topmenu

 

აკაურთას ეკლესია - აღწერა, ისტორია, მდებარეობა

<უკან დაბრუნება

აკაურთა - სოფელი  ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე მაშავრის მარცხენა მხარეს, ბოლნისიდან 7 კმ-ზე. ზღვის დონიდან 720 მ-ზე.

აკაურთას ეკლესია (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). აღმოსავლეთ შვერილს ხუთწახნაგა აფსიდი აქვს. ძეგლი აღდგენილი და შეკეთებულია XX ს-ის დამდეგს. მკვეთრად განსხვავდება ღია მწვანე ქვის ახალი წყობა დასავლეთ მონაკვეთის მონაცრისფრო - მომწვანო ვეებერთელა კვადრების წყობისაგან (კედლის სისქე 1,21მ). ინტერიერში საკურთხევლის კუთხეების იმპოსტები შემკულია ჩუქურთმებით. სამხრეთ ფასადზე, კარის არქიტრავზე, გამოსახულია რთული სიმბოლური სიუჟეტები (ირმები, ხეები და სხვ.).


აქვე არის ფარშავანგის სილუეტური გამოსახულება.

ჩრდილოეთ ფასადზე მცენარეული მოტივით შესრულებული რელიეფებია. ორნამენტებისა და მორთულობის ხასიათით ენათესავება ბოლნისის სიონს.
ეკლესიის ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ, სიგანე 10მ, სიმაღლე შიგნით 8მ.
ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007-2008 წწ.
ლევან რჩეულიშვილი - "ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ.27, "ციცინათელა", თბილისი, 2006 წ.

 

 

რუკა: