topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

აზავრეთის ეკლესია

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

 

აზავრეთი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩამოუდის მდინარე აზავრეთისხევი. ზღვის დონიდან 2100 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 21 კმ–ით.

არის მოსაზრება, რომ სოფლის სახელის ეტიმოლოგია აზავერს („ხარია საკიდარი“ - საბა) უკავშირდება. თითქოს აზავრეთში გამოჰყავდათ აზავრები.

სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის შუა საუკუნეების დიდი ეკლესია, რომელიც რესტავრირებულ იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში. ეკლესიის ერთ-ერთ შემორჩენილ ბარელიეფზე გამოსახულია წმინდა დანიელი ლომების ხაროში. შემორჩენილია ასევე ბოლნური ჯვარი.

აზავრეთი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია , ტ. I, თბილისი.,  1975 წ. გვ.184

http://ka.wikipedia.org/wiki/აზავრეთი

 

 

 

 

 

 

 

************************************************************************************

აზავრეთის ეკლესია // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი პირველი, ტ. 13, გამ. "ციცინათელა", თბ. 2006 წ., გვ. 19
აზავრეთი სოფელია ახალქალაქის რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ  კალთაზე, მდინარე აზავრეთისხევის (ფარავნის აუზი) ნაპირზე, ახალქალაქიდან 25 კმ -ზე,  ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. სოფელში დგას შუა საუკუნეების  ქართული  ხუროთმოძღვრების ძეგლი. დარბაზული, ცალნავიანი ეკლესია. სტილისტური ნიშნებით   X საუკუნის  II ნახევარს მიეკუთვნება, შეინიშნება უფრო ადრინდელი,  VI-VII  საუკუნეების სამშენებლო ფენაც.. << ტექსტი სრულად აქ.. <<
************************************************************************************

ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები.- თბ; 2003.-გვ.33.
სოფელ აზავრეთში დგას  X საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც ახალქალაქიდან 21 კილომეტრითაა დაშორებული, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე.
ახავრეთის ეკლესია ცალნავიანია, დიდი თლილ იქვისგანაა ნაშენი ლამაზი ეკვდერით. გარედან წარწერა არ შეინიშნება. ეკლესიის შიგნით, ჩრდილოეთ  კედელზე მოთავსებული ასომთავრული წარწერა ამჟამად  დაზიანებულია ... << ტექსტი  სრულად აქ ..<<