topmenu

 

მეღვრეკისი - ძეგლთა აღწერილობა

< უკან დაბრუნება .

მეღვრეკისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ. 5.- 1990 .- გვ. 79.

მეღვრეკისი  (ტირძნისის სოფსაბჭო):

იოანე ნათლისმცემლის  ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9,8 X 6,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კარის ჩარჩო, კუთხეები და ზედა სარტყელი მოპირკეთებულია რუხი ქვით. სამხრეთით კარი და ორი სარკმელია, აღმოსავლეთითა და დასავლეთით - თითო სარკმელი. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავი ორფერდაა. გადახურულია ღარიანი კრამიტით. ეკლესიას სამხრეთითა და დასავლეთით მინაშენები აქვს.

 

კოშკი, არქიტექტურული ძეგას სოფლის დასავლეთ ნაწილში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. კოშკი ცილინდრულია (დიამ. 7 მ, კედლის სისქე 1,3 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია მეორე სართულის გადახურვა. შესასვლელი ჩრდილოეთითაა, მეორე სართულზე. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია კედელში დატანებული კიბით. პირველი სართული გადახურულია აგურის გუმბათით. მეორე სართულის კედელში სათოფურებია.

გვასალია ჯ.