topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თირის მონასტერი

<უკან დაბრუნება

თირის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ცხინვალის ჩრდილოეთ-დასავლეთით 8 კმ-ზე, ისტორიულ შიდა ქართლში. კომპლექსის შენობათაგან ყველაზე ადრინდელია XIII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის ეკლესია. თავდაპირველად გეგმით სწორკუთხა დარბაზული ტიპის ნაგებობა ყოფილა, სწორკუთხედშივე მოქცეული საკურთხეველის აფსიდით, რომელსაც ნავისაგან ეკლესიის თანადროული კანკელი გამოყოფდა (კანკელმა ჩვენამდე პირველანდელი სახით ვერ მოაღწია, იგი ხელმეორედ უსისტემოდ არის აწყობილი ძველი ფრაგმენტებისაგან), საკურთხეველში შემორჩენილია XIV-XV საუკუნეების მოხატულობის ნაშთი. XV საუკუნის 20-იან წლებში ეკლესიას მიაშენეს კარიბჭე (ახლა დანგრეულია) და ეგეტერი. წარწერის მიხედვით, ჩრდილოეთ მინაშენი XV საუკუნის 80-იანი წლებისაა, ფასადები მდიდრულად არის გაფორმებული. აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი ფასადები დაგვირგვინებულია პროფილირებული, თავიდან ბოლომდე მოჩუქურთმებული ლავგარდნით. ასევე უხვად არის მოჩუქურთმებული კარ-სარკმელთა საპირეებიც. ეკლესიისავე თანადროულია სატრაპეზო, "საიკონომოსო" (ნედლეულის საწყობი), კლდეში ნაკვეთი სენაკები, კოშკი და გალავნის ნაწილი. სამრეკლო XIV საუკუნის ბოლო მეოთხედს მიეკუთვნება. 1682 წელს ეკლესიას ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საძვალე მიაშენეს.

ანდღულაძე ნ., თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976

ანდღულაძე ნ., ქსე, ტ. 4, გვ. 683, თბ., 1979

გამოყენებული წყარო: http://ka.wiikipedia.org/wiki/თირის_მონასტერი

თირის მონასტერი, უვაროვა, 1896 წ.

 

 

 

 

 

***********************************************************************************

ნუგზარ ანდღულაძე - თირის მონასტერი (რეკონსტრუქციის პროექტი)//ძეგლის მეგობარი - 1970, კრ.22, გვ.21 -29

თირის მონასტერი ისტორიულ შიდა ქართლში მდებარეობს, ქ.ცხინვალის მახლობლად (ამჟამად სოფელს მონასტერი ეწოდება). იგი წარმოადგენს სამონასტრო კომპლექსს, რომელშიაც სხვადასხვა დროის საკულტო და საცხოვრებელ-სამეურნეო ხასიათის რამდენიმე ნაგებობაა გაერთიანებული. ჩვენ მიერ ჩატარებული ხუროთმოძღვრული ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ სამონასტრო კომპლექსი ერთდროულად არ შექმნილა. მოღწეულ შენობათაგან ყველაზე ადრეულია "ღვთისმშთბლის" ეკლესია, სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი სენაკები, "საიკონომოსოი" (ნედლეულის საწყობი), კოშკი და გალავნის ერთი მონაკვეთი....... << ტექსტი სრულად აქ <<