topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

იენაშის ეკლესია
There are no translations available.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ფოტოების ავტორი  კახა ხიმშიაშვილი -  http://picasaweb.google.com/kakha.khimshiashvili/Svaneti2008#

 

 

გ. არჩვაძე - იენაშის ეკლესია // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთის მესამე, საკითხავნი ყმაწვილთათვის, ტ. 14., გამ. "ციცინათელა",  თბილისი, 2007 წ., გვ. 98-99.

 

იენაში სოფელია მესტიის რაიონში, მესტიიდან  9 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1360 მ-ზე. აქ არის XII-XIV სს-ის იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია.

დღეისათვის ეკლესიის შიდა მოხატულობა ძნელი გასარჩევია. საინტერესოა, რომ სვანეთის მრავალრიცხოვან ეკლესიათაგან მხოლოდ აქ გვხვდება წინასწარმეტყველ იონას ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი - მისი ხსნა ვეშაპისაგან. ეს სიუჟეტი საკურთხევლის გვერდით, სამხრეთ კედელზეა გამოსახული.  ეკლესია რამდენჯერმე გაუძარცვავთ, მასში დაცული ძვირფასი ხატები და ნივთები მოუპარავთ.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

აღსანიშნავია ეკლესიაში დაცულ XI ს-ის მაცხოვრის დიდი ზომის ხატი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის მოჭედილი და დიდი ოსტატობით შესრულებული, ხატი პირვანდელი სახით არ არის მოღწეული. მოთავსებული  წარწერა გვამცნობს, რომ ტაძარში, ხანძრის გაჩენის შედეგად  ეკლესია დაურღვევიათ, ხატი და  ეკლესიის საგანძური კი მოუპარავთ.

ეკლესიიდან ასევე გაიტაცეს 1978 წ. წმ. გიორგის ხატი, საწინამძღვრო  ჯვრები, იტალიური ჯვარი და XIV ს-ის წმ. თევდორეს ხატი, რომელიც ლონდონში და ჟენევაში ყოფნის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა იენაშის ეკლესიას. აღსანიშნავია ასევე იენაშის ეკლესიის XII ს-ის წყვილი მეომრის  და წმ. იონა წინასწარმეტყველის ხატი. ორივე წარწერიანია.

გვანცა არჩვაძე





ფოტოების ავტორი: კ. ხიმშიაშვილი



იენაში (მესტიის რ-ნი), მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:

1. იენაში //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.5.- თბ., 1990 .- გვ.84. - მოკლე ცნობა იონა წინასწარმეტყველის სახ.XII-XIV საუკუნეების ეკლესიასა და მის სიძველეებზე.
2. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. -თბ., 1951. - გვ. 38-39.
სოფ. იენაშში მდებარე იოანე წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში არსებულ წარწერებზე.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

3. იენაში //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004.- გვ. 83-84. - იენაშის ეკლესიაში შემორჩენილი XIV საუკუნის ფრესკების წარწერების შესახებ.
4. ლატალი //ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება): გზამკვლევი.-თბ.,2000.-გვ.82-83. რეზ. ინგლ. ენაზე. - XIV საუკუნით დათარიღებული, იოანე წინასწარმეტყველის სახ. იენაშის ეკლესიის სიძველეთა აღწერილობა; დაკარგული ხატების ისტორია. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
5. მაჩაბელი, კ. - XIII-XIV საუკუნეების იტალიური ხელოვნების ძეგლი ზემო სვანეთში : [ზემო სვანეთის ლატალის თემის სოფ. იენაშის ეკლესიის კანკელზე მდგარი ჯვარი] / კ. მაჩაბელი // მოამბე / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება. - , 1960. - N1. - გვ.241-250. - რეზიუმე ფრანგულ ენაზე
6. გ. არჩვაძე - იენაშის ეკლესია // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთის მესამე, საკითხავნი ყმაწვილთათვის, ტ. 14., გამ. "ციცინათელა",  თბილისი, 2007 წ., გვ. 98-99.