topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

შუამთა (ახალი) -"ჟღერს ქვის ჰარმონია"
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<< დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

შუამთა (ახალი) - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.13., გამ. ციცინათელა., თბილისი, 2006 წ., გვ 118- 121

ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსი  თელავის რაიონში, ძველი შუამთას მონასტრიდან 2- 3 კმ -ზეა. ახალი შუამთის მონასტერი  დაარსა ლევან (ლეონ) კახთა მეფის (1520-1574 წწ.) მეუღლემ, გურიელის ასულმა თინათინმა. თინათინს "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი გაგრძელებისა და 1604 წლის ერთი სიგელის მიხედვით,  სიყრმის ჟამს უნახავს ჩვენება, რომ ცოლად მიჰყავდა "კაცსა ვისმე მთავართაგანსა". გზად შეისვენეს ერთ ადგილას, სადაც იდგა აყვავებული შინდი, და ერთმა სამღვდელომ თინათინს უთხრა, აქ ღვთისმშობლის შობის ტაძარი ააშენეო. როცა თინათინი ლევან მეფემ კახეთს წამოიყვანა, მათ დაისვენეს შუამთაში, სადაც თინათინმა მართლაც იხილა აყვავებული შინდი და დაქორწინების შემდეგ მალე შეუდგა იმ ადგილას ახალი მონასტრის შენებას. ამგვარად შეიქმნა ახალი მონასტერი - ძველი კი (ძველი შუამთა) გაუუქმებიათ. მონასტერი აგებულია XVI საუკუნის 40 - იან წლებში. XVI საუკუნის დამლევს თინათინის ასულს - თეკლეს ეკლესიისთვის ეგვტერი მიუშენებია. XVIII საუკუნის II ნახევარში, ერეკლე II-ის მეფობისას ეკლესია შეაკეთეს. ამას მოწმობს წარწერა დასავლეთ შესასვლელის თავზე. XIX საუკუნის I ნახევარში ეკლესიის გარშემოსავლელი და ეგვტერების დიდი ნაწილი დაანგრიეს, დარჩა მხოლოდ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეგვტერები. XIX საუკუნის შუა წლებში ეკლესია და სამრეკლო შეათეთრეს, ადგილ-ადგილ შეღებეს კიდეც - ეს კიდევ ერთი ნიმუშია ქართული ძეგლების ბარბაროსული შებღალვისა რუსული საეკლესიო ხელისუფლების მიერ. ახალი შუამთის მონასტერს ქვის მაღალი გალავანი აკრავს. გალავნის ერთ ნაწილზე (ჩრდილოეთ და დასავლეთით) თითო და ორსართულიანი სახლებია ჩარიგებული (ზოგი ახალი, ზოგი ძველი). მკვეთრად გამოიყოფა ეკლესიისა და სამრეკლოს შენობები. სამრეკლო ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით დგას. ეკლესია ჯვარგუმბათოვანია და მთლიანად აგურითაა ნაშენი. მიეკუთვნება კახეთის ეკლესიების ჯგუფს, რომელიც გარკვეული თავისაბურებებით გამოირჩევა: ეს არის აგურის გუმბათოვანი შენობები ძლიერ აზიდული პროპორციებით.

ეკლესიის გეგმა წინა საუკუნეებში შემუშავებულ ტრადიციას მისდევს (მოკლე სწორკუთხედი შვერილთა გარეშე, აფსიდიანი საკურთხეველი, სამი სწორკუთხა მკლავი და ბემიანი აფსიდი). გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთევლის კედლებს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 8 ვიწრო მაღალი სარკმელია. ეკლესიას ჰქონდა სამმხრივი გარშემოსავლელი, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ეკლესია შიგნით მოხატულია. აღსანიშნავია ცნობილი კომპოზიცია, რომელზედაც გამოსახულნი არიან ქალი, მამაკაცი და ყმაწვილი. სამეცნიერო ლიტერატურაში ისინი თინათინის, ლევანის და მათი ძის გიორგის გამოსახულებებადაა მიჩნეული.ეკლესიის გარეთა ზომებია: 18x13 მ, სიმაღლე შიგნით - 24 მ. ეკლესიის გვერდით დიდი, მრავალსართულიანი კოშკი-სამრეკლოა, რომელიც გადმოცემით, თინათინ დედოფლის ძიძის აშენებულია და ტაძრის თანადროულია. საშენ მასალად გამოყენებულია ძირითადად რიყის ქვა, შერეულია აგურიც. I სართული 7 მ სიმაღლის დარბაზია, რომელიც შეკეთების დროს ორ სართულად გაუყვიათ. II სართული საკუთრივ თინათინ დედოფლის საცხოვრებელი ყოფილა (მისი მონაზვნად აღკვეცის შემდეგ). კოშკი დაგვირგვინებული იყო სამრეკლოს ფანჩატურით. სართულებზე ადიოდნენ კოშკის კედლებში დატანებული კიბეებით. ეკლესიაში დაკრძალულია მისი აშენების თაოსანი თინათინი, შიგვე, სამხრეთ კედელთან განისვენებს ალექსანდრე ჭავჭავაძის ნეშტი, რასაც გვამცნობს კედელში ჩასმული ქართულ - რუსული ეპიტაფია.

ვახტანგ ბერიძე.