topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ნეკრესი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია მონასტრები//ციხე-სასახლეები>>>

ნეკრესი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. VII. - თბ., 1984. - გვ.374

ნეკრესი, ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის რაიონში, სოფ.შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ.წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ცამეტ  ასურელი მამათგანი - აბიბოსი (იხ. აბიბოს ნეკრესელი). მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრესს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა; აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ამბროსი მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ.ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

http://ka.wikipedia.org/wiki/ნეკრესი

 

 

 

 

**********************************************************************************
"ქართველთა ანგელოსი"- წმიდა აბიბოს ნეკრესელი. ნეკრესი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.- თბ., 2005.-  გვ.77-80.
„ქართველთა ანგელოსად“ შერაცხილი ნეკრესის ეპისკოპოსი აბიბოს ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთადერთია, ვისაც მოწამეობრივად აღსრულება ერგო წილად. წმიდა მღვდელმოწამემ „თავი თვსი შესწირა მცხუერპლად მისსა მიმართ (ქრისტეს) ხელითა უსჯულოისა მარზაპანისაითა“. წმიდა აბიბოსს „უმრავლესი მთიულნი“ მოუქცევია და გაღმამხრის დიდოეთშიც გაუწევია მადლმოსილი ღვთისმსახურება.~... << ტექსტი სრულად აქ <<
**********************************************************************************
ნუნუ ბეჟანიშვილი  ნეკრესი და ნეკრესელები. 36 გვ., თბილისი, 1993 წ
ნეკრესის ძველთაძველი ტაძარი ყვარელიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, ნეკრესის მთაზე მდებარეობს. ნეკრესი მდინარე ალაზნის მარცხენა მხარესაა. მისი შესანიშნავი ადგილმდებარეობა და თვითონ ტაძრის სილამაზე ბევრ მნახველს აოცებს. ნეკრესი მეტად საინტერესო ნაგებობათა ანსამბლია, რომელიც ნაშთია ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქისა, რომელიც ჩვენს წელთააღრიცხვამდეა დაარსებული. ლეონტი მროველის ცნობით მეფე ფარნაოზმა: „უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება და ... იწყო შენებად კახეთს ქალაქს - ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი“. მომდევნო საუკუნეებში ქართველ მეფეებს ბევრი რამ გაუკეთებიათ ქალაქ ნეკრესის ზრდისა და გამშვენებისთვის.....  << ტექსტი სრულად აქ <<
***********************************************************************************
ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971.- გვ. 110-112.
აღმოსავლეთ საქართველოში სირიიდან და პალესტინიდან შემოსული ქრისტიანობა ხელს უწყობდა ეროვნული დამწერლობისა და რელიგიური ხელოვნების განვითარებას. დასავლეთ საქართველოში კი მან ღრმად ვერ გაიდგა ფესვები ხალხის მასებში, რადგან ერთდროულად შემოიტანა მოსახლეობისათვის უცხო ბერძნული ენა და იერარქიული დაქვემდებარება კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი. დასავლეთ საქართველო მხოლოდ მეცხრე საუკუნის დამლევს თავისუფლდება ბიზანტიის საეკლესიო იერარქიული და პოლიტიკური გავლენისაგან, რომელიც  ხელს უშლიდა ეროვნული კულტურის თავისუფალ განვითარებას.....   << ტექსტი სრულად აქ <<
***********************************************************************************
ნეკრესი - ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.87
ნეკრესის ცნობილი მონასტერი კახეთშია, ყვარლის რაიონში, სოფ.შილდიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. ეს მთის ფერდია, უხვი მცენარეულობით დაფარული. აქედან ალაზნის ველის ულამაზესი ხედი იშლება. მონასტერში ბევრი სხვადასხვა დროინდელი შენობა და ნაგრევია დარჩენილი. ...<<ტექსტი სრულად აქ..<<
************************************************************************************
ნეკრესის მონასტერი - ე.წ. "საფლავს ზედა ეკლესიის" რეაბილიტაცია - ხელოვნებათმცოდნე: გია ჭანიშვილი; არქეოლოგი: ნოდარ ბახტაძე; არქიტექტორ-რესტავრატორი: მიხეილ გელაშვილი // "ძველი ხელოვნება დღეს", 01/2010, გვ.31-39
2009 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დავალებით დავიწყეთ ნეკრესის მონასტრის ე.წ. "საფლავს ზედა ეკლესიის" შესწავლა და შევადგინეთ ამ ნაგებობის რეაბილიტაციის პროექტი (არქიტექტორ-რესტავრატორი მიხეილ გელაშვილი, ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი, არქეოლოგი ნოდარ ბახტაძე). ვინაიდან პროექტირების დანიშნულება სამლოცველოს რეაბილიტაცია და მისთვის თავდაპირველი ფუნქციის დაბრუნება იყო, ჩვენი კვლევის მიზანს ამ ნაგებობის დაზიანებული, გადაკეთებული და აღარ არსებული ნაწილების თავდაპირველი სახის დადგენა წარმოადგენდა....<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
რ.გვეტაძე - ნეკრესის წარმართული სამლოცველოები და ქართული ისტორიოგრაფია // გაზ.”საქართველოს და მსოფლიო” // 16.11.2012
ლევან ჭილაშვილი (1930-2004) - არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, «საპატიო ნიშნის», ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენების კავალერი, 1974 - 2004 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა დიდი ღვაწლი დასდო ძველი ქართული ქალაქების შესწავლას....<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
გურამ ყიფიანი - ნეკრესის "დიდი კვადრატი" // http://kadmos.iliauni.edu.ge/index.php/kadmos/article/view/26/18
"დიდი კვადრატი"-ს, ამ ფრიად შთამბეჭდავი არქიტექტურული კომპლექ­სის გათხრა 1997 წელს დაასრულა აკად. ს. ჯანაშიას სახელობის სახელ­მწიფო მუზეუმის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ლევან ჭილა­შვილის ხელმძღვანელობით. მანვე მიუძღვნა მას პუბლიკაციები და ძეგლი "ცეცხლის ტაძრად" განსაზღვრა [ჭილაშვილი 1991:6,7,16; 2000: 60­81; 2004:3­4]. "დიდი კვადრატი" შენობათა ერთობლიობაა და აგებულია სხვადასხვა ზომის ნახევრად დამუშავებული ქვებით. შემაკავშირებლად კირხსნარია გამოყენებული. კომპლექსი მდ.სასახლის ხევის სანაპიროზე, ჭალაშია "განაშენიანებული"...<<ტექსტი სრულად აქ...<<