|
< უკან დაბრუნება
ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა
პავლე ინგოროყვა
მცხეთა-არმაზში 1940 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისშედეგად აღმოჩენილია დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა, რომლებიც, როგორც ირკვევა, შესრულებულია ქართულად, ქართულის ალფაბეტით.
საკითხს ამ ძეგლთა შესახებ დაწვრილებით ვეხებით ცალკე ნარკვევში,. ხოლო ამგზის ვიძლევით მოკლე ცნობას ორი ძეგლის გამო, დებულებათა სახით,
I
ბერცუმ (ბარაცმან) პიტიახშის ინიციალები, ქართული დამწერლობით შესრულებული (70--96 წლებისა)
არმაზის საპიტიახშო ნეკროპოლში (სამარხი # 3) აღმოჩენილ იქმნა,, 1940 წ. 23 ნოემბერს, ვერცხლის ლანგარი.
ლანგარი დიდი ზომისაა (დიამეტრი - 48 სანტიმეტრი), ლანგარი ნამუშე– ვარია კარგი ოსტატ-მქანდაკებელის მიერ, შესრულებულია: იშვიათის ხელოვნებით. ლანგარის გული და კიღე-წრე ორნამენტირებულია.
ლანგარზე მოიპოვება სამი წარწერა: ორი ბერძნულად, ხოლო ერთი, რო-. გორც ქვემოთ გამოირკვევა, შესრულებულია ქართულად.
აქ ჩვენ განვიხილავთ პირველ ბერძნულ წარწერას და ქართულ წარწერას. (რაც შეეხება მეორე ბერძნულ წარწერას, რომელიც არ წარმოადგენს ინტერესს აქ აღძრული საკითხებისათვის, ამგზის აღარ ვეხებით).
ქრონოლოგიურის თანრიგით ჯერ შესრულებულია პირველი ბერძნული წარწერა, შემდეგ ქართული. ორივე წარწერა მოთავსებულია ლანგარის ფსკერზე (ქუსლზე) ქვემო მხარიდან1,
ბერძნული წარწერა, რომელიც გარშემო მისდევს ფსკერის გარე-წრეს,. იკითხვის ამრიგად 2:
.........................
მეორე წარწერა, რომელიც ჩვენ ქართულად მიგვაჩნია, მოთავსებულია ფსკერის შუაგულ ადგილას, წრით შემოვლებულ არეში. იგი შეიცავს ორ ასოს, რომლებიც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, აღნიშნკვს ლანგარის პატრონის ინიციალებს. ამ ასოებს შემდეგი მოხაზულობა აქვს:
.................
წრე და წრეში მოთავსებული ასოები მოყვანილი გვაქეს იმავე ხომით, როგორც ორიგინალშია) 1.
აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ ასოები ლანგარზე ამოკვეთილია დახელოვნებული ოსტატის მიერ; ხაზები ზუსტად და ფაქიზად არის გავლებული ლითონზე მკვეთრი იარაღით და ასოებს პალეოგრაფიულად მკაფიოდ ჩამონაკვთილი საზე აქვთ.
***
საკითხავია, რა შრიფტს ეკუთვნის ეს ასოები,–-არის იგი ქართული? ჩანს არის.
თუ გავითვალისწინებთ იმ ეპოქას, რომელსაც ეკუთვნის ეს ძეგლი (ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისი საუკუნეები), ქართულ ძეგლებზე მოსალოდნელია “წარწერები შემდეგი შრიფტებით: ბერძნული, არამეული, ან ამავე არამეულის განშტოება.--ფალაური, და ქართული..
მაგრამ ეს ასოები არ არის არც ბერძნული, არც არამეული, ან არამეულ– ფალაური.
ამავე დროს აქ ჩვენ გვაქვს ტიპიური მოხაზულობა ძველ-ქართული დამწერლობისა.
ეს ასოები შესაძლოა გაშიფრულ იქმნას მხოლოდ როგორც ქართული ასოები; პირველი ასოა--ბ, მეორე ასო--ქ:
............
ასოების კონფიგურაციის შესახებ აქ საჭიროა ზოგიერთი განმარტება.
მეორე ასო „ქ" ჩვეულებრივი ტიპისაა, იგი უდგება იმ მოხაზულობას, რო– მელსაც ჩვენ ვიცნობთ სხვა ჩვენ დრომდე მოღწეული ძეგლებიდან,
რაც შეეხება ასოს „ბ", აქ არის სხვაობა ერთ დეტალში: ჩვენს ძეგლზე ამ ასოს აქვს ორი კუდი (ერთი ქვემოთკენ, მეორე მარჯენისაკენ), ხოლო ჩვენ დრომდე მოღწეულ უფრო გვიანი ხანის წარწერებში (V საუკუნისა და შემდგომი დროისა) ამ ასოს აქვს მხოლოდ ერთი კუდი (ქვემოთკენ). შეა– დარეთ:
......................
რით უნდა აიხსნას ჩვენი წარწერის „ბ"-ში ზედმეტი მარჯვენა კუდის არ– სებობა? აქ ორი შესაძლებლობაა დასაშვები:
1. აქ შეიძლება გვქონდეს ერთ-ერთი ძველი ვარიანტული სახეობა ასო „ბ“-ს დაწერილობისა, საუკუნეთა განმავლობაში ასოებს, როგორც ცნობილია, თანდათან ეცვლებათ სახე, ზოგჯერ ემატება ესა თუ ის ზეღმეტი ხაზი, ზოგჯერ აკლდება. ასე, მაგალითად, თვით ერთი საუკუნის მანძილზე, შე-V -- VI საუკუნეთა ფარგლებში, ასო „თო"+" ქართულ ძეგლებში ზოგჯერ წარმოდგენილია როგორც ოვალი, ზედმეტი ნიშანის გარეშე, ზოგჯერ კი ერთვის ან კუდი, ან პატარა წრე:
.................
აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან ისიც, რომ იმ არქაულ პროტოტიპში, საიდანაც მომდინარეობს ქართული ალფაბეტი, სახელ სობრ არქაულ ბერძნულში, ასო „ბ“ ჩვენ გვხედება ქვემო კუდით, ხოლო პარალელურად განის კუდით.
ეს ერთი შესაძლებლობა.
2. მაგრამ ამის გვერდით დასაშვებია მეორე შესაძლებლობაც, სახელდობრ ის, რომ აქ გვაქვს ლიგატურა, ე. ი: ასოსთან „ბ“ შერწყმულია მეორე ასო.
ლიგატურიან დაწერილობას ქართულში, როგორც ირკვევა, ადრ ინდელი ტრადიცია აქვს, იგი წარმოდგენილია ერთ-ერთ უძველეს ჩვენ დრომდე მოღწეულ წარწერაში– ანაგ-კახაის ძეგლში ვახტანგ გორგასარის დროისა (V ს.), აგრეთვე სასანური ხანის ფულზე (VI საუკ.)?.
თუ ჩვენ დავუშვებდით, რომ ჩვენს წარწერაში ასოსთან „ბ“ შერწყმულია მეორე ასო, მაშინ, ასოების ბუნებრივი მიჯრის მიხედვით, ლიგატურის გახსნა არ წარმოადგენს სიძნელეს.
მოვიგონოთ მაგალითისათვის, თუ როგორ იხსნება სასანიანთ ხანის ფულზე ლიგატურა გ+ნ:
წერია შერწყმულად
..........
ხოლო იხსნება:
.............
ასევე ჩვენი ლიგატურა, ასოების ბუნებრივი მიჯრის თანახმად, ასეთნაი–- "რად გაიხსნება:
წერია შერწყმულად
.....
ხოლო თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ჩვენი ძეგლის წარწერაში წარმოდ- „გენილია თავგახსნილი ცარიანტი ასოსი „ბ“ =............
მაშინ ლიგატურის ·- არსებობა აქ კიდევ უფრო ნათელი ხდება: წერია შერწყმულად: .............
ხოლო იხსნება: ..................
რას აღნიშნავს ცალკეული ასოები ლიგატურისა?
პირველი ასო ეს არის „ბ" --უმეტნაკლებოდ, სუფთა მოხაზულობით, ზედ– “მეტი ხაზის გარეშე.
ხოლო მეორე ასოში უნდა ამოცნობილ იქნას არქაული სახე ასოსი „პ".
აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილს თავის კაპიტალურ გამოკვლევაში „ქართული დამწერლობათ-მცოდნეობა“ (გვ, 208-209)-––ჩვეულებრივის საბუთიანობით დადგენილი აქვს, რომ ქართულ ალფაბეტში არქაული სახე ასოსი „პ“ იმ ტიპისა იყო, როგორსაც ვხედავთ ლიგატურის მეორე ასოში,
ასოში, მაშასადამე ჩვენი ლანგარის წარწერა ასე უნდა გაიხსნას:
1.· იმ შემთხვევაში, თუ აქ არა გვაქვს ლიგატურა, ასოები წაიკითხება ამრიგად. ბ. ქ.
2. იმ შემთხვევაში„ თუ აქ წარმოდგენილია ლიგატურა, წაიკითხება ამრიგად: გბ. პ. 'ქ.
შემდეგი საკითხი,––რას აღნიშნავს ეს ასოები?
ამის მიხედვით, რომ ეს ასოები არ არის შემთხეევითი მინაწერი, არამედ მოთავსებულია ნიშნეულ ადგილას, ამოკვეთილია ლანგარის ფსკერის შუაგულში, წრით შემოვლებულ არეში,––ჩვენ საფუძველი გვეძლევა დავასკვნათ, რომ აქ გვაქვს ამ ლანგარის პატრონის ინიციალები.
თავდაპირველად აქ საჭიროა გავითვალისწინოთ, თუ,როგორ აღინიშნებოდა ვინაობა უძველესი ხანის ქართულ -ძეგლებში. აქ ჩვენ გვაქვს სამი ვარიაცია ვინაობის აღნიშნვისა:
1) სახელი+-2) მამის სახელი;
1) სახელი+2) თანამდებობა (ტიტული);
1) სახელი+2) თანამდებობა (ტიტული)-+-3) მამის სახელი.
ამრიგად, ჩვენი ლანგარის ინიციალებიდან პირველი ასო „ბ“ უნდა აღნიშნავდეს ლანგარის პატრონის სახელს.
და რომ ეს ასეა, ამას ადასტურებს ქართული წარწერის შეხვედრა ბერძნულთან.
როგორც ვნახეთ, ბერძნული წარწერის ცნობის თანახმად, ეს ლანგარი ნაწყალობევი ყოფილა მეფის ფლავიოს-დადეს მიერ ბერცუმ პიტიახშისათვის. ლანგარის პატრონი ყოფილა ბერცუმ პიტიახში. ხოლო ქართულ წარწერაში „პირველი ასო, რომელიც უნდა აღნიშნავდეს პატრონის სახელის ინიციალს, მართლაც არის ასო „ბ“.
ამრიგად, ასოში „ბ“ ჩვენ გვაქვს ინიციალი სახელისა: „ბერცუმი“.
მაშასადამე ამ წარწერის ვითარება ასე წარმოგვიდგება. როდესაც ეს ლანგარი, ნაწყალობევი მეფის მიერ, შემოსულა ბერცუმის ოჯახში, მას შემდეგ ფსკერის შუა წრეში ამოუჭქდევიათ თვით პატრონის ინიციალები,
****
რაკი ინიციალების პირველი ასოს მნიშვნელობა ამოცნობილია, ამით ძი–- რითადი საკითხი,––წარწერის ქართულობა-–დადგენილად უნდა ჩაითვალოს.
განვაგრძოთ ამის შემდეგ ძიება და გავარკვიოთ ინიციალების მეორე ნაწილის მნიშვნელობა.
როდესაც ჩვენ ამოვხსენით პირველი ასო ინიციალებისა („ბ“= „ბერცუმ"), პირველი აზრი, რომელიც დაგვებადა, ის იყო, რომ მეორე ნაწილი ინიციალებისა აღნიშნავს ტიტულს: „ქართლისა პიტიახში“ LC. „პიტიახში ქართლისაი",
შევამოწმოთ, თუ რამდენად საბუთიანი იქნებოდა ასეთი დაშვება?
თავდაპირველად იმის შესახებ, თუ როგორი სინტაქსური წყობა არის მო– 'სალოდნელი იმ ხანაში, რომელიც აქ ჩვენი კვლევის საგანს შეადგენს: „პიტიახში ქართლისაი“, თუ „ქართლისა პიტიახში“.
თუმცა უფრო არქაულია პირველი წყობა „პიტიახში ქართლისაი“, მაგ–- რამ მასალების გათვალისწინება გვიჩვენებს, რომ უკვე ანტიკურ ხანაში ორივე წყობა არის მოსალოდნელი, როგორც „პიტიახში ქართლისაი“, ისე „ქართლისა პიტიახში4.
კერძოდ მეორე ტიპის წყობა: „ქართლისა პიტიაბში“, „ქართლისა კათოლიკოხი“ და მისთანანი დამოწმებულია ადრეულ სამშუალ-საუკუნეთა ქართულ ძეგლებში.
ხოლო, რაც განყაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამწაირივე მეორე ტიპის წყობა დამოწმებულია აგრეთვე უძველესი ხანის გეოგრაფიულ სახელებშიაც: უფლის-ციზე (= ციხს8 უფლისაი), ველის-ციხე, რუის-თავი, წყაროის-თავი, ტასის-კარი, დოლის-ყანაი და სხვანი.
ჩვენს წარწერაში, როგორც მკითხველი შეამჩნევდა, ინიციალების მეორე ნაწილი თავისუფლად იხსნება როგორც ტიტული: პიტიაშხი ქართლისაი L0§ეი. ქართლისა პიტიაშხი.
მართლაც ლიგატურიანი დაწერილობის შემთხვევაში ჩვენ აქ გვაქვს ინი– ციალები:
პ. ქ.=პსიტიახში) ქართლისაი|.
ხოლო თუ ჩეენ დავუშვებთ, რომ აქ გვაქვს არა ლიგატურა „კპ. ქ.“, არა–- მედ ერთი ინიციალი „ჟ", ასეთ შემთხვევაშიაც იგი შესაძლოა გახსნილ იქნას როგორც. იმავე ტიტულის მეორე სახეობა: ქართლისა პიტიახში). საქმე ის არის, რომ ძველ-ქართულში მიღებული იყო ეგრეთწოდებული ერთ-ასოიანი დაქარაგმებაც, როდესაც ცნობილი ტიტულები აღინიშნებოდა მხოლოდ ერთი ასოთი, თუნდაც ტიტული ორი და მეტი სიტყვისაგან ყოფილიყოს შემდგარი. მაგალითად, ინიციალები:
წ-–-აღნიშნავდა: „წილკნელი ეპისკოპოსი".
ჭ-––აღნიშნავდა: „ჭყონდიდელი მთავარ-ეპისკოპოსი4.
ასევე „ქ" შესაძლოა ამოშიფრულ იქნას როგორც ქართლისა პიტიახში|. პიტიახშობა იმდენად მნიშვნელოვანი ტიტული იყო, რომ იგი შესაძლოა თავისუფლად აღნიშნული ყოფილიყო ერთ-ასოიანი დაქარაგმების წესითაც.
ამრიგად, თითქოს არ არსებობს არავითარი დაბრკოლება, რომ მეორე ნაწილი ჩვენი ინიციალებისა გავხსნათ ასეთნაირად:
1. ლიგატურის შემთხვევაში: ბ. პ, ქ.= ბ(ერცუმ! პიტიახში) ქართლისაი);
2. ულიგატუროდ: გ. ქ.=ბწერცუმ) ქართლისა პიტიახში|.
მაგრამ ამგვარი გახსნა ინიციალებისა მაინც სათუოდ უნდა ჩაითვალოს, და აი რატომ, საქმე ის არის, რომ იმ ეპოქაში, რომელიც აქ ჩვენი განხილვის საგანს შეადგენს, ყველა ჯერჯერობით აღმოჩენილ ძეგლებზე, გამოუკლებლივ, ტიტული არმაზელი პიტიახშებისა აღნიშნულია მხოლოდ როგორც „პიტიახში“, დაურთველად სიტყვისა „ქართლი“. მართალია, ყველა ეს პირნი იყვნენ პიტი– ახშნი ქართლის ქვეყნისა და მათი რეზიდენცია იყო ქალაქი „ქართლი“, მაგრამ გავრცელებული სახეობა ტიტულისა დასახელებულ ეპოქაში ჩანს ყოფილა მარტივად „პიტიახში“, და ჯერჯერობით არ გვაქვს არც ერთი მაგა– ლითი ამ ეპოქიდან, რომ ამ ოფიციალურ ტიტულს „პიტიახშის, ერთვოდეს თვით სიტყვა „ქართლი“. ამრიგად, ეს გარემოება ეჭვს ქვეშ აყენებს ზემოთწარმოდგენილს ინტერპრეტაციას.
ამას გარდა მხედველობაში მისაღებია აგრეთვე თვით ხასიათი ასოების განლაგებისა ლიგატურაში. საქმე ის არის, რომ მეორე ასო „ჯაჯ“ შეერთებულია არა მესამე ასოსთან „ქ“, არამედ პირველ ასოსთან „გ“. ხოლო თუკი შესამე ასო „ქ“ აღნიშნავდეს ცნებას „ქართლისაი4, მაშინ მეორე ასო „პ% საფიქრებელია შეერთებული იქნებოდა სწორედ მესამე ასოსთან, რომელთანაც იგი ერთ ცნებას გამოხატავს: პჯ-+ ქ წ=პიტიახში ქართლისაი). ხოლო ლიგატურაში ეხლა სულ სხვა წყობაა: ბ+ჯ ...........ქ (=ბერცუმ+პიტიასში ქ..).
ამრიგად, საფიქრებელი ხდება, რომ ინიციალი „ქ“ არ უნდა ნიშნავდეს. სიტყვას „ქართლი«".
მაშ რას აღნიშნავს იგი?
გამორიცხვის საშუალებით ჩვენ გვრჩება ერთად-ერთი შესაძლო ვარიანტი, რომ უკანასკნელი ასო „ქ" აღნიშნავს მამის სახელს.
მაშასადამე ინიციალები ამრიგად უნდა გაიხსნას:
1. ლიგატურის შემთხვევაში; გ. პა. ქ.=ბწერცუმ!) პ(იტიახში) ქ(...ს ............
2. ულიგატუროდ: ბ. ქ.=ბნწერცუმ|! ქL...ს=ძ0I. ...............
ამის შემდეგ გამოსარკვევი” რჩება, თუ ვისი ძე უნდა ყოფილიყო ბერცუმ პიტიახში.
ამ საკითხის გამო ჩვენ ამგზის დავკმაყოფილდებით რამდენიმე მოკლე. შენიშვნით (უფრო დაწვრილებით--სპეციალურ ნარკვევში).
ბერ ცუმ პიტიახში, როგორც ეს ირკვევა ბერძნული წარწერიდან, იყო ხელისუფალი იბერიის მეფისა, რომლის საპატიო სახელწოდება ყოფილა ფლავიოსდადე.
ეს საპატიო სახელწოდება იბერიის მეფეს ცხადია მიუღია ფლავიოსის სახლის რომის იმპერატორთა პატივსაცემად. ამის მიხედვით ეს მეფე იბერიისა ცხოვრობდა 70-–96 წ.წ.
ქართული ნაციონალური მატიანეების ტრადიციის თანახმად, ქართული სახელი იბერიის იმ მეფისა, რომელიც თანამედროვე იყო ფლავიოსთა სახლისა (ე. ი. მეფისა, რომელსაც მიუღია საპატიო სახელწოდებად „ფლავიოს-დადე%“)–– არის ქარძამი. ხოლო ქარძამის თანამმართველად მოიხსენება ბარცომი,
ქართულ ნაციონალურ მატიანეებში I საუკუნის უკანასკნელი მესამედიდან ვიდრე II საუკუნის მეორე ნახევრამდე, როგორც ცნობილია, ჩამოთვლილია „მმიერი" მეფენი და „ამიერი" თანა-მეფენი. მატიანეების კრიტიკული შესწავლიდან ირკვევა, რომ „იმიერ“ მეფეთა სახელით მატიანეებში იგულისხმება სრულიად იბერიის მეფენი, ხოლო „ამიერ% თანა-მეფეთა სახელით-–არმაზელი პიტიახშები, რომლებიც იყენენ მეფის მოადგილენი, ვიცე-მეფე. (არმაზელი პიტიახში – ეს არის იგივე სტრაბონის მიერ მოხსენებული „შემდგომი“ მეფისა, მეორე პირი მეფის შემდეგ).
ამრიგად, ქართულ. მატიანეებში დასახელებული ქარძამი, რომელიც „იმიერ მეფედ“ არის მოხსენებული, არის სრულიად იბერიის მეფე, ხოლო მისი „ამიერი" თანამმართველი ბარცომი (იგივე ბარაცმანი)––არის არმაზელი პიტიახში,
ეს ბარცომი, ქართული მატიანეებისა– როგორც ირკვევა––იდენტურია ჩვენ წარწერაში მოხსენებულ ბერცუმ პიტიახშთან; აქ ჩვენ გვაქვს სამმაგი შეხვედრა: 1. შეხვედრა სახელისა; 2. შეხვედრა თანამდებობისა; 3. შეხვედრა თარიღისა (I საუკუნის ბოლო მესამედი ქართული მატიანეებისა=:70-–96 წლე– ბი ჩვენი წარწერისა).
დასასრულ, გასათვალისწინებულია შემდეგი გარემოება: საისტორიო წყაროების ჩვენებიდან დასტურდება, რომ პიტიახშები იყვნენ „სეფე-წულნი“, ისინი სამეფო გვარეულობას ეკუთვნოდნენ. ხოლო კერძოდ არმაზელი პიტიახში, რომელიც იყო უზენაესი ხელისუფალი მეფის შემდეგ, ცხადია ინიშნებოდა თვით მეფის უახლოეს მკვიდრთაგან, ისინი ჩანს იყვნენ პირველ რიგში თვით უფლისწულები, მეფის ძენი.
ამის გამო საფუძველი გვეძლევა ვიფიქროთ, რომ პიტიახში ბერცეუმი, რომელიც დადგენილი ყოფილა პიტიახშად მეფე ქა რძამის დროს, ჩანს, იყო მეფე ქარძამის ახლო მკვიდრი, საფიქრებელია თვით უფლისწული, მეფის ძე.
და რომ ეს ასე ყოფილა, ამას ადასტურებს ჩვენი ლანგარის ინიციალები, რომელიც უნდა. გაიშიფროს ამრიგად:
ბწერცუმ) პ(იტიახში) ქ(არძამის-ძი)!...................
II
იბერიის მეფის მიჰრდატ ფარსმანის-ძის დროინდელ სტელაზე წარმოდგენილი ვენზელი, შესრულებული ქართული დამწერლობით
არმაზის იმავე საპიტიახშო ნეკროპოლში 1940 წელს 25 ნოემბერს აღმოჩენილ იქნა სტელა ერთ-ერთი პიტიახშის საფლავისა.
სტელაზე მოიპოვება წარწერა, შესრულებული არამეულის დამწერლობით.
ამას გარდა სტელაზე მოიპოვება რამდენიმე ცალკეული სპეციფიკური ნიშანი რომელიც, როგორც ქვემოთ გამოირკვევა, ქართულ დამწერლობას წარმოადგენს.
ვიდრე ამ ნიშნების ამოშიფრვას შევუდგებოდეთ, საჭიროა ჯერ გავითვა– ლისწინოთ., თუ რა სახე ჰქონდა თავდაპირველად სტელას, და თუ როგორ არის განლაგებული ეს სპეციფიკური ნიშნები სტელაზე,
სტელა ამჟამად დაზიანებულია (ჩამომტვრეული აქვს ზემო ნაწილი და მარჯვენა მხარე)“. სტელის შენახული ნაწილის კონფიგურაციის მიხედვით, სტელას თავდაპირველად შემდეგი სახე ჰქონია: ზევით მორგვალებული ყოფილა, ხოლო გვერდებში, მარჯენით და მარცხნით, ორი ყურე ჰქონია დატანებული:
..............
ურათზე შტრისებით არის დაფარული სტელის ჩამოტეხილი ნაწილები. სტელის ზომა (შენახული ნაწილისა): სიმაღლე 161 სანტიმეტრი; განი 69 სანტიმეტრი.
დასახელებული სპეციფიკური ნიშნები, რომელიც ჩვენ ქართულ დამწე“- ლობად მიგვაჩნია, მოთავსებულია სტელის ზემო ნაწილში (ვიდრე დაიწყებოდეს არამეული დამწერლობის გაბმული ტექსტი) და განლაგებულია ამრიგად:
(ფოტო სტელის ზემო ნაწილისა). ..............
..................
(ნახაზი სტელის ხემო ნაწილისა. – შტრიხებით დაფარულია ჩამოტებილი ხევითა მხარე და მარცტზენა მხარე).
................
ძეგლის არსებული სახის გაცნობის შემდეგ, ვიძლევით რესტავრაციას ძეგლისას იმ სახით, როგორიც მას, ჩვენი აზრით, თავდაპირველად ჰქონდა:
..............
რას წარმოადგენს ეს სპეციფიკური ნიშნები, რომელიც მოთავსებულია, ასე ვთქვათ, საპატიო ადგილას, სტელის თავში.
ცხადია, ეს არ შეიძლება იყოს და არც არის შ (ფოტო სტელის ზემო ნაწილისა). == (ნახაზი სტელის ხემო ნაწილისა. – შტრიხებით დაფარულია ჩამოტებილი ხევითა მხარე და მარცტზენა მხარე). ძეგლის არსებული სახის გაცნობის შემდეგ, ვიძლევით რესტავრაციას ძეგლისას იმ სახით, როგორიც მას, ჩვენი აზრით, თავდაპირველად ჰქონდა: რას წარმოადგენს ეს სპეციფიკური ნიშნები, რომელიც მოთავსებულია, ასე ვთქვათ, საპატიო ადგილას, სტელის თავში.
...... არც არის შემთხვევითი რაიზ?ე ნიშნები, ანდა ორნამენტი. (ნუ დაგვავიწყდება ამასთან, რომ ეს ნიშნები წარმოდგენილია არა შემთხვევითს საფლავის ქვაზე, არამედ სახელმწიფოს უმაღლესი
ერთადერთი შესაძლო ახსნა არის ის, რომ აქ გვაქვს სახელობითი ვენზელი, გამოსახული ასო-ნიშნებით.
შევუდგეთ ამის შემდეგ ამ ვენხელის მნიშვნელობის ამოშიფრვას.
ცენტრალური რთული ნიშანი, როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, წარ“- მოადგენს ეგრეთწოდებულ ლიგატურას, რამდენიმე ნიშნის შეერთებას.
ეს ლიგატურა შესდგება სამი ნაწილისაგან, სამი ნიშნისაგან:
.........
ლიგატურის მთლიანი L. ლიგატურის შემადგე– სახე: ნელი ცალკე ნიშნები:
..............
თუ რას წარმოადგენს პირველი ნიშანი ................
(რომელიც დაზიანებულად არის დაცული), ამ საკითხს ჩვენ აქ ამგზის ღიად ვტოვებთ და ვეხებით ცალკე სპეციალურ ნარკვევში. (ეს ნიშანი, როგორც ირკვევა, არის სიმბოლო მფლო– ბელობისა).
რაც შეეხება მეორე და მესამე ნიშანს, აქ ჩვენ გარკვევით გვაქვს ასოები, რომლებიც, ცხადია, აღნიშნავენ სახელს.
რომ ამ ორი უკანასკნელი ნიშნის სახით ჩვენ გვაქვს სწორედ ორი ნიშანი, არც მეტი, არც ნაკლები, და რომ ეს ორი ნიშანი წარმოადგენს ასოებს, ეს სრულიად უდავოდ დასტურდება შემდეგის მიხედვით: ეს ორი ნიშანი წარმოდგენილია არა მხოლოდ ლიგატურაში, არამედ ამავე დროს ცალ-ცალკეც ყოფილა გამოსახული ძეგლის ყურეებზე.
სახელდობრ პირველი ნიშანი მოი- გურაციის და წარწერის კომპოზიციის პოვება ძეგლის მარჯვენა ყურეზე:
...................
ხოლო მეორე ნიშანი, სტელის კონფისახელდობრ პირველი ნიშანი მოი- გურაციის და წარწერის კომპოზიციის პოვება ძეგლის მარჯვენა ყურეზე: ა მიხედვით, ცხადია, მოთავსებული უნდა L ყოფილიყო მარცხენა ყურეზე:
....................................
მაშასადამე ლიგატურის სახით წარმოდგენილი ასო-ნიშნები თვით ძეგლ– ზედვე ყოფილა გაშიფრული, როგორც ორი ასო:
.................
რომ ეს ასოები ასეთი თანრიგით მისდევენ:
.................
ეს დასტურდება იმის მიხედვით, რომ ლიგატურაში ჯერ წარმოდგენილია პირველი ასო, ხოლო შემდეგ მეორე.
შემდეგი საკითხი: ასოების შრიფტის სადაურობა.
ე.) რომელ შრითტს ეკუთვნის ამ ვენზელის ასოები, ეს არ იწვევს არავითაო ეჭვს.
თუ გავითვალისწინებთ ეპოქას, რომელსაც ეკუთვნის სტელა (L--IL საუკუნეები ჩვენი წელთაღრიცხვისა), აქ, როგორც ზემოთაც გვქონდა აღნიშნული, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს შემდეგი შრიფტები, რომელთა ხმარება დამოწმებულია ანტიკური ხანის იბერიაში: ბერძნული, არამეული, არამეულის განშტოება––ფალაური, ანდა ქართული.
ხოლო ჩვენი ძეგლის ვენზელის ასოები არ არის არც ბერძნული, არც არამეული ან ფალაური; არც ერთის ხაზით იგი არ მიაგავს არც ერთ ამათგანს, აქ ჩვენ სრულებით განსხვავებული დამწერლობა გვაქვს.
მაშასადამე. აქ ჩვენ უნდა გვქონდეს ქართული დამწერლობა, და ეს ასეც არის საკმაოა დავხედოთ ამ ასოებს, რათა ჩვენ ამოვიც6ნოთ ქართული შრიფტი.
აქ ჩვენ გვაქვს უმეტნაკლებოდ ტიპიური ქართული ასოები (ასომთავრული), როგორადაც) იგი ცნობილია უძველესი ძეგლებით:
...................
საკითხავია ამის შემდეგ, რა სახელი იმალება ამ დაქარაგმებული ასოებით „ჭ-ს“.
ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებში საკუთარი სახელების ორასოიანი დაქარაგმების დროს ყოველთვის აღინიშნება ხოლმე სახელის პირველი ასო და უკანასკნელი ასო, მაგალითად:
დთ =დავით (ბოლნისის წარწერა 478--503 წლებისა); ბ6 = გურგენ (სასა– ნიანთ ხანის ქართული ფული VI ს.).
ეს უკანასკნელი მაგალითი სასანიანთ ხანის ფულისა მით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხისათვის, რომ აქ შემოკლება გნ C=გურგენ) წარმოდგენილია სწორედ ლიგატურის სახითვე, როგორც ჩვენს ძეგლში,––ლიგატურაში მოცემულია პირველი და უკანასკნელი ასო.
ამრიგად, ჩვენი ძეგლის ლიგატურაში აღნიშნულია სახელი, რომლის პირ– ველი ასოა „84%, ხოლო უკანასკნელი ასო „ს“.
თუ სახელდობრ რომელ სახელს აღნიშნავს ეს დაქარაგმებულად წარჰოდ–- გენილი „8-– ს", ამისი ახსნა ცხადია უნდა მოგვცეს მეორე წარწერამ (არამეული დამწერლობით შესრულებულმა), რომელიც მოთავსებულია ამავე ძეგლზე.
როდესაც ჩვენ ამოვხსენით ამ ლიგატურის ქართულობა, არამეული დამწერლობით შესრულებული ტექსტის ამოშიფრვა ჯერ კიდევ არ იყო დაწყე– ბული. საჟმე ის არის, რომ არამეული დამწერლობის ტექსტი იმდენად დაფა– რული იყო მტვერითა და ღორღით, რომელიც ჩაჭდეული იყო წარწერის ტექსტში, რომ ტექსტის მთლიანი გარჩევა არ ხერხდებოდა. ამავე დროს წარწერის გარეცხა-გასუფთავებაც სახიფათო იყო, რომ წარწერა არ დაზიანებულიყო.
ასეთ ვითარებაში, ვიდრე წარწერა გასუფთავდებოდა, ჩვენ შევძელით ამოგვეშიფრა არამეული დამწერლობით შესრულებული წარწერის მხოლოდ ნაწილი, კერძოდ პირველ სტრიქონში- დასაწყისი ტექსტისა, რომელიც ასე ითარგმნება:
„მეფე მიჰრდატ, მეფე დიდი, ძე ფარსმან მეფისა დიდისა...“
მეორე სტრიქონში:
უმე „7IV"-ისა...% ..................
რაკი ამრიგად არამეული დამწერლობის ტექსტი მთლიანად ამოკითხული არ იყო, ჩვენი დასკვნების გამოქვეყნება ამ ძეგლის ქართული ასო-ნიშნების შესახებ ნაადრევად მივიჩნიეთ; ჩვენ დავკმაყოფილდით წინასწარი მოხსენებით ამ საგანზე, სადაც წარმოვადგინეთ ის ძირითადი დებულებანი, რაც ზევით გექონდა აღნიშნული, ე. ი.:
1. ძეგლზე წარმოდგენილი სპეციფიკური ნიშნები ეს არის სახელობითი ვენზელი,
2. პირველი რთული ნიშანი წარმოადგენ ლიგატურას, შემდგარს ქართულ ასოებისაგან „3-–-ს".
3. ძეგლის ყურეებზე მოცემულია იგივე ქართული ასო-ნიშნები განცალ– კევეპით.
4. ეს ასოები აღნიშნავს სახელს, რომლის პირველი ასოა "ჭ"-ს, ხოლო უკანასკნელი ასო "ს".
ამასთან გამოვსთქვამდით მოსაზრებას, ხომ არ იმალება ამ დაქარაგზმების სახით „8-–ს“ სახელი „ჭევახოს“, ადრინდელი სახეობა სახელისა „ჯევახოს“ IL6§ი. „ჯაქახოს“ (|I|ჯავაზ). ასეთ ეჭეს ბადებდა ის გარემოება, რომ თვით ტექსტში ჭვხვდება ეს სახელი 7IVი0; ამავე დროს არმაზის სხვა წარწერებშიაც სწორედ ამავე ეპოქაში მოიხსენება იგივე სახელი 2IVი |76სრთო(Cსაფიქრებელი ხდებოდა, ზომ არ არის ეს სახელი საგვარეულო სახელი პიტიახშთა რომელიმე შტოსი, ან სახელი დინასტიის დამწყებისა, რომლის ვენხელიც მეორდებოდა მის მემკვიდრეთა ძეგლებზე. ამ ეჭეს აძლიერებდა ის გარეშოება, რომ სასანიანთ დროის ქართულ ფულზედაც გეხვდება ანალოგიური სახელი X”C,ს =ჯევახოს, IC§0............... ჯავახოს, რაც მისაჩნევია გეიანდელ ფორმად სახელისა „ჭევახოს".
მას შემდეგ, რაც წინასწარი მოხსენება წავიკითხეთ, მცხეთა-არმაზის ექსპედიციის ხელმძღვანელობის განკარგულებით მოხდა წარწერის ტექსტის გა–- სუფთავება, რაც ჩატარებულ იქნა სათანადო წინასწარი ზომების დაცვით და რამაც დიდი ეფექტი მოგეცა, წარწერა ბევრად უფრო ნათლად გამომჟღავნდა.
ამჟამად, წარწერის შესწავლის შემდეგ, უკვე საბოლოოდ დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ არამეული დამწერლობით შესრულებულ ტექსტში, რომელიც იწყება სიტყვებით: «MIIL თხIძL IXIIV »ხ ხს 21 ილიი 0)II Lხ......... (= „მეფე მიჰრდატ, მეფე დიდი, ძე ფარსმან მეფისა დიდისა“),-– მოხსენებულია მიპრდატ მეფის პიტიახში ი«პჭIყვა, «2IV»-............ის ძე.
ძეგლი, როგორც ირკვევა, არის სტელა ამ არმაზელი პიტიახშისა, რომლის სახელი მაშასადამე ყოფილა #25, და რომელიც ყოფილა შვილი 2IVი-ისა (იგივე 76სთX»§, 1650................ 7:60CX0C)-
არამეული ტექსტის. მონაცემების დაზუსტების შემდეგ, დავუბრუნდეთ ხა–- კითხს, თუ რა სახელს აღნიშნავს ჩვენი ძეგლის ვენზელი „ჭ–ს“.
თავდაპირველად იმის შესახებ, თუ როგორ გამოითქმოდა სახელი ამ ჰიტიახშისა რომელიც არამეულის დამწერლობით აღნიშნულია როგორც ჯე§. ძველ-ქართული ონომასტიკონის მონაცემების მიხედვით ეს არის სახელი, რომე– ლიც საშუალ-საუკუნეთა ქართულ ძეგლებში დამოწმებულია ამ სახით: „ჩარგას“. (ეს სახელი ამ ფორმით დამოწმებულია კერძოდ სვანეთის დოკუმენტებში 13--15 საუკ.)1.
თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ჩვენი ძეგლის ვენხელი „3-–-ს“ აღნიშნავს ამ პიტიახშის პირად სახელს, მაშინ საფიქრებელი ხდება, რომ ამ სახელის ადრინ– დელი ფორმა ყოფილა ჭჰარგას, რომლისაგან შემდეგ წარმოიშვა ფორმა ჩარგას.
რს ერთი შესაძლებლობა,
მაგრამ ამავე დროს დასაშვებია მეორე შესაძლებლობაც: ჩვენი ვენზელი შესაძლოა აღნიშნავს არა თვით ჩარგას-ჭარგასის პირადს სახელს, არა– მედ სახელს პიტიაშხთა ახალი შტოის მამათმთავრისა: ჭევახოს,
ადრინდელი ფორმა სახელისა ჯავახ--ჯავახოს--–ჯევაბოს ჩანს არის „ჭევახოს“. ეს სახელი–– დაბოლოვებით „ოს“ დამოწმებულია სასანური ხანის ფულით. ხოლო ბგერა უჯ“ რომ თავდაპირველად გამოითქმოდა როგორც „ჭ“, ამას გვიჩვენებს ისტორია სატომო სახელწოდებისა: ტაოხი-- ჯავახი, რომლის მოსაშუალე ფორმაა ..........Xგავახი,
აღსანიშნავია, რომ ჭევახოს, მამა ჩარგასისა, ჩვენ ძეგლზე არ მოიხსენება „პიტიახში“-ს ტიტულით. როგორც ირკვევა, თვით ჭევახოს არ ჟოფილა პიტიახში; მაგრამ მას შემდეგ ეს ხელისუფლება ქჭევახოსის სახლზე გადასულა და ქევახოსის შვილი ჩარგას „პიტიახში“-ს ტიტულს ატარებს.
ამრიგად, ჭევახოს არის მამათმთავარი პიტიაშხთა ამ ახალი შტოსი, მამა პირველი პიტიახშისა ამ სახლიდან, ამის გამო სახელი ქჭევახოსისა შესაძლოა ქცეულიყო საგვარეულო ტიპის სახელად, და მისი ვენხელი, როგორც პიტიახშთა' აალი შტოის მამათმთავრისა, გამოსახული ყოფილიყო მის მემკვიდრეთა ძეგლებზე.
ეს მით უფრო ბუნებრივია და მოსალოდნელი, რადგან ჭევახოს, როგორც ირკვევა, არ იყო უბრალო პერსონა, არამედ სამეფო გვარეულობის წეერი, რადგან პიტიახშნი, როგორც წესი, სამეფო გვარეულობიდან ინიშნებოდნენ.
ხოლო სახელი ჭევახოს I ჯევახოს რომ მართლაც საგვარეულო ტიპის სახელად ქცეულა, ამას ბევრი რამ ეთანხმება და ადასტურებს. ჭევახოს და მისი მემ– კვიდრე ჩარგას (ჭარგას) პიტიახმი, როგორც ირკვევა, I და II საუკუნეთა მოღვაწეებია. მათ შემდეგ ეს სახლი, ჩანს, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ძველი იბერიის ისტორიაში. თვით უფრო გვიან ხანაში, VI საუკუნეში ჩვენი წელთაღრიცხვისა, როდესაც იბერიაში მოისპო მეფობა, ხოლო შემდეგ ერისმთავრობის ინსტიტუტი შეიქმნა, ჯევახიანთა სახლი, ჩანს, აცხადებდა პირველო– ბას ქართლის მთავართა შორის. ერთი. მთავარი ამ სახლიდან კიდეც აღწევს ერის-მთავრობის ხარისხს და უშვებს საკუთარ ფულსაც, რომელზედაც წარწერილია იგივე ძველი საგვარეულო სახელი: X“C.ს .........(= ჯევახოს ჯლვე. ჯავახოს).
აქ, როგორცა ჩანს, გვაქვს ერთი და იმავე ისტორიული ტრადიციის გა- ნუწყვეტელი რგოლი.
მაგრამ ამ საგვარეულო სახლის გვიანდელი ისტორიის საკითხებს აქ ამგზის აღარ ვეხებით დაწვრილებით. (ამ საგანზე დაწვრილებითი საუბარი გვაქვს სპეციალურ · ნარკვევში). აღვნიშნავთ მოლოდ, რომ არსებობს მთელი რიგი ჩვენებათა, რაც საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ იმავე ჯავახიანთა ძველი იბერიული სახლის შტოს წარმოადგენს საშუალ-საუკუნეთა ისტორიაში კარგად ცნობილი მფლობელი გვარეულობა თორელებისა (რომლებიც ჰფლობდნენ ძვე– ლი არმაზის საპიტიახშოს ტერიტორიის ნაწილს). საგვა–ეულო სახელი თორელთა სახლისა, სტეფანოს ორბელიანის მოწმობით, იყო „ჯავახ–ური", აღსანიშნავია ამასთან, რომ ამ გვარში გავრცელებული იყო საკუთარი სახელის სახითაც იგივე სახელი „ჯავახ“, და აგრეთვე ამავე ტიპის, ეთნი,ური წარმოშობის, მეორე სახელი ,,კახაი“. (ასევე სახელიც „ჩარგას% იმავე წყების, ეთნიკური ტიპის სახელია, საკუთარი სახელის სახით გამოყენებული).
დასასრულ, ჩვენი ძეგლის დროის შესახებ. ძეგლი ეკუთვნის ჩვენი წელთ– აღრიცხვის I-II საუკუნეებს, ჩარგას (ჭარგას) პიტიახში ყოფილა ხელისუფალი იბერიის მეფის მიჰრდატ ფარსმანის-ძისა. წყაროებში მოხსენებულია ორი მეფე ამ სახელით: 1) მიჰრდატ ფარსმანის-ძე, დასახელებული მცხეთა-არ– მაზის ცნობილ წარწერაში 75 წლისა; 2) მიჰრდატი, ძე (L6C§ი. მემკვიდრე) ფარსმანისა, „ამიერი მეფე«––მოხსენებული „ქართლის მოქცევის“ მატიანეში II საუკუნეში. თუ რომელი მიჰრდატ იგულისხმება ჩვენს წარწერაში, ამ საკითხს ამგზის ღიად ეტოვებთ, მით უფრო, რომ ამას არა აქვს იმდენად უშუალო კავშირი ამ წერილში აღძრულ საკითხებთან, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ეს ძეგლი, ყეელა მონაცემების მიხედვით, არ სცილდება აქ აღნიშნულ სათარიღო მიჯნებს, ჩვენი წელთ-აღრიცხვის IL და II საუკუნეებს.
L, 5. აქ საჭიროა დამატებით აღვნიშნოთ შემდეგი. რომ სახელი ჭევახოს, ჩანს, საგვარეულო ტიპის სახელად ქცეულა ანტიკურ ხანაში, ამას ეთანხმება არმაზის არქეოლოგიური გათხრების ახალი მასალები. როდესაც ჩვენ წავიკითხეთ მოხსენება ამ წერილში აღძრული საკითხების გამო (მცხეთა-არმაზის არქ. ექსპედიციის ექსპერტთა კომისიის ყხდომაზე 16.XII.1940 წ-)––ცნობილი იყო მხოლოდ ორი ძეგლი პევახოსის სახელით. ხოლო ამჟამად საV–იი ჭევაჩოსისა აღმო– ბენილია უკვე ხუთ ძეგლზე: 1. ჩვენს სტელაზე; 2. სერაფიტის სტელაზე; «. გემმაზე, რომელიც აღმოჩენილია ასპავრუკ პიტიახშის სამარსში; 4, ბეჭედზე, რომელიც აღმოჩენილია საპიტიასშო ნეკროპოლის სამარხში # 2; 5. ბეჭედზე, რომელიც აღმოჩენილია საპიტიახშო ნეკროპოლის სამარხში M 6.
I. 097000L84 II4M9XMMIV IნXV39VMC%010 IIICსხM4 49I9990M9 300XV#
ილხ06 #3 303M02M0%0X X0MM0820## 3693C/8 8-ს #2 ჭევახოს = CCV2X05 #XM66X 60XLIIC 0C80929MV. 80-ილიმIX 3/6C0ხ MI MMC6C# იCესხიბელი#C C06CLIX 6VV8, 11 II292165M0% I I0616
------------------------------------------------------------------------
1 ყველა ნახაზები, მოთავსებული ამ წერილში, შესრულებულია ორიგინალების მიხედვით მხატერის რენე შმერლინგის მიერ.
1 ამას გარდა, ლიგატურიანი დაწერილობა წარმოდგენილია ანტიკური ზანის ძეგლხე მიჰრდატ მეფის დროისა, რომელიც I–-II საუკუნეებს ეკუთვნის (იხ. ქვემოთ).
1 „ქართლი“ ერქვა როგორც ქვეყანას, ისე ქალაქსაც (ქალაქ არმაზს),
1 სტელის დაზიანება შემდეგით არის გამოწვეული. სტელა, რომელიც თავდაპირველად ამართული ყოფილა პიტიახშის საფლავზე, უფრო გვიან ხანაში (–რროდესაც პიტიაზშთა სასაფლაო მოშლილა), გამოუყენებიათ სხვა დანიზშნულებისათვის,:––როგორც ერთ-ერთი კედელი ქვის კუბოსი,: იმისათვის, რომ სტელა შეთანაბრებული ყოფილიყო ზომის მიხედვით ქვის კუბოს სხვა კედლებთან, სტელისათვის ჩამოუტეხიათ ზემო-ნაწილი და მარ(ხენა გვერდის მხარე.
|