topmenu

 

შუამთა

ძველი, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი თელავის რაიონში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე.

შუამთას სამონასტრო კომპლექსში  შედის:

  • შუამთა "ძველი"
    • სამნავიანი ბაზილიკა V-VI ს.;
    • გუმბათიანი ეკლესია VII ს.;
    • მცირე გუმბათოვანი ეკლესია VII ს.
  • ქვემო (ახალი)  შუამთას მონასტერი

ძველი შუამთას სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი - ქვემო შუამთა. ახალი შუამთას დაარსების ამბავი უკავშირდება საინტერესო ისტორიას: თინათინ გურიელის ასულს, გათხოვებამდე ჰქონია ჩვენება - რომ ცოლად მიჰყავდა „კაცსა ვისმე მთავართაგანსა“. გზად შეისვენეს ერთ ადგილას, სადაც იდგა აყვავებული შინდი, და ერთმა სამღვდელომ თინათინს უთხრა, აქ ღვთისმშობლის შობის ტაძარი ააშენეო. როცა თინათინი ლევან მეფემ კახეთს წამოიყვანა, მათ დაისვენეს შუამთაში, სადაც თინათინმა მართლაც იხილა აყვავებული შინდი და დაქორწინების შემდეგ მალე შეუდგა იმ ადგილას ახალი მონასტრის შენებას. ამგვარად შეიქმნა ახალი მონასტერი. აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით - მოხატული. შემონახულია ქტიტოტების პორტრეტები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. ახალ შუამთაში დაკრძალულია მონაზვნად აღკვეცილი დედოფალი თინათინი. აქ განისვენებს ალექსანდრე ჭავჭავაძეც.

***********************************************************************************

შუამთა - ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13., გამ ციცინათელა, თბილისი, 2006 წ.,  გვ 118- 121

ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსი  თელავის რაიონში, ძველი შუამთას მონასტრიდან 2-3 კმ -ზეა. ახალი შუამთის მონასტერი დაარსა ლევან (ლეონ) კახთა მეფის (1520-1574 წწ.) მეუღლემ, გურიელის ასულმა თინათინმა. თინათინს "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი გაგრძელებისა და 1604 წლის ერთი სიგელის მიხედვით,  სიყრმის ჟამს უნახავს ჩვენება, რომ ცოლად მიჰყავდა "კაცსა ვისმე მთავართაგანსა". გზად შეისვენეს ერთ ადგილას, სადაც იდგა აყვავებული შინდი, და ერთმა სამღვდელომ თინათინს უთხრა, აქ ღვთისმშობლის შობის ტაძარი ააშენეო..<< ტექსტი სრულად აქ <<

************************************************************************************

ახალი შუამთა. შუამთა  - საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ.,2005.-გვ. 64-67.

ქართული მატიანე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აგებული ხალი შუამთის შესახებ ერთ მშვებიერ ამბავს გვიამბობს. კახთა მეფე ლევანმა (1520 – 1547 წწ) განიზრახა, მამია გურიელის ასელი, თინათინი ცოლად შეერთო. თინათის ამის თაობაზე სიზმრით ეუწყა და იხილა, რომ გზაზე, ერთ მთაზე, თეთრ შინდს წააწყდა - „მდგომარესა შვენიერ ადგილს“, სადაც მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი უნდა აეშენებინა...... << ტექსტი სრულად აქ <<

*************************************************************************************

ქ. ღოღობერიძე - ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი (ბროშ.„ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი“) - ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული. მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ..<< ტექსტი სრულად აქ..<<

************************************************************************************

შუამთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974., გვ.22; 171, 109-110

ძველი შუამთა (V და VII საუკუნეები) თელავიდან შვიდიოდე კმ - ითაა დაშორებული. თელავ - თბილისის გზიდან გადასახვევი მარცხნივაა. ხუროთმოძღვრული ანსაბლი ტყეშია, განმარტოებულ ადგილას. აქ სამი ეკლესიაა... <<ტექსტი სრულად აქ...<<