topmenu

 

ზედაზენი - საქართველოს სულიერი საგანძური

< უკან დაბრუნება << დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

"ზედა-ზენს კიბედ , ზენად ზეცისად იდგამს" (ნიკოლოზ ტფილელი): // საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I, გამ. "ხელოვნება", თბილისი, 2005 , გვ. 84 - 87.

წმიდა ასურელი მამა იოანე ზედაზნელი სულიწმიდის წინამძღვრობითა და ყოვლაღწმიდა ღვთისმშობლის კურთხევით შემობრძანდა საქართველოში. მას დედაღვთისამ უბრძანა, მოწაფეთაგან თორმეტ რჩეულ ბერთან ერთად წასულიყო "ქუეყანად ქართლად. "შუამდინარეთს აღმობრწყინებულ ვარსკვლავს" ქრისტეს რჯული უნდა განემტკიცებინა ქართველთა შორის. ცამეტივე მამამ წმიდა სვიმეონ საკვირველმოქმედი მოინახულა, რომელმაც ისინი საქართველოში გამგზავრების წინ აკურთხა. ამის შესახებ ნათელმოსილი ანგელოზისაგან ეუწყათ საქართველოს მეფე ფარსმანს და ევლავიოზ კათოლიკოსს. ისინი სიხარულით მიეგებნენ მცხეთას მოახლოებულ წმიდა ასურელ მამებს. საკვირველი სასწაულის მომსწრენი გახდნენ მეფე, კათოლიკოსი და წმიდა ბერები: წმიდა იოანეს ღვთისაგან მიეცა "ენა ქართულად მეტყუელი. აღელვებული ქართველი ჰაგიოგრაფი შესძახებს: "ეჰა, საკვირველებათა შენთა, ქრისტე ღმერთო, ვითარ ადიდებ მადიდებელთა შენთა. ესე სასწაული, ძმანო, მიმსგავსებული არს გარდამოსლვასა სულისა წმიდისასა წმიდათა ზედა მოციქულთა და განყოფასა მას ენათა ცეცხლისათა". ასურელმა მამებმა თაყვანი სცეს მირონმდინარე განმაცხოველებელ სვეტს და ყველა ის ადგილიც მოილოცეს, სადაც წმიდა მოციქულთასწორმა ნინომ იქადაგა. "ღუდაბნოს მოყვარული გურიტი" - წმიდა იოანე, მცხეთიდან ჩრდილოეთის მხარეს მდებარე ზედაზნის მთაზე დამკვიდრდა თავის მოწაფეებთან ერთად. ზადენის კერპის სამყოფელი ადგილი განდეგილ - მონაზონთა სამკვიდრებლად იქცა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბრძანებით, წმიდა იოანემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს განაწესა წმიდა სახარების საქადაგებლად, მათ წმიდა მოციქულთა მსგავსად უნდა ეღვაწათ საქართველოში. თორმეტივე მოწაფემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის ბრძახება და თითოეული მათგანი იმ ადგილისაკენ გაეშურა, საითაც სულაწმიდა წარუძღვა. ევლავიოზ კათოლიკოსისა და წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, დავითი, ანტონი, იოსები, ზენონი და აბიბოსი კახეთში გაემგზავრნენ, ხოლო შიო, პიროსი, მიქაელი, თადეოზი, ისე და ისიდორე - ქართლში. "ღმერთშემოსილმა წმიდა ასურელმა მამებმა თავიანთი მგზნებარე ქადაგებით, ფიცხელი მოსაგრეობითა და თავგანწირული შრომით ჩააქრეს ჩვენში ზოროასტრის ცეცხლთაყვანისმცემლობის კულტი, უდაბურ და მიუდგომელ ადგილებში ღირსად საქები მონასტრები დაარსეს და სულიერად განანათლეს ჩვენი ქვეყანა. მათივე დაუცხრომელი მუშაკობით გაბრწყინდა ჩვენში მონაზვნობა, გვაუწყებს წმიდა კირიონი (საძაგლიმვილი) ჯაძაგლიმვილი XX ს-ის დასაწყისში. ღირსმა მამა იოანემ საქართველომი წმიდა მოწამეთა ნაწილები ჩამოაბრძანა და თითოეულ მოწაფეს არგუნა ბოროტისაგან დასაცავად. წმიდა იოანეს განუშორებლად ედგა გვერდით ღირსი ილია დიაკონი, რომელსაც არაგვიდან ყოველდღე ზურგით ამოჰქონდა წყალი ზედაზენზე. წმიდა მამას შეეწყალა თავისი მოწაფე და ცრემლით ევედრა ღმერთს, რომ ბერების სანუგეშოდ წყარო აღმოედინა მთაზე. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ვედრება და უწყლო, კლდოვანი მიწიდან ტკბილგემოვანმა წყალმა ამოხეთქა. ზედაზნის ეკლესიის სამხრეთით, კლდის ჩასავალმი, დღემდე მოედინება ლოცვით აღმოცენებული საკურნებელი წყაროს წყალი. სწორედ ამ წყაროსთან იხილა წმიდა იოანეს ერთ-ერთმა მოწაფემ დათვი, რომელსაც წმიდა მამამ უბრძანა "თუ გწყურია, შესვი და წადი ამიერიდან კი ნურავის ვნებ. ამ მთაზე დამკვიდრებულთაგან". დათვი მშვიდად განეშორა იქაურობას. ამ სასწაულმა დანიელ წინასწარმეტყველმა ლომთაგან მხოლოდ საკუთარი თავი დაიცვა, ხოლო საკვირველმა წმიდა სურელმა მამამ "ნაშობნიჯა მის მიერ ხილულისა დათვისანი განსწავლა და ზედაზნის მკვიდრთა ცველად დააყენა ისე, რომ დათვები დღეძდე ერიდებიან ადამიანებს. გობრონ (მიხეილ) საბინინი (XIX) გვარწმუნებს, რომ წმიდა მამა იოანე მამამ ზედაზნელის კურთხევას ჯერაც არ დაჰკარგვია ძალა. ზედაზენზე ყოფნისას თურმე, მას, დათვი შეეჩეხა, რომელიც მორჩილად გაბრუნდა და თავდადრეკილი განეშორა. სხვა უამრავი სასწაული და კურნებაც აღასრულა წმიდა იოანე ზედაზნელმა: ემმაკნი განასხა, განრღვეული აღადგინა, მუნჯი აამეტყველა და სხვა. წმიდა მამის აღსასრულის შემდეგ მოწაფეებს მიწისძვრის სასწაულით ეუწყათ, რომ იოანეს ნეშტი მათ იქ არ დაკრძალეს, სადაც წმიდა მამამ ინდომა. როგორც კი ზედაზნის მონასტერში დაკრძალული წმიდა ნაწილები ნამცნებ ადგილზე, გამოქვაბულში გადაასვენეს, მიწისძვრა შეწყდა. გადასვენებისას, ვინც კი შეეხო წმიდა ნაწილებს, ყველა განიკურნა. წმიდა მამა იოანე ზედაზნელის ხსენების დღეა 7 (20) მაისი. დღესასწაულის წინა დღის საღამოს ტაძრის ერთ-ერთი კედელი სასწაულებრივად სველდება წყლით. არსაიდან გაჩენილი წყალი იქვე, თვითნაბად ჭაში გროვდება. დღესასწაულის დამთავრებისთანავე წყლისდენა წყდება და კედელი შრება. ჭაში დაგროვილი წყლის სიუხვის მიხედვით ხალხი საზღვრავს, მოსავლიანი იქნება წელიწადი თუ მოუსავლიანი.

ზედაზენი  // საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I, გამ. "ხელოვნება", თბილისი, 2005 , გვ. 84 - 87.

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა მონასტერი ზედაზნის ჩრდილო -აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. იგი VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამა იოვანეს დაუარსებია. სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა კლემენტოსმა VIII საუკუნის დასასრულს (ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილზე). გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს, შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთის შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილო ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურულია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოვანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი XVII საუკუნეში უნდა იყოს გადაკეთებული), "პატიოსანი ლუსკუმა" ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. ჩრდილო ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთის ნავი ორი ნაწილისაგან შედგება. ეკლესიაში შესასვლელი მთავარი ნავიდანაა (ადრე კი დასავლეთიდან იყო). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით, გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადადაა გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრიულად. მთავარი ნავის სარკმელი მორთულია "განედლებული" ჯვრის რელიეფით. ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაა. ეკლესიას სამხრეთით ეკვრის თლილი ქვით მოპირკეთებული, ცილინდრულკამარიანი კვადრატული კარიბჭე, რომლის ორფერდა სახურავზე აგურით ნაგები თაღებით ორმხრივ გახსნილი, რვაწახწაგა სამრეკლო დგას. მის დასავლეთით გამოყოფილია მცირე სენაკი (ორივე XVIII საუკუნისაა). ზედაზნის მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. 1970 -1971 წლებში აქ ჩატარდა სარესტავრაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები. ზედაზნის მონასტერში გაჩაღებული უნდა ყოფილიყო კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მწიგწობრის, მიქაელ წინამძღვრის სახელი (XI ს.). მის მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე უცნობმა ავტორმა აღწერა ამ მონასტრის დამაარსებლის იოვანე ზედაზნელის ცხოვრება - "ცხორებაი წმიდისა მამისა ჩვენისა იოვანე ზედაზნელისაი".