topmenu

 

წუღრუღაშენი

<უკან დაბრუნება


წუღრუღაშენი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. - ტ.XI.-თბილისი, 1987. - გვ.351.

წუღრუღაშენი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის რაიონში, ბოლნისის სიონიდან ორიოდე კმ-ზე, მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენიებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რ.შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა, ე.ი. ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს 1212-1222 წლებში. წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ძლიერ აზიდული პროპორციებისა აქვს. ნაგებობა გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული. საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოტავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანომ ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ეგვტერი. განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ეკლესიაში ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით. განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყვანილი მუქი ყვითელი ფერის ქვის გუმბათის ყელის საპირეები და ბაცი მოყვითალო ქვის კარნიზი.

პ. ზაქარაია

 

 

 

 

 

***********************************************************************************

პარმენ ზაქარაია, "ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა, XI -XVIII სს., //გამ. "ხელოვნება", თბილისი, 1978 წ. - გვ.151 - 190.

წუღრუღაშენის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით იგი ბოლნისის რაიონში შედის და ცენტრიდან სამხრეთით თითქმის 10 კილომეტრითაა დაშორებული. თვით ტაძარი დგას მდ.ფოლადაურის გაშლილი ხეობის მარჯვენა მხარეს, იმ მთის კალთაზე, რომელსაც ვახუშტის მიხედვით, ექოდება "მცირე მთა ბოლნისისა"....<<ტექსტი სრულად  აქ...<<

***********************************************************************************

წუღრუღაშენი //საქართველოს სულიერი საგანძური. - წ.I.- თბ., 2005.- გვ.291-292.

XIII საუკუნეში აგებული წუღრუღაშენის გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს ბოლნისის სიონიდან ორიოდე კმ-ზე, მდინარე ბოლნისის წყლის მარჯვენა ნაპირზე, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენიებული არიან მეფე გიორგი და ეკლესიის მშენებელი, ჰასან არსების ძე. რ.შმერლინგის აზრით, გიორგი მეფე ლაშა გიორგია...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

წუღრუღაშენი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974,  გვ. 156

ბოლნისის რაიონშია, თვით ბოლნისის სიონიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით, მდ.ფოლადაურის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. აგრეთვე ბეთანია - ქვათახევ - ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა...<<ტექსტი სრულად აქ...<<