topmenu

 

ნოქალაქევი - არქეოპოლისი, მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

ნოქალაქევი (სენაკის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. აფაქიძე ა. ძველი ქალაქი-არქეოპოლისი ნოქალაქევი //ძეგლის მეგობარი - 1969. N19, გვ.10-15. - ნოქალაქევის აღწერილობა, ძველქართული და ბერძნული სახელწოდებანი, ქართული და ბიზანტიური საისტორიო წყაროთა ცნობები.

2. ზაქარაია პ. ნოქალაქევი - არქეოპოლისი - თბ., 1979 - ნოქალაქევის ციხესიმაგრის, სასახლეების, სამნავიანი ბაზილიკის, სამეფო აბანოს, კოშკის ნაშთების აღწერილობა.

3. გეორგიკა: ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქრათველოს შესახებ ტ.2. თბ., 1965. გვ.188-221  - მოკლე ცნობები არქეოპოლისის გეოგრაფიული სივრცისა და ბაზილიკის შესახებ.

4. გრძელიშვილი ი. ნოქალაქევის ციხე-ქალაქის მშენებლობის გეოლოგიური პირობებისა და ტექნიკის ზოგიერთი საკითხი //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.IX, 1948, N5, გვ.323-328. - ციხე-ქალაქის კედლების წყობა და საამშენებლო ტექნიკა. ძეგლის დათარიღება.

5. ელიავა გ. აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი - თბ., 1971, გვ.67-72 - არქეოპოლისის (ნოქალაქევის) ტერიტორიაზე შემორჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლების - მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ნოქალაქევის ქვედა ციხის ეზოში ნაგები "ორმოცთა" ეკლესიის ფოტო.

6. ზაქარაია პ. კაპანაძე თ. ციხე-გოჯი, არქეოპოლისი-ნოქალაქევი. ხუროთმოძღვრება - თბ., 1991 - მონოგრაფია. განხილულია ეგრისის დედაქალაქის ციხე - გოჯი - არქეოპოლისი-ნოქალაქევის (IV-VIII სს. - ხუროთმოძღვრული ნაგებობები. ტექსტს ერთვის მრავალფეროვანი საილუსტრაციო მასალა.

7. ქალაქები: ციხეგოჯი-ნოქალაქევი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები -  თბ., 1965, გვ.18-19. - მოკლე ცნობები ნოქალაქევის ციხის კონსტრუქციათა შესახებ.

8. ზაქარაია პ. ლომოური ნ. ციხე-გოჯი, არქეოპოლისი, ნოქალაქევი - თბ., 1988, გვ.1-33. - ბროშურაში განხილულია ნოქალაქევის ტერიტორიაზე განლაგებული მატერიალური კულტურის ძეგლები.

9. ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები - თბ., 1973, გვ.15-16. - მოკლე ცნობები ნოქალაქევის შესახებ.

10. ზაქარია პ. და სხვ. ნოქალაქევის ექსპედიციის 1980-1981 წლების მუშაობის ანგარიში //საქართველოს სახ.მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები VIII, თბ., 1986, გვ.86-87. - ნოქალაქევის შიდა ციხის აღწერილობა.

11. ზაქარაია პ. ნოქალაქევის ექსპედიციის 1978-1979 წლების მუშაობის მოკლე ანგარიში //საქართველოს სახ.მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები. VII, თბ., 1980, გვ.55-57 - ცნობები ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარე ძველი ბაზილიკისა და ეკლესიის შესახებ.

12. ზაქარაია პ. და სხვ. ნოქალაქევის ექსპედიციის 1973 წლის მუშაობის მოკლე ანგარიში //საქართველოს სახ.მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები IV.- თბ., 1975, გვ.101-102. - გათხრების შედეგად გამოვლენილი აბანოს, გაწმენდილი კოშკის შესახებ.

13. ზაქარაია პ. და სხვ. ნოქალაქევის ექსპედიციის მიერ 1976-1977 წლებში ჩატარებული მუშაობის ანგარიში //საქართველოს სახ.მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები VI, თბ., 1978, გვ.78-80 - თავდაცვითი ნაგებობების შესახებ.

14. ზაქარაია პ. ნაქალაქარი. ციხე - გოჯი - ნოქალაქევის არქიტექტურა //სამეცნიერო შრომების კრებული. ხელოვნებათმცოდნეობა - თბ., 2001, N2, გვ.74-83. ილ. გვ.84-89.- 26 წლის არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული მასალები.

15. კაპანაძე თ. ნოქალაქევის "მისარონის" ეკლესია //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია - 1988, N1, გვ.151-161. - მცირე ზომის ეკლესიის არქიტექტურული და მხატვრული დახასიათება. სავარაუდო დათარიღება.

16. ლომოური ნ. ნოქალაქევისა და ციხე გოჯის იგივეობის თაობაზე //მნათობი - 1979, გვ.150-159.

17. ნოქალაქევი-არქეოპოლისი. არქეოლოგიური გათხრები - ტ. I, თბ., 1981, 257. გვ; ტ.II, 1987, 313გვ. - არქეოლოგიური გათხრების 10 წლის შედეგების განხილვა. - კრებული მიძღვნილია ციხე გოჯი-ნოქალაქევი-არქეოპოლისის-ეგრისის სამეფო დედაქალაქის შესწავლისადმი.

18. ლომიტაშვილი დ. ლორთქიფანიძე ბ. სამშენებლო კერამიკის ტიპები ნოქალაქევის ნაქალაქარზე //ძეგლის მეგობარი - კრ.76, 1987, გვ.63-67. - სამშენებლო კერამიკის კლასიფიკაცია.

19. ლორთქიფანიძე ბ. ნოქალაქევის ეკლესიებისა საეპისკოპოსო კათედრის არსებობის საკითხისათვის არქეოპოლისში //ძეგლის მეგობარი - 1999, N1 (104), გვ.14-19. რეზ. ინგლ.ენაზე გვ.53. - ადრე შუა საუკუნეების ექვსი ეკლესიის დათარიღებისა და საეპისკოპოსო ცენტრის უქონლობის მიზეზთა შესახებ.

20. ლორთქიფანიძე ბ., ზაქარაია პ., ლომიტაშვილი დ. ახალი მასალები ეგრისის სამეფოს ქრისტიანობის გავრცელების საკითხისათვის //ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი. საერთაშორისო სიმპოზიუმი.-თბ.,2000.-გვ.50. - ნოქალაქევის არქიტექტურული ძეგლების მოკლე აღწერილობა.

21. მაკალათია ს. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია - თბ., 1941, გვ.229-232. - კონსტრუქციულ - არქიტექტურული დახასიათება. ტექსტს ერთვის ციხის ფოტო.

22. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია - თბ., 1995, გვ.50-51. - ციხე-გოჯის (ნოქალაქევის) მოკლე აღწერილობა.

23. ციხე გოჯი-ნოქალაქევი - თბ., 1984, 78 გვ. - ისტორიულ - არქეოლოგიური კვლევის შედეგები. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა.

24. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ.I, ტფ., 1936, გვ.30-31 - ნოქალაქევში დაცული ორმოცი მოწამის გადაკეთებული ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულია ა.შნაიდერი. ტექსტს ახლავს სურ. 8.

25. ნოქალაქევი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - ტ.VII, თბ., 1984, გვ.482. - ისტორიული ციხე-ქალაქის სახელწოდების ეტიმოლოგია, მოკლე ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება. ისტორიული წყაროების მიხედვით ციხე-ქალაქი ააგო ეგრისისა სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III ს. დასაწყისი).

26. ციხე-ქალაქები ციხეგოჯი-ნოქალაქევი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები - თბ., 2001.- გვ.20-25. - ციხის მდებარეობა, გათხრების შედეგები (მეფეთა ორი სასახლე, ორი აბანო, ექვსი ეკლესია), დაცვის სისტემის თავისებურებანი, კოშკების აღწერილობა. ტექსტს ერთვის ციტადელის მთავარი კოშკისა და გალავნის კარის ფოტოები.

27. ადრეშუასაუკუნეების ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (V-X სს.)დასავლეთ საქართველო: ციხეგოჯი (არქეოპოლისი)-ნოქალაქევი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე - თბ., 2002. გვ.71-79. - ლეონტი მროველის ცნობა ციხეგოჯის შესახებ, 1973 წლის ექსპედიციის შედეგები; სახელწოდებების - ციხეგოჯის, არქეოპოლისისა და ნოქალაქევის იდენტურობაზე; ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.27-32; ტაბ.15-18).

28. ციხეგოჯი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI.- თბ., 1987, გვ.236. - მოკლე ცნობა ციხე-ქალაქის, ციხეგოჯის, იგივე ნოქალაქევის შესახებ.

29. ნოქალაქევი: IV-VI სს. მუზეუმი და საველე ლაბორატორიის რეაბილიტაცია //ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში - თბ., 2006. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მუზეუმ-ნაკრძალის იფრასტრუქტურის მოწესრიგების შესახებ. ტექსტს ერთვის ფოტომასალა.