topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მცხეთის ჯვარი

<უკან დაბრუნება... <<<მცხეთა>>>

მცხეთის ჯვრის მონასტერი - მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. მცხეთა-მთიანეთის მხარე, ქართლი. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქტისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიია სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას". VII საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა (დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხია)

 

 

 

 

***********************************************************************************

საქართველოს სულიერი საგანძური., წიგნი  I, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბ, 2005 წ., გვ.13 -17.

მცხეთის  ჯვრის ტაძარი საქართველოს ძველი დედაქალაქის, მცხეთის პირდაპირ მთაზე დგას, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მოღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილზე მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც, გარდა ქართველებისა, თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. VI საუკუნის მეორე ნახევარში ამ კვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებაც"... <<ტექსტი სრულად აქ <<

***********************************************************************************

ჯვარი, ჯვრის წარწერები //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI. - თბ., 1987. - გვ.558-559., გვ.563

ქართული ასომთავრული დამწერლობის ჩვენამდე მიღწეული ერთ ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუში. ამოკვეთილია ჯვრის ტაძრის (იხ.ჯვარი მცხეთისა) აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის რელიეფებზე, ტაძრის შუაში აღმართულ ჯვრის კვარცხლბეკზე (კვარცხლბეკის შემორჩენილი ნაწილი წარწერის ფრაგმენტითურთ ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში), ტაძრის სამხრეთ - დასავლეთ კუთხის ოთახის შესასვლელის თავზე და კედლის მოპირკეთების ცალკეულ ფილებზე. ყველა წარწერა თანადროულია და მათში მოხსენიებული ისტორიული პირების, კერძოდმ სტეფანოზის ქართლში ერისმთავრობის დროის მიხედვით თარიღდება (VI-VII საუკუნეების მიჯნა)... << ტექსტი სრულად აქ <<

***********************************************************************************

ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა.- თბილისი,  1972. - გვ.13-16.

მცხეთის ჯვარი. არაგვსგაღმიდან მცხეთას დაჰყურებს  ჯვრის მონასტერი. იგი მოხდენილადაა შერწყმული არაგვისა და მტკვრის ხეობების პეიზაჟთან. ქართველმა ხუროთმოძრვარმა არა მარტო მთის დამამთავრებელი კომპოზიცია მოძებნა, არამედ მან შეკრა ამ მდიამოების მთელი ლანდშაფტი. ამასთან, არ იკმარა მთის მოხდენილი ბუნებრივი სილუეტი და შენობა მთის წვერიდან დასავლეთით გადასწია, რისთვისაც ხელოვნური საყრდენის აგება დასჭირდა... << ტექსტი სრულად აქ... <<

***********************************************************************************

მცხეთის ჯვარი- ი.ციციშვილი-ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.57-61; 69-70.

VI საუკუნის დასასრულისათვის ქართულმა ხუროთმოღვრებამ მიაღწია ტაძრის შიგა სივრცისა და გარეგანი მასების სრულ ჰარმონიას. ასეთ ძეგლად, რომელიც მოასწავებდა ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების უმაღლეს საფეხურს, წარმოგვიდგება მცხეთის ჯვარი აგებული 585/86 – 604/605 წლებს შორის. იგი აგებულია მთაზე მდინარე არაგვისა და მტკვრის შესართავთან ძველი ქალაქის მცხეთის პირდაპირ. მატიანეს ცნობით IV საუკუნის 30 - იან წლებში ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებასთან დაკავშირებით წარმართული სალოცავის ადგილას, ქვის კვარცხლბეკზე ხის დიდი ჯვარი აღმართეს...<<ტექსტი სრულად აქ..<<

***********************************************************************************

მცხეთის ჯვარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 103 - 106.

მცხეთის ჯვრის ტაძრის ადგილას მირიან მეფის მიერ ხის დიდი ჯვრის აღმართვის შესახებ არსებობს წერილობითი ცნობები ქართული და სომხური მატიანეებისა ("ქართლის მოქცევა“, მოსე ხორენელის სომხეთის ისტორია და სხვ.). თუმცა ეს ტექსტები გადამუშავებული გამოძახილია რომის იმპერატორის კონსტანტინეს მიერ ჯვრების აღმართვისა, თვით ფაქტი უტყუარია...<<ტექსტი სრულად აქ..<<