topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

კოლხეთის დაბლობი
There are no translations available.

 

სტუმართმოყვარე ჭაობები.....

კოლხეთის დაბლობის ხსენებისას, პირველ რიგში ხშირი წვიმები, ჭაობები და პალიასტომის თავზე მოყაპყაპე ფრინველთა გუნდები გვახსენდება. მისი უნიკალურობაც სწორდ ესაა: ეს ჭარბტენიანი ეკოსისტემა მსოფლიო ყურადღების ცენტრში სწორედ ჭაობის მცენარეებისა და წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების გამო მოექცა.

კოლხეთის პარკი რელიქტური მცენარეების სამშობლოა, იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტის ნაშთია, 10 მილიონი წილის წინ, კაინოზოურ ხანაში მთელ ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად რომ იყო გადაჭიმული. ამ ადგილს გამყინვარება არ შეხებია. მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ისპანის, იმნათის, ნაბადასა და ანაკლია-ჭურიის სფაგნუმის ხავსები, თავისზე 25-ჯერ მეტი წყლის შეწოვა რომ შეუძლიათ, ათასწლეულების განმავლობაში აწესრიგებდნენ კოლხეთის ნიადაგს, ვიდრე 20-ე საუკუნეში ადამიანები მის განადგურებას დაიწყებდნენ. ეს ჭაობები ევრაზია-აფრიკაში მიგრირებადი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი ადგილია შემოდგომასა და გაზაფხულზე.  კოლხეთის დაბლობში 194 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი ნახვა ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება, აქ არა მხოლოდ მობუდარ, შორეულ მოგზაურობაში დაძრულ ფრინველთა უზარმაზარ გუნდებსაც შეხვდებით.. ჰაერში მოლივლივე კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, თეთრკუდა, ველისა და ბექობის არწივები ზღვის ნაპირს მიუყვებიან. მდინარეების ზღვასთან შესართავებში კი შეიძლება გადამფრენი შაკის თევზზე ნადირობაც ნახოთ. თუკი პალიანსტომზე, მდინარე ფიჩორზე ან ჭურიაზე ნავით მოგზაურობთ, ის ტყის მასივიც კი, რაც დღემდე შემორჩა, სუროებითა და ლანებით, გაუვალ კედლად აღმართული ბზის ბუჩქნარით, იელით და შქერით სამხრეთამერიკული  ჯუნგლების ასოციაციას გიქმნით. გზად დანახული ველური ბინადრები კი ამ ასოციაციას უფრო ამძაფრებენ: მზეს ეფიცხებიან წყლიდან ამოშვერილ ხის მორებზე მოკალათებული ჭაობის კუები და წყლის ანკარა გველები, წყლის პატარა ქათამურები წყალზე ფრთების დგაფუნით იმალებიან ლელიანში, ხიდან ხეზე გადაფრინდებიან დამფრთხალი მტაცებლები და ყანჩები, თქვენს კატერს კი წინ თითქოს თამაშ-თამაშით ლურჯი ალკუნი მიუძღვის.

ბელა ჩეკურიშვილი