topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

კუმურდო

<უკან დაბრუნება

კუმურდო - ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომლის ნანგრევები შემორჩენილია სოფელ კუმურდოში.ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონის დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში. ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა. კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედანჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთის მკლავის გარშემო, ვარაუდით, სამმხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ დეკორატიული თაღედი, რომელიც X - XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნისვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს. მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არქივისა და ხარის - ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებანი. კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარების და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ამჟამად კუმურდოს ტაძარში ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე.

გამოყენებული წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

 

 

 

 

***********************************************************************************
ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ., 2003. - გვ.20-22. -
ახალქალაქის ვულკანური პლატოს დასავლეთ კიდესთან, მტკვრის ხეობის გადასახედთან მდებარეობს კუმურდოს ტაძარი. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ვახიშტი ბაგრატიონი წერს: „არს კუმურდოს ეკლესია, გუნბათიანი, ფრიად დიდშენი, შვენიერად ნაშენი, რომელი აღაშენს კონსტანტინე მოგზავნილთა  ჟამსა მირიანისასა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი სრულიად ჯავახეთისა, ხერთვისს ზეითისა“. ..... << ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971. - გვ.238-239.
საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნის შედეგად, რაც  განხორციელებული იყო, როგორც ბაგრატ  III-( 978-1014) წინდახედული მოქმედების წყალობით, ქართული მხატვრული ლუ;ტურა ვითარდება ახალი შემოქმედებითი  ძალით. ქართული ხელოვნების განვითარების ახალ ეტაპზე წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება არქიტექტურას, რომელიც თითქმის ერთდროულად საქართველსო სხვადასხვა კუთხეში ქმნის მონუმენტურ კათედრალებს, რომელთა შესწავლა მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით  საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული სამეფო-სამთავროს მხატვრული მიღწევა არქიტექტურის დარგში, გადამუშავებული სახით მოცემულია განუყოფელ მთლიანობაში.....<< ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
კუმურდო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI. - თბ., 1983. - გვ.71.
კუმურდო, სოფელი ახალქალაქის რაიონში  ახალქალაქის პლატოზე. ზღვის დონიდან  1740 მეტრზე, ახლაქალაქიდან 14 კმ. ...წყაროებში პირველად იხსენიება (კუმურდოელი მღვდელმთავარი)  VI საუკუნეში. შუა სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის X  საუკუნის ტაძრის ნანგრევები (ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი. დანგრეულია  და შემდეგ დამახინჯებულად აღდგენილი მთელი დასავლეთ მხარე).  ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონის დროს,  964 წელს   იოანე ეპისკოპოსის  (კუმურდოელის)  თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს  საკოცარს დაუწყია  ტაძრის  მშენებლობა.......<< ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
კუმურდოს ტაძარი // ჟღერს ქვის  ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ. 14., გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.154-156.
კუმურდო სოფელია ახალქალაქის რაიონში, ახალქალაქიდან 14 კმ-ზე.  ძღვსი დონიდან 1740 მ-ზე. შუა სოფელში შემორჩენილია ქართული ხურთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის - X საუკუნის ტაძრის ნანგრევები (ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი  ნაწილი, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად აღდგენილი მთელი დასავლეთ მხარე)....<< ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
კუმურდო //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ., 2005. - გვ.134-135.
X საუკუნეში აგებული კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი ახალქალაქის რაიონში პლატოზე მდებარეობს. ამჟამად მხოლოდ ტაძრის ნანგრევებია შემორჩნილი. - ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი......<< ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
კუმურდო - //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. გვ. 129 - 131
კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი ჯავახეთშია. ე. ი. ახლანდელ ახალქალაქის რაიონში. რაიონის ცენტრიდან 12 კმ - ის დაშორებით. ეს მაღალი პლატოა - რამდენიმე კილომეტრია მტკვრის ღრმა კანიონამდე, სადაც ვარძიის გამოქვაბული ანსამბლი მდებარეობს. ..<<ტექსტი სრულად აქ...<<