|
<უკან დაბრუნება

მეღვრეკის ნამონასტრალი მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონში, პატარა სამსარის ჩრდილოეთით ორიოდე კილომეტრის დაშორებით..
შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, გალავნის ნაწილი, ტაძრის ეზოში ნაგებობათათა ნაშთები...
დღესდღეობით არის ეკლესიის მხოლოდ ერთადერთი (სავარაუდოდ აღმოსავლეთ) კედლის ნაწილი, სადაც სარკმლის თავზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი.
ნამონასტრალი უკაცრიელ ადგილზეა და გავერანებულია.
მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:
1. მეღვრეკისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ.5, 1990, გვ.79. // სოფ. მეღვრეკისის გვიან ფეოდალური, იოანე ნათლისმცემლის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესიისა და სოფლის დასავლეთ ნაწილში მდებარე XVII-XVIII საუკუნეების ცილინდრული კოშკის მოკლე აღწერილობა.
2. მეღვრეკისის ეკლესია (XIII ს.) //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული - თბ., 1997, გვ.14-15; გვ.III. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე, ძეგლის ნახაზები - გვ.III // ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
3. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ლიახვის ხეობა - თბ., 1971, გვ.50-52 //იოანე ნათლისმცემლის სახელობის ნანგრევების სახით შემორჩენილი ეკლესიისა და სამრეკლოს მოკლე აღწერილობა
4. მეღვრეკისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია - მონასტრები და სიძველეები - თბ., 2011, გვ.108-109
5. მეღვრეკისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია //სოსიაშვილი გ. "სამაჩაბლოს ისტორია" - თბ., 2021, გვ.277
6. მეღვრეკისი //მეგრელიძე ი. - სიძველეები ლიახვის ხეობაში. დიდი ლიახვის ხეობა - წიგნი პირველი - თბ., 2024, გვ.35-36
ფოტოების ავტორია თ. დუნდუა

















|