსხვავდება რვა კონქედის სხივების სწორკუთხოვანი ფორმებით. გადასვლა რვაკუთხედიდან გუმბათის წრეზე ქმნის დაკიდულ თაღების ორ მწკრივს, ხოლო თექვსმეტწახნაგოვანი ფასადი დამუშავებულია რვა სამკუთხა ნიშნით. ამ ძეგლებს უახლოვდება X და XI სს. მიჯნაზე აგებული კაცხის ეკლესია. მიუხედავად საერთო მსგავსებისა, წინა ნიმუშებთან შედარებით კაცხში უფრო განვითარებული და საზეიმო კომპოზიციაა. უჩვეულოდ ფართო და ნათელი შიგა სივრცე და განსაკუთრებით მოძრავი, დაძაბული მასები, ამჟღავნებენ მისწრაფებას დეკორატიულობისაკენ. გუმბათის ყელი, ტაძრის კორპუსი და მდიდრულად მორთული გარშემოსავლელი შეადგენენ სამ კონცენტრიულ საფეხურს. ყოველი ეს საფეხური დაგვირგვინებულია საკუთრი ფრონტონით, ისე რომ იქმნება ტეხილი კარნიზების სამმაგი რიტმი.