topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

წრომი - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე.....<<<ეკლესია-მონასტრები>>>

წრომის ეკლესია - ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. // თბ., 1995. - გვ. 60-61; გვ.74

VII საუკუნეში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღმოცენდა ჯვრის ტიპის ძეგლები. შუამთის (კახეთი) ეკლესიებში, ატენის სიონში (ქართლი), მარტვილში (სამეგრელო) შეტანილია ზოგიერთი ცვლილებები, რომლებიც აისახა შენობათა მხატვრულ სახეზე.

დრანდის ტაძარში (აფხაზეთი) გაცილებით მეტი დამოუკიდებლობაა, ხოლო შუამთაში სახეზე ტიპის გამარტივებაა. გუმბათიანი ტაძრების განვითარების შემდგომი ეტაპია ტაძარი სოფელ წრომში, აგებული 626 და 634 წლებს შორის.მისი დამახასიათებელი თვისებაა შიგა სივრცის გადაწყვეტის ახალი კონსტრუქციული სისტემა. ჯვარისაგან განსხვავებით გუმბათი აქ ეყრდნობა კედლებს კი არა, არამედ თავისუფლად მდგომ ოთხ ბურჯს. ამის შედეგად შიგა სივრცე მნიშვნელოვნად იზრდება. წრომი ჯვრულ - გუმბათოვანი ტაძარია, სადაც აღმოსავლეთის მკლავი მთავრდება მძლავრი აფსიდით, დასავლეთისა კი ეკვდერით ტაძრისკენ გახსნილი პატრონიკეთი მეორე სართულზე. მთელი შენობა ჩაწერილია სწორკუთხედში, დამხმარე სადგომთა შვერილებით გრძივ ფასადებზე. გუმბათს ჰქონდა რვაწახნაგა ყელი გადასვლა რომელზეც ხორციელდებოდა ცენტრალური კვადრატის კუთხური ტრომპების მეშვეობით. ტაძრის შიგა სივრცე განსაკუთრებით მსუბუქია და თავისუფალი. მაღალსა და გახსნილ აფსიდს მოპირდაპირე მხრიდან შეესატყვისება ღია პატრონიკე. კედლების მკვეთრი და მკაცრი წყობა, ოსტატურად გამოყვანილი თაღები და მათი დახვეწილი პროპორციები, განათების კარგად გააზრებული სისტემა, მოწმობენ მშენებელთა დიდ ოსტატობასა და გემოვნებას.

ტაძრის ინტერიერში არაა მორთულობის ელემენტები. ყველაფერი გათვალისწინებულია კედლების წყობის ხარისხზე, მხოლოდ აფსიდის კონქში მოთავსებული იყო დიდი  სამფიგურიანი მოზაიკური კომპოზიცია.ტაძრის გარეგანი ფორმები აქაც პასუხობენ შიგა განაწილებას. აღმოსავლეთის ფასადზე გამოიყოფა ორი ღრმა სამკუთხა ფორმის ნიში გაერთიანებული თაღედით და ბრტყელი ნიშით მათ შორის.ნიშები მოთავსებულია მრგვალი აფსიდისა და კუთხური ოთახების ზღვარზე, ისინი ასახავენ შიგა სტრუქტურას და აქვთ კონსტრუქტიული მნიშვნელობა - აცილებენ კედლის სიბრტყეს მასის მკვდარ უბანს. ამ კონსტრუქციულმა ხერხმა და მისმა მხატვრულადაც გამოყენებამ შემდგომში მიიღო საყოველთაო გავრცელება. დასავლეთის ფასადი ხასიათდება მარტივი მონუმენტურობითა და კარ -სარკმლების ღიობების  რიტმით. მშვიდი და თავშეკავებული გვერდითი ფასადები ქმნიან გადასვლას მდიდრული აღმოსავლეთის ფასადიდან მკაცრ დასავლეთის ფასადზე. ტაძრის ფორმები გაცოცხლებულია მსუბუქი და მოხდენილი ორნამენტული დეკორით, რომელიც ნაკარნახევია ხეზე ჭრის მოტივებით და ნახმარია დიდი ტაქტით, მხოლოდ ძირითადი ფორმების გამოსავლენად. საფიქრებელია, რომ აღმოსავლეთის ფასადის ნიშებში შემორჩენილ შეწყვილებულ ნახევარსვეტებზე გათვალისწინებული იქნებოდა მცირე ქანდაკებები. საქართველოში მოზაიკის გავრცელებას მოწმობს უკანასკნელ წლებში აღმოჩენილი იატაკების ფრაგმენტები ბიჭვინთაში, შუხუთში, ძალისაში, აგრეთვე მოზაიკური იატაკი ქართულ ტაძარში ბირ-ელ კუტში პალესტინაში -VI საუკუნის ასომთავრული წარწერით.

ამ პერიოდიდან შემოგვრჩა ერთადერთი კედლის მოზაიკაც. ეს მოზაიკა VII საუკუნისაა და ამკობდა წრომის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქს. აქ იყო წარმოდგენილი მაცხოვარი ძოწეულის სამოსელში. მისი მარჯვენა ხელი კურთხევის ნიშნად ზევითაა აპყრობილი, ხოლო მარცხენაში გრაგნილია ძველი ქართული დამწერლობით. მაცხოვარი დგას კვარცხლბეკზე, ორივე მხრიდან აქეთ მიისწრაფვიან მოციქულები თეთრ სამოსელში. კომპოზიცია იყო მოჩარჩოებული მცერეული ორნამენტის ფართო ბორდიურით. მოციქულთა ცოცხალი, სწრაფი მოძრაობა მიგვითითებს წრომის მოზაიკის კავშირზე ძველი ქრისტიანული ხელოვნების ძეგლებთან.