topmenu

 

მეტეხი (კასპის)

<უკან დაბრუნება

Free Image Hosting at www.ImageShack.us

მეტეხი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. საკრებულოს ცენტრი (სოფელი: ბარნაბიანთკარი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრში.

მეტეხის ტერიტორიაზე (სოფლის მიდამოებში) ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია.. აქ აღმოჩენილია  სამაროვნები, ყორღანები  და ნამოსახლარები,  ადრეული ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული  ძვ წ- აღ -ის  მე -10 საუკუნით დამთავრებული..

სოფელში რამდენიმე ეკლესიაა:

  • მეტეხის ღვთისმშობლის  ტაძრის  კომპლექსი
  • კვირაცხოვლის ეკლესია
  • ამაღლების ეკლესია
  • წმ. თევდორეს ეკლესია

- შუასოფელში, გაშლილ ტაფობზე, დგას ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის XIII საუკუნის  გუმბათოვანი ეკლესია, გვიანდელ შუა საუკუნოვანი სამრეკლო და კოშკებჩამონგრეული გალავანი.

 

- გუგულაანთ უბანში, სოფლის აღმოსავლეთით სასაფლაოზე მდებარეობს გვიანდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის  ეკლესია - ამაღლების ეკლესია.

 

- სოფლის დასავლეთით, მაღალ გორაკზე მდებარეობს გვიანდელი ფეოდალური ხანის  წმ.თევდორეს ეკლესია

 

- სოფლის დასავლეთით სასაფლაოზე  მდებარეობს კვირაცხოვლის მცირე ზომის ეკლესია

 

 

 

 

 

*************************************************************************************

მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.11-12.
მეტეხი  დიდი  სოფელია. სახელწოდება  „მეტეხი“  ბერძნულია და ნიშნასვ მეტოქეს, ქვემონასტერს. მეტეხის მონასტერი (ტაძარი) უშუალოდ ემორჩილებოდა, ე.ი. ეკუვნოდა ქართლის კათალიკოსს მთელი მისი შემოსავალ - გასავლით. აქ ცხოვრობენ სხვადასხვა გვარები, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია გვარი: გეჯაზე, გუგულაშვილი, ოდოშაშვილი და ღალიაშვილი... << ტექსტი სრულად აქ << ....
**************************************************************************************
მეტეხი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.VI. - თბ., 1983.- გვ. 614.
მეტეხის ეკლესია //"ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.14, გამ. "ციცინათელა", თბ., 2007, გვ.202-203
მეტეხი - სოფელი კასპის რაიონში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სოფსაბჭოს ცენტრი (სოფელი: ბარნაბიანთკარი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრი...მეტეხის ტერიტორიაზე (სოფლის მიდამოებში) ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია...<<ტექსტი სრულად აქ...<<