topmenu

 

პირღებულის სამონასტრო კომპლექსი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

პირღებული, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII ს. ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი თეთრი წყაროს სამხრეთ - დასავლეთით 10 კმ.ზე, მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე. შემონახულია კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა - დიდი ეკლესია, რომელიც ფრაგმენტებისა და წარწერის თანახმად აგებულია რუსუდანის მეფობის ხანაში (1222 – 1245). ეკლესია შიგნით მოხატული იყო. გარედან კედლებზე წარწერებია. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ თბილელ ელის საგინაშვილს XVII საუკუნეში ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე და საძვალე მიუშენებია (ახლა დანგრეულია). ეკლესიას გარს ერტყა გალავანი, რომელშიც ჩართული იყო სამსართულიანი სამრეკლო (დარჩენილია 2 სართული). I სართული ჭიშკარს წარმოადგენდა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დიდი შენობის ნაშთია. კლდეებში განლაგებული გამოქვაბულები, როგორც ჩანს, ბერების სადგომ სენაკებად იყო გამოყენებული. ეკლესიის ზემოთ, ფერდობზე, გვიანდელი ხანის დარბაზული ეკლესიაა.

პ.ზაქარაია.

პირღებული //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII, თბ., 1984. - გვ.86.

 

 

 

 

 

***********************************************************************************

გ.გრიგოლია, ჯ.ჯღამაია - პირღებულის მონასტრის ერთი ასომთავრული წარწერა // ძეგლის მეგობარი 1970 წ., კრ.20., გვ.36-43

1957 წელს ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექპედიციამ მოიხილა საინტერესო სამონასტრო კომპლექსი - პირღებული (ექსპედიციის ხელმძღვანელი - ისტ. მეცნ. კანდ. ნ.ბერძენიშვილი). ძეგლი მდებარეობს სამშვილდის ნაქალაქარიდან სამხრეთ-დასავლეთით, 2 კმ მანძილზე, მდ.ხრამის მარცხენა ნაპირის ძნელად მისადგომ ფერდობზე. იქ საკმაოდ მოზრდილი ფართობი მთლიანად მოფენილია სამეურნეო, საცხოვრებელი და საკულტო ნაგებობათა ნანგრევებით, რომელთა გვერდით ჩრდილოეთიდან მსაზღვრავ ბაზალტის ფრიალო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი გამოქვაბულია გამოკვეთილი...<< ტექსტი სრულად აქ <<