|
<უკან დაბრუნება

ბარალეთი (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ბარალეთი // საქართველო: ენციკლოპედია - თბ., 1997, გვ.355 - სოფ. ბარალეთში მდებარე შუა საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკისა და მისი წარწერების თაობაზე.
2. ბარალეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - ტ.II. - თბ., 1977, გვ.201 - მოკლე ცნობები სოფ. ბარალეთის სამნავიან ბაზილიკურ ეკლესიაზე
3. ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური //ბერძენიშვილი ნ.საქართველოს ისტორიის საკითხები. I. - თბ., 1964, გვ.143-147 - სოფ. ბარალეთის ისტორია, ეკლესიაში შემორჩენილი ლაშა გიორგის ჯავახეთისადმი დამოკიდებულების მაჩვენებელი წარწერის ანალიზი.
4. ლაფაჩი ც. შუასაუკუნეების ისტორიული ძეგლები ბარალეთის ტერიტორიაზე // ჯავახეთი. ტ. I. - ახალციხე - 2002, გვ.204-210. რეზ. რუსულ და ინგლისურ ენებზე. ტაბ. გვ.211. - ბარალეთში შემორჩენილი ლაშა გიორგის დროინდელი წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ეკლესიისა და მის მახლობლად მდებარე აბანოს ნანგრევების აღწერილობა.
5. როსტომაშვილი ი. სოფელი ბარალეთი (ძველი ქართული ეკლესია და ამაღლების სვეტი) // მოგზაური - 1901, N1, გვ.26-31 - სოფ. ბარალეთის საყდარსა და ამაღლების ქვის ჯვრის შესახებ შემორჩენილი თქმულებები.
6. ბარალეთის წარწერა //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო თბ., 1959, გვ.52 - განხილულია სოფ. ბარალეთის ეკლესიის კედელზე შემორჩენილი XII საუკუნის წარწერა.
7. სოფელი ბარალეთი //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები თბ., 2004, გვ.38. - ძეგლის მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
8. იამბე, ციხის ნაშალო.... - თბ., 2007, გვ.26 - ბარალეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ არსებული ხალხური გადმოცემა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
9. ალელიშვილი ნ. ს.ბარალეთი. ამაღლების ჯვარი //გაზ. "ოქტომბრის დროშით" (ახალქალაქი) - 1959, 21 აგვისტო.
|