|
There are no translations available.
<უკან დაბრუნება... <<<უძველესი საქართველო>>>

დედოფლის მინდორი (ქარელის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. დედოფლის მინდორი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ.5 - თბ., 1990, გვ.363-366 - მდინარეების აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონეს შორის, სოფელ არადეთთან მდებარე კომპლექსის (საკულტო ნაგებობათა სისტემა - ტემენოსი, ტაძრის მსახურ - ქურუმთა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები და დარბაზული ტიპის, გვიანდელი ფეოდალური ხანით დათარიღებული, ერთსაფეხურიან ცოკოლზე მდგარი ეკლესია) აღწერილობა, დათარიღება. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა.
2. გაგოშიძე ი. წარმართული ტაძარი დედოფლის მინდორზე //ძეგლის მეგობარი - 1974, N35, გვ.70-78 - წარმართული პერიოდის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ფოტომასალა.
3. ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება: დედოფლის მინდორი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია - თბ., 1995, გვ.27-28 - სატაძრო კომპლექსის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ანსამბლის გეგმა.
4. დედოფლის მინდორი - გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - ტ. 3, გვ.433, თბ., 1978

- თომა ჩაგელიშვილის ფილმი - დედოფლის მინდორი
http://www.youtube.com/watch?v=pL-xjG-T3YE&feature=related

|