|
There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.22-25.
ერთაწმინდა მაღლობზე გაშენებული მოზრდილი სოფელია და წარმოადგენს ქართლის ტიპიურ, შეჯგუფულად დასახლებულ სოფელს.
გვარების მიხედვით, აქაური მოსახლეობის უმრავლესობა გადმოსულები არიან ქართლის სხვადასხვა მხარიდან. გვარებში ყველაზე მეტია ნავროზაშვილები და ელისაბედაშვილები; თავდაპირველად ამ სოფელში დასახლებულა ბატკუაშვილი.
ბატკუაშვილის მებატონე ყოფილა აზნაური კარგარეთელი, რომლის წინაპარი ყარსიდან მოსულა. იგი მეფის კარს გარეთ მდგომი ყოფილა და მისი გვარიც აქედან წარმოშობილა.
ამ სოფელში დაცულია ერთაწმინდის ტაძარი, რომელიც მიეკუთვნება ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშს და დათარიღებულია მე-11-12 ს. იგი აგებულია წმ. ევსტაფის ანუ ესტატეს სახელზე. სოფლის სახელწოდებაც „ერთაწმინდა“ წარმომობილია ამავე წმინდანის სახელიდან. „ევსტა“ ან „ესტა“ წმინდა. აქედან წარმოქმნილია ერთაწმინდა.
ერთაწმინდის ტაძარი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული. იგი ზოგადად აღწერილი აქვს მარი ბროსეს, დიმიტრი ბაქრაძეს და პლატონ იოსელიანს23.
ეკლესია ნაგებია ქვიტკირით და მოპირკეთებულია თლილი ქვით; მას აქვს ჯვრის ფორმა, რომელსაც ამშვენებს მაღალი და ლამაზად მოჩუქურთმებული გუმბათი. ტაძრის კარ-ფანჯრები და აღმოსავლეთის ფასადი შემკულია საუცხოო ჩუქურთმებით. აღმოსავლეთით გამოსახულია ცხენზე მჯდომი ესტატეს ბარელიეფი, რომელსაც ხელში მომართული აქვს მშვილდ-ისარი და ირემზე ნადირობს.
გადმოცემით, ის ადგილი, სადაც ახლა ეკლესია დგას, ტყით ყოფილა დაფარული და ირმის ჯოგი თავისუფლად დადიოდა. ერთი თათარი აქ ირემზე სანადიროდ მოსულა, მას მშვილდ-ისარი მოუმარჯვებია და ერთი ირემი ნიშანში ამოუღია, მაგრამ ამ დროს ირმის რქაზე ნათელი ჯვარი გამოსახულა. ამის დანახვაზე თათარი შეშინებულა, იარაღი ხელიდან გაუგდია და უთქვამს - ქრისტე მიწამებიაო. შემდეგ ეს თათარი მონადირე მონათლულა ესტატეს სახელით და მისთვის აქვე ეს ეკლესია აუშენებიათო, გადმოგვცემს ხალხური თქმულება.
ეკლესია შიგნით მოხატული ყოფილა, ახლა შეთეთრებულია; ძველი მხატვრობის მხოლოდ ორი ნიმუშიღა მერჩენია აღმოსავლეთსამხრეთის კუთხეში, კანკელთან.
ერთაწმინდის ეს ტაძარი 1610 წლიდან შევიდა დიდი მოურავის გიორგი სააკაძის მფლობელობაში და გადაიქცა მის მთამომავალთა საძვალედ (სასაფლაოდ). ისინი იმარხებოდნენ შიგ ეკლესიაში, სადაც მათი საფლავები დღემდე დაცულია, ეკლესიის ჩრდილოეთის კედელთან მოთავსებულია საფლავის ქვა მკრთალი მხედრული წარწერით: აქ ასაფლავია გიორგი სააკაძის შვილი პაატა, რომელიც შაჰ-აბასმა მოჰკლა სპარსეთში.
ერთ-ერთ საფლავზე დადებულ მარმარილოს ლოდზე აწერია: ქ: წარმავალისა: ამისა: საწუთროსაგან: გარდაცვალებულ: ვიქმენ: სიჭაბუკესა: ჩემსა: წლისა: ათცამეტისა: მონა: ღვთისა: დიდის: ორ- ბელის: ძმის: ოთარის: ასული: როდამ: მყ: მეუღლედ: ძე: დიდის: მოურავის: მამუკა: და: დავემკვიდრე: სამარხოსა: ამას: ეკლესიასა: ახოვანის: მოწამის: ევსტატესას: რათა: მეოხ: მეყოს: და: უფლისა: მოსვლასასა: ვინცა: იხილოთ: სამარხი: ესე: და: ტაძარი: ჩემგან: შემკული: მარტვილობა: ჩემი: შეიბრალეთ: და: შენდობა: ყავით: ჩემთვის: რათა: თქვენცა: მოგანიჭოს: ღმერთმან: შენდობა:ქკ~ს ტჟ: ნოემბერს: იბ: (=1710 წ.).
თარსნიშვილების საფლავის ქვებზე გამოსახულია მათი საგვარეულო ღერბი, რომელზედაც ამოკვეთილია შუბოსანი მხედარი (უნდა იყოს წმ. ესტატე), ირემი (რომელზედაც იგი ნადირობდა), იალქანი და კოშკი. ერთაწმინდა ძლიერ ხატად ითვლებოდა, მას შემოუდიოდა დიდძალი შესაწირავი და მდიდარი ეკლესიაც იყო. მის საგანძურში სხვათა შორის ინახებოდა შაჰ-აბასის ხმალი, რომლის ოქროს ვადა ძვირფასი თვლებით ყოფილა მოოჭვილი. ამაზე არსებობს ასეთი გადმოცემა:
ერთხელ შაჰ-აბასი გიორგი სააკაძის თანხლებით გორისაკენ მი- დიოდა. შაჰმა შორიდან თვალი მოჰკრა ერთაწმინდის ტაძარს და გამოკითხა სააკაძეს მისი მნიშვნელობის შესახებ. ბოროტი შაჰი შურით გაიმსჭვალა და ბრძანა მისი დანგრევა. სპარსელები მიესივნენტაძარს და დაიწყეს მისი გუმბათის მოშლა. ამ დროს შაჰ-აბასმათურმე იგრძნო თვალის სინათლის დაკლება, რაც მას არასდროსდამართნია. შაჰს იქვე დასძინებია და ძილში მოსჩვენებია გოლიათი, რომელსაც მოუნდომებია მისი გულის შუბით განგმირვა.
შაჰის კარისკაცებმა ვერ შეძლეს სიზმრის ახსნა, მაშინ გიორგი სააკაძის ამალიდან გამოსულა ერთაწმინდელი მოხუცი და შაჰისათვის მოუხსენებია: თუ გნებავთ თვალის სინათლე ღაიბრუნოთ,უბრძანეთ შეაჩერონ ერთაწმინდის ტაძრის დანგრევაო. ამასთანავე განუმარტა, რომ ის გოლიათი, რომელიც თქვენ ძილში მოგეჩვენათ, არის სასწაულთმოქმედი წმ. ესტატეო. შაჰის ბრძანებით ტაძრის დანგრევა შეაჩერეს, მოხუცმა შაჰი შეიყვანა ტაძარში და უჩვენა ესტატეს ხატი. მის დანახვაზე შაჰსშეშინებია, უცვნია ის გოლიათი, რომელიც მან ძილში ნახა და წამოუძახნია: დიდ არს თქვენი წინასწარმეტყველიო (ე. ი. წმ. ესტატე). ამოუღია თავისი ხმალი, მისთვის მოუხსნია ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს ვადა და ერთაწმინდის ტაძრისთვის შეუწირავსო.
1735 წელს ნადირ-შაჰმა თბილისში ყოფნისას გაიგო, რომ ერთაწმინდაში ინახებოდა შაჰ-აბასის ხმლის ვადა (ტარი) და მოინდომა მისი ღათვალიერება. მასაც მიუბაძავს შაჰ-აბასისათვის და თავისმხრივ ტაძრისათვის უჩუქებია 300 მარგალიტი, რომლითაც შეუმკიათ წმ. ესტატეს ხატი. ეს მარგალიტები ინახებოდა 1770 წლამდე.შემდეგ ის დაღესტნელ აბრაგებს გაუტაცნიათ. რაც შეეხება შაჰ-აბასის ხმლის ძვირფას ვადას, იგი გაუტაცწიათ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, 1795 წ.24.
ერთაწმინდის ტაძარს შემოვლებული აქვს ქვიტკირის გალავანი, რომელიც ახლა ნაწილობრივად დანგრეულია ეს გალავანი მაღალი და კოშკებით გამაგრებული ყოფილა. კოშკ-გალავანი გამართული იყო თავდაცვისათვის. განსაკუთრებით მას თავს ესხმოდნენდაღესტნელი აბრაგები, რომლებიც საეკლესიო ქონებას იტაცებდნენ.
ეკლესიის დღეობა - ერთაწმინდობა იცოდნენ 20 სექტემბერს(ძვ. სტ.) სალოცავად მოდიოდნენ ქართლ-კახეთის ყველა მხარიდან.
თეძმის ხეობაში წმ. ესტატემ25 ძლიერ ხატად ითვლებოდი შეთქმულთ აქ მოჰყავდათ კურატები, ყოჩები და მამლები. ხატს საკლავს იქვე დაუკლავდნენ, ღამეს ათევღნენ და სხვადასხვა რიტუალსასრულებდნენ: ზოგი ეკლესიის გარშემო რამდენიმე წყება ბამბისძაფს შემოარტყამდა (ღვთისმშობლის სარტყელი), უვლიდნენ გარშემო ფეხშიშველნი ზურნითა და გარმონით. ხატზე ჩამოკიდებდნენჯვრებს, თვალისკაკლებს და სხვა. ხატობას აქ იმართებოდა დიდი ბაზრობაც. დროს ატარებდნენ ცეკვა-თამაშში, ჭიდაობაში და სხვა.
ეკლესიის დასავლეთით მიშენებულია თაღიანი სათავსო, რომელსაც „მთავარანგელოზს“ უწოდებენ. მის კედელში გამოჭრილიაოთხკუთხედი ხვრელი, რომელშიაც გაყრილი ყოფილა ჯაჭვი „დადიანური“. ერთაწმინდობას აქ თურმე მოჰყავდათ სულით ავადმყოფები, რომლებიც ღამეს უთევდნენ. ავადმყოფს ჯაჭვით26 შეკრავდნენ, სკამზე დასვამდნენ და ჯაჭვის ორივე ბოლოს კედელში გაუყრიდნენ. მეორე დღეს ავადმყოფს აუშვებდნენ, იგი ადგებოდა და თავისუფლად გაივლიდაო.
ერთაწმინდის ეზოში ბევრი ცარიელი ქვევრი აწყვია ე. წ. „საზედაშე“.
ვისაც ერთაწმინდის მიზეზი გამოუვიდოდა და მას საზედამესშეუთქვამდა, იგი დათქმულ დროს საზედაშე ქვევრს ამოიღებდა და მიიტანდა ეკლესიაში, თან მოქონდა ღვინო „საზედაშე“ და საწირსაკლავი. ეკლესიაში დაილოცებოდნენ და შემდეგ ქვევრს იქვე ტოვებდნენ.
ერთაწმინდას ეკუთვნის თეძმის ნაპირას მდებარე ორი კოშკი,რომლებსაც უწოდებენ ელისაბედაშვილების კოშკს. ელისაბედაშვილები ყოფილან ერთაწმინდის საეკლესიო ყმები, კოშკი და მის გარ- შემო მდებარე მამულებიც საეკლესიო ყოფილა. ორივე კოშკი ერთნაირია. კოშკი ნაგებია ქვიტკირით (კლდისა და რიყის ქვებით),ფორმით ორივე. მრგვალია და სამსართულიანი. ზემო სართულში ასასვლელი კიბე შიგ კედელშივეა დატანებული. კოშკს აქვს ერთი შესასვლელი კარი. სართულებში დატანებულია სათოფურები, სარკმლები და სხვა.
*********************************
23. Платон Иоселиани, Описание Эртацминдского храма (იხ. მისი Георгий Саакадзе, 88. 89-122).
24. Пл. Иоселиани, Эртацминда, 39-41.
25. ევსტაფი (ესტატე) იყო რომაელი დიდებული, სახელმოხვეჭილი სარდალი, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა. ამის გამო იმპერატორ ადრიანეს დროს (117-138 წ.) იგი ჯაჭვებით შეკრეს და ისე აწამეს.
26. ესტატეს მიბაძვით ჯაჭვს ტანზე შემოიკრავდნენ ან კისერზე დაიდებდნენ და ისე ატარებდნენ. ჩვეულებრივ ამ ჯაჭვით ეკლესიას სამჯერ შემოუვლიდნენ.
|