topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თმოგვი

<უკან დაბრუნება

თმოგვი - სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში (ყოფილი მარგასტნი), ნაქალაქევის სასოფლო თემი, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1260 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 23 კმ-ით. თმოგვიდან სამხრეთით მდებარეობს ვარძია და ზედა ვარძია.

თმოგვი იყო ქართველ დიდგვაროვანთა საგვარეულოს - თმოგველების სოფელი. სოფელში შემორჩენილია

  • თმოგვის ციხე, რომელიც IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქს წარმოადგენდა.
  • თმოგვის წმ.მარინეს ეკლესია

სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზეა:

  • ბერისხევი და ბერთაყანა - კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები
  • ზედა თმოგვის ეკლესია

ზედა თმოგვის ეკლესია - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა. ვარძიისა და თმოგვის ციხის ჩრდილოეთით, მაღალ მთიან პლატოზე. ნაგებია კარგად გათლილი რუხი ქვით, გადახურულია ლორთფინებით. მაღალი და განიერი ცენტრალური ნავი გევრდის ნავებისაგან ორ წყვილ ბოძზე დაყრდნობილი სამ-სამი თაღითაა გამოყოფილი. სამხრეთ ფასადზე სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჩუქურთმებითა და წარწერებით შემკული შესასვლელია. ბაზილიკის ჩრდილოეთ კედელში ჩართულია VIII-IX საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის სამხრეთი კედელი შესასვლელითურთ. ბაზილიკის ერთ-ერთი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი აუგია იოვანე ჭიმჭიმელის ძეს ერისთავთ-ერისთავს ფარსმანს ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს. ძეგლს რამდენიმე აღდგენა-გადაკეთების კვალი ემჩნევა.

გვერდწითელი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 495, თბ., 1979

http://ka.wikipedia.org/wiki/ზედა_თმოგვი

 

ბერისხევი და ბერთაყანა:

ბერისხევი - XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სავანე ასპინძის რაიონში, ვარძიის მონასტრიდან 1,5 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას, დაახლოებით 20 მ სიმაღლეზე. ასავლელად იყენებდნენ დახრილ გვირაბს. ბერისხევის კომპლექსი შედგება ქარაფის პირას მდებარე დარბაზული ეკლესიის, სენაკის, საკუჭნაოს, ე. წ. თახჩებიანი სათავსისა და გვირებული თავდაცვითი სადგომისაგან.

ბერთაყანა - კლდეში ნაკვეთი სახიზარი (ქვაბი) ჯავახეთში, სოფ.თმოგვის მახლობლად კლდოვან ფერდობზე (ახლანდელი ასპინძის რაიონი). სამსართულიანი კომპლექსი შეიცავს ერთმანეთთან გვირაბით დაკავშირებულ სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებულ გამოქვაბულთა ჯგუფებს. თითოეულ ჯგუფში ოვალური მოყვანილობის 1-3 სენაკია, ერთ-ერთ მათგანში ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ზოსიმე კუმურდოელი, რომელიც ჯავახეთის საეპისკოპოსოს განაგებდა XI საუკუნეში.

ბერისხევი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.- თბ., 1977.- გვ. 321.

http://ka.wikipedia.org/wiki/ბერთაყანა

http://ka.wikipedia.org/wiki/ბერისხევი

 

 

*************************************************************************
თმოგვის ციხე //"ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.14, გამ."ციცინათელა", თბილისი, 2007 წ. გვ.90 - 92
თმოგვი სოფელია ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1260 მეტრზე, ასპინძიდან 23 კმ-ზე. აქ მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს თმოგვის ციხე. წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. ის კონტროლს უწევდა წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემომავალ გზას. X საუკუნის დამლევს და XI ს-ის დამდეგს თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა...... <<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************
ზედა თმოგვის სამნავიანი ბაზილიკა // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.14, გამ."ციცინათელა", თბილისი, 2007 წ. გვ.45-46.
ზედა თმოგვის სამნავიანი ბაზილიკა - მდებარეობს ვარძიისა და თმოგვის ციხის ჩრდილოეთით, მაღალ მთიან პლატოზე. ნაგებია კარგად გათლილი რუხი ქვით, გადახურულია ლორფინებით. მაღალი და განიერი ცენტრალური ნავი გვერდით ნავებისგან ორ წყვილ ბოძზე დაყრდნობილი სამ -სამი თაღითაა გამოყოფილი....... <<ტექსტი სრულად აქ...<<