topmenu

 

რატევანის ეკლესიები - წმ.გიორგის, ღვთისმშობლის
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ბოლნისის რაიონის ძეგლები>>>

რატევანი - სოფელი ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, მდებარეობს ბოლნისი - კაზრეთის ავტომაგისტრალზე, მდინარე მაშავერის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ბოლნისიდან 2 კმ მანძილზე... შემონახულია განვითარებული შუა საუკუნეების

  • ღვთისმშობლის ეკლესია სასაფლაოს ტერიორიაზე (კედლებზე ლაპიდარული წარწერებია),
  • წმ.გიორგის ეკლესია გორაკზე.

გამოყენებული წყარო:

რატევანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - თბ., 1984.- გვ.307-308

 

 

რატევანის წმ. გიორგის ეკლესიის არქიტეტურული აღწერილობა:

XI-XIII საუკუნის ქრისტიანული ძეგლი, არქიტექტურული კომპლექსი  შეიცავს გალავანს და ეკლესიას

ეკლესიის ტიპი - დარბაზული; დარბაზული მინაშენით

სამშენებლო მასალა -   აგური; ქვა; დუღაბი

ფასადის მორთულობა  - ცოკოლი, ერთსაფეხურიანი; ფრონტონის მორთულობა - ჯვარი; კარნიზი(ლავგარდანი) - გეომეტრიული ორნამენტი; კარი - ნაოთხალიანი; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; კარი - თაღოვანი შიგნიდან; სარკმელი - თაღოვანი

აფსიდი (საკურთხეველი)  - ნახევარწრიული; ამბიონი; ტრაპეზეს ქვა; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა; კანკელი

შიდა გადახურვა  - თაღოვან - კამაროვანი; ცილინდრული

აფსიდის გადახურვა - კონქი; კონქის თაღი

დარბაზის გადახურვა - კამაროვანი შეისრული

პილასტრი  - სწორკუთხა

სვეტის პილასტრის მორთულობა  -  კაპიტელი (სვეტისთავი)

ეკლესია რესტავრირებულია. ძეგლის სამხრეთით 10-15 მ-ში დიდი თლილი ქვაა, რომელზედაც ბოლნური ჯვარია გამოსახული. ეკლესიაში ბარათაშვილების საფლავის ქვაა.

 

 

რატევანის "ღვთისმშობლის" ეკლესიის არქიტექტურული აღწერილობა:

XI-XIII საუკუნის  ქრისტიანული ძეგლი

ეკლესიის ტიპი - დარბაზული

სამშენებლო მასალა  - ქვა; დუღაბი

სამშენებლო წყობა - შერეული

ფასადის მორთულობა - კარი - თაღოვანი შიგნიდან; სარკმელი - თაღოვანი

აფსიდი (საკურთხეველი) - ნახევარწრიული; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა

პილასტრი  -  სწორკუთხა

ეკლესიის გადახურვა ჩანგრეულია. კედლის პერანგი ალაგ-ალაგ მორღვეულია.

 

 

რატევანი (ბოლნისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. გვრიტიშვილი ლ. რატევანი //საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. XXXVI-B. - 1982. - გვ.116-120. - სოფ.რატევნის ისტორია. აღწერილია სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილი ღვთისმშობლის დარბაზული ტიპისა და წმინდა გიორგის სახელობის თლილი რუხი ფერის ქვით ნაგები ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება.

2. რატევანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - თბ., 1984. - გვ.307-308. - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

 

 

ფოტოგალერეა:

 

რატევანის წმ გიორგის ეკლესია:

 

 

 

რატევანის ღვთისმშობლის ეკლესია:










გ. ბაგრატიონის ფოტო