topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სამწევრისი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

სამწევრისი, ბიბლიოგრაფია:

1. მაისურაძე ზ. ქართული შორენკეცების საკითხისათვის //ქართული ხელოვნება. - 1950. - N3. - გვ.201-210. სამწევრისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ახლოს მდებარე აგურის პატარა შენობის, მისი დეკორატიული შემკულობის აღწერილობა. ავტორის თვალსაზრისი შენობის მერაბ ფანასკერტელ-ციციშვილი მავზოლეუმად გადაკეთების შესახებ.

2. სევეროვი ნ. სამწევრისი //ქართული ხელოვნება. - 1948. - N2. - გვ.1-6. ტაძრის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი არქიტექტურული აღწერილობა.

3. ქანდაურაშვილი ა. სამწევრისი //საქართველოს ბუნება. - 1972. - N11. - გვ.23. მტკვრის შესართავთან მდებარე VII საუკუნის ბაზილიკის მოკლე დახასიათება.

4. ჩუბინაშვილი გ. მასალები სამწევრისის ტაძრის შესწავლისათვის //ქართული ხელოვნება. - 1948. - N2. - გვ.12-16. 1940 წელს მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ტაძრის ვრცელი აღწერილობა, წარწერის ანალიზი, ცნობა მერაბ ზაზას ძე ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ ძველი ტაძრის აღდგენის შესახებ.

5. ხიმშიაშვილი ლ. სამწევრისი. - თბ., 1962. VII საუკუნის ძეგლის, სამწევრისის გუმბათიანი ტაძრის აღწერილობა.

6. ციხე-დარბაზები: სამწევრისი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები. - თბ., 2001. - გვ.139-141. სამწევრისის VII საუკუნის გუმბათოვანი ტაძრის, ციტადელის, კოშკისა და სასახლის მოკლე აღწერილობა.

7. სამწევრისი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.62-63. "თავისუფალი ჯვრის" ტიპის, VII საუკუნის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ძეგლის ორი ფოტო.

8. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში. ციხე - დარბაზები: სამწევრისი (საციციანო) //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.360-362. თავდაცვითი ნაგებობების აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.146,147; ტაბ.119-121).

9. ციხეები და ციხე-დარბაზები: სამწევრისი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები. - თბ., 1965. - გვ.104-107. ციხე-დარბაზისა და კოშკის ნანგრევების მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.

10. სიმაგრეები: სამწევრისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. - თბ., 1988. - გვ.73-75. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ციხის შესახებ. სამხედრო და საერო დანიშნულების ნაგებობების ნანგრევების მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს მთავარი კოშკის ინტერიერის ფოტო.

11. შუა საუკუნეების ხელოვნება: სამწევრისი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.63-64. გეგმით მარტივი ჯვრის ფორმის გუმბათიანი ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ეკლესიის ფოტო.

12. ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: სამწევრისი //ციციშვილი ირ. ქართული ატქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.47-48. ძეგლის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XIII, სურ.2; ტაბ.XIV, ნახ.1-8).

13. ურბნისისა და რუისის ეპარქია: სამწევრისის მთავარანგელოზთა მონასტერი: დედათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.119. მოკლე ცნობა XVI-XVII საუკუნეების ძველი ეკლესიის ფუძეზე აგებული მონასტრის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), მონაზონი საბიანა (ასათიანი).

14. გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლები აყვავების ხანაში //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ.I. - ტფ., 1936. - გვ.180-184. ძეგლის ვრცელი ხუროთმოძღვრებისა და შემკულობის აღწერილობა. მოხსენიებულია მერაბ ფანასკერტელი - ციციშვილი. ტექსტს ახლავს არქ. ნ.სევეროვის მიერ შესრულებული ჩანახატები, ძეგლის გეგმა და სხვა საილუსტრაციო მასალა (სურ.130 - 138).

15. ბერძენიშვილი დ. "ხევი ბოლნისისა" //დმანისი. - IV. - თბ., 2003. - გვ.208-209. ციხესიმაგრის კოშკისა და გალავნის ნაშთის მოკლე აღწერილობა, ფრესკული მხატვრობის თავისებურება.

16. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ძამის ხეობა. - თბ., 1961. - გვ.20-21. VII საუკუნის ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრულ - მხატვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ორი ფოტო.

17. სამწევრისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX. - თბ., 1985. - გვ.49-50. სამწევრისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და მხატვრული ფორმების მოკლე აღწერილობა.

18. სამწევრისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 35-36; გვ.113-114. ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.მოხსენიებულია XVI საუკუნის, სიუჟეტური შორენკეცებით მორთული, ერთნავიანი მავზოლიუმი და ციციშვილების დიდი ციხე. ტექსტს ახლავს ეკლესიის გეგმა და განაკვეთი ნ.სევეროვის ანაზომის მიხედვით.

19. სამწევრისის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.150-151; გვ.222-223. რეზ.რუს.ენაზე. ჯვრის ტიპის პატარა ტაძრის მდებარეობისა და საამშენებლო (სამწევრისის ჯვრის მამასახლის დომნინოსისა და გიორგის თუალოის ძის) წარწერის აღწერილობა და მოკლე ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.86. 1,2).

20. სამწე[ვ]რისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.389-392. სოფ.სამწერისის მატერიალური ძეგლების ციხე - დარბაზის კომპლექსის (თარიღდება ფეოდალური ხანით, შედგება დიდი კოშკის, ეკლესიის, გალავნის, სასახლისა და სხვადასხვა ნაგებობების ნაშთებისაგან; წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (სტილისტური ნიშნების მიხედვით VII საუკუნეს განეკუთვნება) ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.

21. სამწვერისი [სამწევრისი] //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.118. მოკლე ცნობა წმ.გიორგის სახ. ეკლესიის შესახებ ქართ. და ინგლ. ენებზე. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტო.

22. სამწე[ვ]რისის მონასტერი // "მახვილი მესიისა". - 1997 (სექტ. - ოქტ.). - გვ.6. მთავარანგელოზთა სახ. დედათა მონასტერისა და ჯვრის ტაძრის (VII ს.) შესახებ.