topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ლიხაური - თ. ყაუხჩიშვილი

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

თ. ყაუხჩიშვილი - "საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი" - თბ., 2004, გვ.135-136.

XXV ლიხაური

98. ბაზილიკური ტიპის ღვთისმშობლის XV ს-ის ეკლესიის საკურთხევლის კონქში გამოსახულია მარიამი ყრმითა და მთავარანგელოზებით წარწერები ბერძნულია, ნუსხურშერეული მთავრული.

a. ღვთისმშობლის თავზე, ორსავე მხარეს წერია:

 

e. ამ გამოსახულებების ქვემოთ, ე.ი. ზემოდან I რეგისტრში ვრცელი ფრესკის მარჯვნივ I ფიგურას (მაყურებლისთვის) თავის. მარჯვნივ აქვს ბერძნული ნუსხური 4 სტრიქონიანი წარწერა, რომლის ფრაგმენტებიც მოჩანს:

 

დათარიღება: ასოთა მოხაზულობის და წარწერათა საერთო იერის მიხედვით ისინი გვიან ბიზანტიური ხანის (XVI ს. ?) უნდა იყვნენ.

 


თ. ყაუხჩიშვილი - ბერძნული წარწერები საქართველოში - თბ., 1951, გვ.106-107

ლიხაური

ლიტერატურაში ლიხაურის შესახებ მოიპოვება ცნობები, რომ იქ იყო ბერძნულ - წარწერიანი ხატები4. ესენი ახლა ლიხაურში აღარ ინახებიან.

ლიხაურის ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა და თითქოს XIV საუკუნეში აგებული. ადამიანის სიმაღლეზე ფრესკები სულ ჩაბორეცხილია, უფრო ზემოთ კი მოჩანს ფრესკების ნაშთები, მაგ., ჩრდილო კედელზე ამაღლების კომპოზიციაა და სხვა. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი. მისი შარავანდის მარცხნივ და მარჯვნივ მოჩანს ერთსტრიქონიანი გადახუნებულ წარწერა. ვფიქრობ ეს წარწერა ბერძნული იქნებოდა, მაგრამ მისი აღდგენა ვერ შევძელი.

--------------------------

4. Коплаков - Бакрадзе, стр. 137 (მოხსენიბდლია ორი ბიზანტიური ხელობის ხატი: ერთი ღვთისმშობლისა, წარწერით M`P Q`Y და მეორე – მაცხოვრისა, XI საუკუნის. ნამუშევარი, იესოს სახელის აღნიმვნით I`C X`C).