topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ქაფანაქჩი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა

<უკან დაბრუნება ...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ბოლნისის ქაფანაქჩის ეკლესია გეგმაში კვადრატულია. აღმოსავლეთის ფასადზე მკვეთრად გამოყოფილი საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით. მასში გაჭრილია ერთი საკმაოდ განიერი სარკმელი. შიდა სივრცე ნათდება კიდევ სამი სარკმლით, რომლებიც სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია დატანებული. ინტერიერი კედლებით ნაწევრდება სამ ეკლესიად, თითოეულ მათგანს აღმოსავლეთით ნალისებური მოხაზულობის აფისიდი აქვს. ეკლესიების დამაკავშირებელი ორივე კარი სამხრეთ გრძივ კედლებში გაჭრილია, საიდანაც მლოცველი ცენტრალურ ნავში ეკლესიის სამხრეთ ფრთაში გამართული თაღოვანი ღიადებით შედიოდა. ჩრდილოეთ ნავში მოხვედრა კი მხოლოდ შუა ნავიდან იყო შესაძლებელი მასში დატანებული ერთი კარის საშუალებით. ცენტრალურ ნავში შესასვლელი ორივე კარის თავზე გადებულ არქიტრავზე იკონოგრაფიული და სტილისტური თვალსაზრისით საკმაოდ საყურადრებო რელიეფებია განთავსებული. ერთზე ამაღლების კომპოზიციაა წარმოდგენილი, ხოლო მეორეზე –ღვთისმშობლის დიდება. ეკლესია კარგად ნათალი ქვის კვადრებით არის აგებული, სარკმლებს ნახევარწრიული თავსართები აბოლოებს განზე გაშლილი ჰორიზონტალური მკლავებით. დეკორატიულ მორთულობაში წვლილი შეაქვს კბილანა კარნიზებსაც. ამჟამად ეკლესია ნახევრად დანგრეულია: მთლიანად ჩაშლილია გადახურვა (კამარა). მონგრეულია გვერდითა (სახმრეთ და ჩრდილოეთ) ეკლესიები (ნავები), მათგან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასასავლეთ კედლის ნანგრევებია დარჩენილი მოწმედ გვერდითა ნავების არსებობისა. ასევე ძლიერ დაზიანებულია რელიეფები. ტაძარს გარს აკრავს რიყის ქვით ნაშენი დაბალი გალავანი.

 

 

რუკა:

წყარო: http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/qafanaqchi.html