<უკან დაბრუნება
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/normal_DSC_0704-saunje.jpg)
სამსარი - ახალქალაქის რაიონის სოფლების - დიდი სამსარის და პატარა სამსარის ძველი სახელწოდებაა.
პატარა სამსარი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მთა სამსარი დასავლეთით (სამსარის ქედის დასავლეთ კალთაზე), ზღვის დონიდან 2010 მ, ახალქალაქიდან 27 კმ-ზე. პატარა სამსარში შემონახულია ნახევრად გამოქვაბული გუმბათოვანი ეკლესია (VIII-IX საუკუნეების) და სხვადასხვა ზომის გამოქვაბულები.
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/normal__DSC0323-saunje.jpg)
*************************************************************************
სოფელი პატარა სამსარი //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ; 2003. - გვ.41.
სოფელი პატარა სამსარი მდებარეობს ახალქალაქიდან 27 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 2010 მ-ზე. ვახუშტი ბაგრატიონი ამ დასახლებას სამსარის სახელწოდებით იცნობს. მდინარის მარჯვენა მხარეზე, სოფლიდან ნახევარი კილომეტრით დაშორებულ კლდეზე 2-3 რიგად გამოკვეთილია გამოქვაბულები. აქვეა მონასტერი, ნახევრად გამოქვაბული გუმბათიანი ეკლესია, რომელსაც ამშვენებს წარწერები. ერთ-ერთი წარწერა ასე იკითხება: "სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის მშობელისაითა, ესე წმიდაი ეკლესიაი უდეს აღეშენა მაშინ ესე ადგილი ტყისაგან არა ჩნდა".........<<ტექსტი სრულად აქ...<<
|