| <უკან დაბრუნება...<<<დაბრუნება მთავარ გვერდზე 
 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX - თბ., 1985. - გვ.33. სამსარი - ახალქალაქის რაიონის სოფლების - დიდი სამსარის და პატარა სამსარის ძველი სახელწოდებაა. სამსარი - მთა აბულ-სამსარის ქედზე. სიმაღლე 3285 მ. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. კონუსის შიგნით 3 კმ დიამეტრის კალდერაა. კალდერის ფსკერი მოფენილია ძველმყინვარული მორენული მასალითა და ყინვისმიერი გამოფიტვის ლოდებით, რომელთა შორის გაბნეულია პატარ-პატარა ტბები. სამსარის კალთაზე გვხვდება მყინვარული კარები. მთა აგებულია ძველმეოთხეული გიალოდაციტებით, მოკლებულია მთლიან მცენარეულ საფარს. 
 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984.- გვ.709. პატარა სამსარი (ყოფილი ქვემო სამსარი), სოფელი ახალქალაქის რაიონში (ბარალეთის სოფსაბჭო),  სამსარის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2010 მ, ახალქალაქიდან 27 კმ-ზე.... შემონახულია ნახევრად გამოქვაბული გუმბათოვანი ეკლესია (VIII-IX საუკუნეების), არის გამოქვაბულები.               |