topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

არმაზი ქსნის - საქართველოს სულიერი საგანძური, ენციკლოპედია; "ჟღერს ქვის ჰარმონია"

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

არმაზი ქსნის //საქართველოს სულიერი საგანძური, წიგნი  I, გამ."ხელოვნება", თბილისი, 2005 წ., გვ.96

ქსნის არმაზის წმიდა გიორგის ეკლესია ისტორიული ქსნის ხეობაში, სოფელ არმაზის მახლობლად მდებარეობს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII - X საუკუნის I ნახ.) ეს ღირშესანიშნავი ნიმუში აგებულია 864 წელს, ქსნის არმაზი, წირქოლის ეკლესიის მსგავსად, უჩვეულო კომპოზიციისაა. ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავოსუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით, რომელსაც ყელი არ აქვს და გარედან ორფერდა სახურავის ქვეშაა მოქცეული. ეკლესიის კედლები და კამარები ქვაყორისაა, კონქი თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა დეტალები კი შირიმისა. არმაზს ამშვენებს IX საუკუნის მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა. არმაზის ეკლესიის კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობის მაჩვენებელია ჩვენამდე მოღწეული ქსნის სახარება.


არმაზი ქსნის //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.I. - თბ., 1975. - გვ. 575 - 576

არმაზი - სოფელი ახალგორის რაიონში, მდ.ლეხურის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1320 მეტრზე., ახალგორიდან 14 კმ. სოფლის სახელწოდება ქართველთა წარმართულ ღვთაება არმაზს უნდა უკავშირდებოდეს. სოფელი უძველესი დროიდან ყოფიალ დასახლებული. არმაზიდან 2 კმ ზე აღმოჩნდა ყანჩაეთის სამარხი (ადრინდელი ანტიკური ხანა). სოფელთან დგას 864 წელს აშენებული წმ.გიორგის ეკლესია - არმაზი ქსნისა. აფრინდელ ფეოდალურ ხანაში არმაზი შედიოდა წსნის ხევში, გვიანდელ ფეოდალურ ხანაში კი - საამილახვროში. 1459 წ. იხსენიება, როგორც სამთავნელის ეპარქიაში შემავალი სოფელი.

არმაზი ქსნისა - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი; წმიდა გიორგის ეკლესია, ისტორიულ ქსნის ხეობაში, სოფელ არმაზის მახლობლად. აგებულია 864 წელს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII  ს. – Xს.I ნახევარი) ღირშესანიშნავი ძეგლი. არმაზი ქსნისა, ისევე როგორც წირქოლის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო კომპოზიციისაა: ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით; გუმბათს ყელი არა აქვს და გარედან მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. ეკლესიის კედლები და კამარები ქვაყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა დეტალები - შირიმისა. შემორჩენილია IX საუკუნის მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა.

„არმაზი ქსნის //ჟღერს ქვის ჰარმონია“, ნაკვეთი პირველი, ტ 13. "ციცინათელა“, თბილისი, 2006 წ. გვ. 74- 75

არმაზი ქსნისა - არმაზი სოფელია ახალგორის რაიონში, მდ.მტკვრის მარცხენა შენაკადის მდ.ლეხურის მარცხენა მხარეს. ახალგორიდან 14 კმ-ზე,. ზღვის დონიდან 1320 მ-ზე., სოფლის სახელწოდება ქართველთა წარმართულ ღვთაებას არმაზს უნდა უკავშირდებოდეს. ამ სოფლის მახლობლად მდ. ლეხურას სათავეში, ისტორიულ შიდა ქართლში მდებარეობს არმაზი ქსნისა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმიდა გიორგის ეკლესია. არმაზის ეკლესია ძველი ქათული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ხანის (გარდამავალი ხანა მე-7 ს-ის მეორე ნახ - მე-10 საუკუნის პირველი ნახ) ღირშესანიშნავი ძეგლია. სამხრეთ ფასადზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერის მიხედვით, ეკლესია აშენებულია 864 წელს. ეს პირველი ქართული ეკელსიაა, რომლის წარწერაში ზუსტი თარიღია მითითებული. ამ ეკლესიას ისევე, როგორც წირქოლის ეკლესიას, ქართული ხუროთმოძღვრებისსათის უჩვეული კომპოზიცია აქვს. ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგარ ბურჯზე ამოყვანილი გუმბათით. მისი თავისებურებაა ის, რომ გუმბათს ყელი არა აქვს და ტრომპების მეშვეობით ზედ გუმბათქვეშა კვადრატს ეყრდნობა. გარედან იგი მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. ეკლესიის აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი და საკურთხევლის ორივე მხარეს განლაგებული, ცრუ კამარით გადახურული, გეგმით მართკუთხა სათავსები აქვს. ეკლესიის კედლები ქვა - ყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა კონსტრუქციული დეტალები - შირიმისა. ეკლესია შიგნით შელესილია, გამოირჩევა სვეტისთავების მორთულობა. საკურთხეველი გამოყოფილია თლილი ქვის მოხდენილი, სვეტებზე დაყრდნობილი თაღებიანი კანკელით, რომელზედაც შემონახულია ეკლესიისავე თანადროული მოხატულობა - ერთ ერთი უძველესი საქართველოში დღემდე მოღწეულ ნიმუშთაგან. ეს არის მოწითალო - აგურისფერი საღებავით შესრულებული წმინდანთა თავების გამოსახულებანი და ჯვრები. წითელი საღებავის ფრაგმენტები ცალკეული დეკორატიული ელემენტების სახით ფასადებზეც შინიშნება. მე-10 საუკუნეში ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიაშენეს გარშემოსასვლელი

გიორგი ჩუბინაშვილის მიხედვით - რუსუდან მეფისაშვილი, ვახტანგ ცინცაძე.