topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სამთავისისა და გორის ეპარქია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

სამთავისისა და გორის ეპარქია

(ქ. გორი, ქ. კასპი, გორისა და კასპის რაიონები)

ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა)

დაბ. - 24.04.1969. სოხუმი

1988 - სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი

1995 - ბერად აღკვეცა

17.09.1996 - დიაკონი

13.12.1996 - მღვდლად კურთხევა

1997 - იღუმენი

1997-1998 - წმ. დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი

18.10.1998 - ეპისკოპოსად კურთხევა

1998 - 2002 - საგარეჯოს ეპისკოპოსი

2002 - ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა

სამთავისისა და გორის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ ზენა სოფელში მდებარეობს, ეპარქია მოიცავს ძველ ქალაქებს - გორს, კასპსა და მათ მიმდებარე სანახებს. სამთღვდელმთავროს, აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო, ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან - მცხეთა-თბილისის, წილკნისა და დუშეთის, ჩრდილოეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან - ურბნისისა და რუისის, ბორჯომისა და ბაკურიანის, სამხრეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები. სამთავის-გორის ტერიტორიაზე არსებული ქალაქების გორისა და კასპის ისტორიას ქართული წყაროები სამართლიანად მიაკუთვნებენ შორეულ წარსულს. ეს მხარე ადრიდანვე გარეშე მტრების ხშირი შემოსევებისა თუ შიდა დაპირისპირების გამო მრავალჯერ დარბეულა. უმნიშნველოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარე რეგიონის დაუფლება შიდა ქართლზე პოლიტიკური ბატონობის საფუძველი ხდებოდა. VIII ს. 30-იან წლებში ქალაქი კასპი მურვან ყრუმ დაარბია და აქ საბოლოოდ ჩაკვდა ცხოვრება. "იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი“. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მიერ განახლებულ-გაშენებულ, სამეფო ქალაქად მიჩნეულ გორს XIII ს-ში თათარ-მონღოლთა ბატონობისაგან დასუსტებულ ქვეყანა ვეღარ იცავდა და ჩრდილო კავკასიიდან შემოსეულ ოსთა სამკვიდრო გახდა. მათ ქალაქი გადაწვეს, ციხე დაანგრიეს და კარგა ხნითაც დამკვიდრდნენ აქ. ოსები მხოლოდ XIV ს-ის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ განდევნა. XV ს-ში, 1477 წელს, აყ-ყოიუნლეს შაჰმა უზუნ-ჰასანმა გორი თბილისთან ერთად აიღო, მაგრამ 1479 წ. კონსტანტინე II დაიბრუნა და თავისი მეციხოვნეებით გაამაგრა. 1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფე ალექსანდრე II დაუპყრო გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X 1510 წ. დაიბრუნა. მე-16 საუკუნეში, 1559 წ. ლუარსაბ I მთავარი დასაყრდენი - გორი ხელთ იგდო შაჰ-თამაზმა, მაგრამ ამავე საუკუნის 80-იან წლებში მას ქალაქი ოსმალებმა წაართვეს და გორის ციხეში თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. 1599 წ. სვიმონ I მოულოდნელად დაესხა ქალაქს და გაათავისუფლა. 1614 წ. საქართველოს შემოსეული შაჰ-აბას I გორში დაბანაკდა და აქედან განაგებდა მთელ ქართლს. ამ კუთხის მნიშნველობა კარგად შეაფასა როსტომ ხანმაც. მან XVII ს. 30-იან წლებში განაახლა გორის ციხე და აქვე აიშენა სასახლეც. ვახტანგ VI-ის დროს იგი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო, რის შესახებ ცნობას გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც. ვახტანგმა ირანში გამგზავრებისას თავის ძმას, სვიმონს, ქალაქი გორი რეზიდენციად მიუჩინა. XVII ს. II ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, 1723-1734 წწ. ქალაქი ოსმალების ხელში იყო და მათ დაანგრიეს გორის სასახლე. 1735 წ. კი გორს სპარსელები დაეპატრონენ. ნადირ-შაჰის ბრძანებით გორის ციხე თითქმის მთლიანად დაანგრიეს, მაგრამ 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს, ქალაქი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა და თბილისის შემდეგ ქვეყნის მეორე ქალაქი გახდა. XVIII ს. მეორე ნახევარში მისი დაკავება სურდა რუსის ჯარს, ტოტლებენის სარდლობით. ერეკლე მეფე კარგა ხანს იმყოფებოდა გორში. მოგვიანებით აქ გაჩენილი სახადის გამო ერეკლე ქალაქს გაშორდა. XIX-XX საუკუნეებში აღდგენილი ქალაქი 1920 წელს ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. საერო და საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობებთან ერთად მრავალი ძველი ტაძარიც დაზიანდა. უძველეს საქრისტიანო კერაზე საეკლესიო შენობა-ნაგებობათა ღვთისმსახურებისთვის აღდგენა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც რუის-ურბნისისა და სხვა ეპისკოპოსთა იურისდიქციაში შედიოდა. 1995 წ. რუის-ურბნისის ეპარქიას გამოეყო კასპისა და გორის რაიონების ტერიტორია და სამთავისისა და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, რომლის კათედრა და რეზიდენცია სამთავისისა და გორის საკათედრო ტაძრებია. ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილია II-III საუკუნეების პირველქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა. საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს, "...ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი“ (იოანე ბატონიშვილი). თუმცა, მეორე ვერსიით მისი აგება ცამეტ ასურელ მამათაგანს, ისიდორეს მიეწერება: - „ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდშუენიერად შენებული. ქმნილი არს ათცამეტ მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე“. სამთავნელი ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება, ამიტომ სამთავისის ეპარქია გაცილებით ადრე, V ს-ის ბოლოს მაინც არის ჩამოყალიბებული. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების თანახმად, სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული. იოანე ზედაზნელის მოწაფე ისიდორე კი VI ს. II ნახევარში დაემკვიდრა "ქალაქსა სამთავისისასა". სამთავისის ეპისკოპოსი იყო „მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა“. სამთავისის კათედრის დიდ მნიშვნელობას მიანიშნებს მისი ჯერ ქართლის კათოლიკოსის, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიქაელის დაქვემდებარებაში ყოფნა (XII ს. ბოლოს), შემდეგ კი მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავის ძის ჭყონდიდელ-სამთავნელობა. დროთა განმავლობაში, მტერთაგან მრავალი შემოსევისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, სამთავისის სამღვდელმთვრო კათედრა ნელ-ნელა დაემცრო. მე-19 საუკუნის დამდეგს იგი მხოლოდ 17 სოფელს მოიცავდა. 1803 წ. წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამთავისის ეპარქიას წილკნის ვრცელი სამწყსოც მიუერთეს. მალე წილკან-სამთავისის განვრცობილი ტერიტორია ნიქოზელი მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში გადავიდა. ბოლო წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი ქორეპისკოპოსი გერვასი მაჭავარიანი იყო, რომელიც 1827 წელს გარდაიცვალა. 1811 წლისათვის სამთავისის ეპარქიაში მხოლოდ 44 ეკლესია შედიოდა, მალე კი სამთავისის ეპარქია საერთოდ გაუქმდა. მე-19 საუკუნეში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ქართლის ერთ სამღვდელმთავრო სამწყსოდ გაერთიანებული ეპარქიის შემადგენლობაში სამთავისიც შედიოდა. სამთავისის საკათედრო ტაძარში უძველესი დროიდან ცნობილი ქართველი მწიგნობრები, მწერლები და ღვთისმსახურები მოღვაწეობდნენ, რომლებიც წმიდა დიდი მამის ისიდორე სამთავნელის მონიშნულ გზას აგრძელებდნენ. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, ამ კუთხის მრავალრიცხოვან ეკლესიათა უმრავლესობა დაიკეტა ან დაინგრა სამაზრო აღამსკომის სპეციალური ტერლეგიონის მიერ. მღვდელმსახურები კი საყოველთაო რეპრესიების მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ მხარეში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ღვთისმსახურთა გამრავლება მხოლოდ ბოლო პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II მწყემსთავრობის დროს გახდა შესაძლებელი. ტრადიციულად სამთავისისა და გორის ეპარქია მდიდარი იყო საეკლესიო სიწმინდეებით. უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, ხოლო "სიონის პირისპირ, არის მონასტერი ნათლისმცემლისა"; არბას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია; კარალეთის (ძველად ნაჭარმაგევი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია; მეღვრეკისში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია: „დიდ-ლიახვზედ, არის მეღვრეკისს მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღუარი“. ეკლესიის აგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. გადმოცემით, ტაძარი პალესტინის ერთ-ერთი ქართული მონასტრის მეტოქად არის მიჩნეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთაწმინდის წმიდა ესტატეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი. სოფლის ძველი სახელწოდება „ესტატეწმინდა“, დროთა განმავლობაში ერთაწმინდად ჩამოყალიბდა. იგი სააკაძეთა საგვარეულო საკუთრება იყო. აქაა დაფლული გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას თავი; რკონის სამონასტრო კომპლექსი და ქვათახევის დედათა მონასტერი, სადაც 1400 წელს თემურ-ლენგის მეექვსე შემოსევისას სოფლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განადგურების შემდეგ, გამოკეტილ მონასტერში მოწამეობრივად აღესრულა მრავალი ქრისტიანი. ბოლოს კი სამთავისის საკათედრო ტაძარი, სადაც განისვენებს VI ს. მოღვაწე ასურელ მამათაგან წმიდა მამა ისიდორე სამთავნელი. უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ეპარქიას ამჟამად განაგებს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია გვაზავა.

რელიგიურ-ისტორიული გაზეთი „აღსავალი“ № 6, 2004 წ.

http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/eparqiebi/gori.htm

სამთავისისა და გორის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ ზენა სოფელში მდებარეობს, ეპარქია მოიცავს ძველ ქალაქებს – გორს, კასპსა და მათ მიმდებარე სანახებს. სამღვდელმთავროს, აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო, ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან – მცხეთა-თბილისის, წილკნისა და დუშეთის, ჩრდილოეთიდან – ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან – ურბნისისა და რუისის, სამხრეთიდან – მანგლისისა და წალკის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები. უძველეს საქრისტიანო კერაზე საეკლესიო შენობა-ნაგებობათა ღვთისმსახურებისათვის აღდგენა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც რუის-ურბნისის და სხვა ეპისკოპოსთა და სამთავისისა და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, რომლის კათედრა და რეზიდენცია სამთავისისა და გორის საკათედრო ტაძრებია. ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილისა II-III საუკუნეების პირველქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა, რომელსაც ქართლის მთავარეპისკპოსის წოდების მქონე მცხეთის სამთავროს საყდარზე მჯდომი მღვდელმთავარი განაგებდა. ქართლის სამეფოში გორის როგორც, ქალაქის მნიშვნელობის გაზრდას მალევე მოყვა გორისთვის სამიტროპოლიტო წოდების მინიჭებაც, თუმცა პირველად გორის მღვდელმთავარი “გორის სამიტროპოლიტოს მმართველი 1748 წელს იხსენიება, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცილებით ადრე ვრცელდებოდა ქართლის მთავარეპისკოპოსის სახელით ცნობილი მღვდელმთავრის იურისდიქცია, მაგალითად 1769 წელს მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი წყვეტს გორის მართლმადიდებელ ქრისტიანთა საეკლესიო საქმეეებს, ხოლო მთავარეპისკოპოს ბესარიონის შესახებ 1768 წლის ერთ-ერთ სიგელში ხაზგასმულია, რომ ის "გორში მსახლობელთ ქართველთ ეპისკოპოსი არის, და ამის სამწყსონი არიან”, მთავარეპისკოპოსი პაისიოსი კი 1801 წელს გაცემულ სიგელში აღნიშნავს: “პირველად ესე, რომ მე გორის ეკლესიის და სამწყსოსი ეპისკოპოსი ვარ". 1789 წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქართლ-კახეთის ეპარქიების ჩამონათვალში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ II (1788-1811 წწ) აწერს, ასეთ რამეს ვკითხულობთ “სამთავროისა ეკლესია, რომელიცა არს მცხეთას, მახლობელ დიდისა კათოლიკე ეკლესიისა; ამისი სამწყსო არს, დიდს ლიახვსა და რეხულას შუა მყოფნი სოფელნი რიცხვით სამეოცნი. და ამასვე ჰყავს სამწყსოდ თავადნი ორნი და აზნაურნი ოცდაოთხნი გვარნი”. 1811 - 1917 წლებში გორის ეპისკოპოსები საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსებად ინიშნებოდნენ. 1917 წელს გორის ეპარქიის ბაზაზე ურბნისის ეპარქია შეიქმნა, რომელშიც მთელი შიდა ქართლი გაერთიანდა, ხოლო 1995 წლიდან კვლავ აღდგა სამთავისისა და გორის ეპარქიის სახით.

წყარო:  http://www.sg-sakdari.ge/istoria.php

 

ეპარქიის  ციხესიმაგრეები და  ეკლესია - ტაძრები:

ქალაქი გორი:

  • ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი;
  • ხარების ტაძარი;
  • ყოვლადწმიდა სამების ტაძარი;
  • ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი;
  • ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ტაძარი;
  • წმიდა ნიკოლოზის ტაძარი;
  • წმიდა ნინოს ტაძარი;

 

ქალაქი კასპი:

  • ეკლესია შუბნიშანი;
  • კვირაცხოველის ეკლესია;
  • მაცხოვრის ეკლესია;
  • მთავარანგელოზის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;

 

ვარიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

ბერბუკის მთავარანგელოზის ტაძარი;

სკრის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია;

ზერტის ღვთისმშობლის შობის ტაძარი;

არბოს წმიდა გიორგის ტაძარი;

გორიჯვრის წმიდა გიორგის ტაძარი

 

ფხვენისი:

  • იოანე ნათლისმცემლის ტაძარი;
  • წმიდა გიორგის ტაძარი;

 

ყელქცეულის წმიდა გიორგის ტაძარი;

ხვითის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

მეღვრეკისის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი;

ერგნეთის ღვთისმშობლის ტაძარი;

უფლისციხის წმიდა გიორგის ტაძარი;

 

არაშენდა:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • მთავარანგელოზის ეკლესია;

 

ფლავის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი;

სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარი

ტყვიავის ჯვართამაღლების ტაძარი.

საქაშეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი.


ქალაქი კასპი:

  • თეოდორე ტირონის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

 

ახალციხის კვირაცხოვლის ტაძარი;

კავთისხევის წმიდა გიორგის ორი ეკლესია;

ოკამის წმიდა გიორგის ტაძარი;

დოესის წმიდა სამების ტაძარი;

ახალქალაქის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

გომის ნათლისმცემლის ტაძარი;

ერთაწმინდის წმიდა ევსტატი პლაკიდას ტაძარი;

ნიაბის წმიდა გიორგის ტაძარი;

ზემო ხანდაკის წმიდა გიორგის ტაძარი;

ქვემო ხანდაკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

ეზატის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი.

სობისის წმიდა გიორგის ტაძარი.

გორის ციხის მცირე ეკლესია ცხრაკარაში;

ავკვეთის ეკლესია;

 

არბო:

  • წმიდა გიორგის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის მცირე ტაძარი;

 

აძვი:

  • წმიდა გიორგის ტაძარი;
  • სამების ტაძარი;

 

ახალდაბა:

  • აღვთისმშობლის ტაძარი;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;
  • მთავარანგელოზის საყდარი;

 

ახალუბნის ახალჯვრის ეკლესია;


ახრისის:

  • სამების ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ტაძარი;
  • კვირაცხოვლის ტაძარი;

 

ბერბუკი:

  • ღვთისმშობლის ტაძარი;
  • კვირაცხოვლის ტაძარი;

 

ბერშუეთი:

  • მთავარანგელოზის ტაძარი;
  • სამების ტაძარი;

 

ბნავისის ეკლესია;

ბიისის ეკლესია;

 

ბობნევი:

  • იოანე ნათლისმცემლის, კოშკების ეკლესია;
  • კევის ეკლესია;
  • კვირაცხოვლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

გაიჩაანთუბნის წმიდა გიორგის ეკლესია;

გარდატენი:

  • წეროსხევის ეკლესიის კომპლექსი:( ღვთისმშობლის ეკლესია, დარბაზული ეკლესია)
  • გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია;
  • მწვანე საყდარი, ფერისცვალების საყდარი;
  • წედისის ციხის ეკლესია - მთავარანგელოზის საყდარი;
  • წმიდა ნინოს ეკლესია;
  • ჯებირის ეკლესია;
  • კვირაცხოვლის ეკლესია;
  • ოქროიანთ საყდარი, იგივე წმიდა ნინოს ეკლესია;
  • სვეტიცხოვლის დაბაზული ეკლესია;
  • წმიდა ბარბარეს ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

დიდი გარეჯვრის ღვთისმშობლის ეკლესია;

დიდი მეჯვრისხევი:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • კვირაცხოვლის ეკლესია;
  • უსანეთის წმიდა გიორგის ეკლესია;

 

დიდი წერეთის ღვთისმშობლის ეკლესია;

დიცის ღვთისმშობლის ეკლესია;

ერგნეთის ღვთისმშობლის ეკლესია;

ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია;


ზემო სობისი:

  • კვირაცხოვლის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;

 

ზემო ქსოვრისი:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

 

ზემო ხვითი:

  • სამების ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

 

ზერტი:

  • წმიდა გიორგის ტაძარი;
  • წმიდა გიორგის ტაძარი;
  • კვირაცხოვლის ტაძარი;

 

ზეღდულეთი:

  • ღვთისმშობლის ტაძარი;
  • ღვთისმშობლის ტაძარი;

 

თედოწმინდის წმიდა თეოდორეს ტაძარი;

თერგვისის ღვთისმშობლის ეკლესია (5X8)დარბაზული;

თორტიზა:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

 

კარალეთი:

  • წმიდა სამების ტაძარი;
  • წმიდა პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს ტაძარი;
  • კარალეთის ღვთისმშობლის ეკლესია;

კვარხითის წმიდა გიორგის ეკლესია;

კირბალი:

  • კვირაცხოვლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;
  • ლომისის წმიდა გიორგის ეკლესია;

 

კოშკები:

  • წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია (საწყალი);
  • ტყუპის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • გომართას წმიდა გიორგის ეკლესია;
  • ქვემო რიეთის ეკლესია;
  • ნათლისმცემლის ეკლესია;
  • ზემო რიეთის ღვთისმშობლის ეკლესია;
  • ჭადიჯვარის ეკლესია;

 

სკრის ხეობა:

  • გალისხევის ღვთისმშობლის ეკლესია;
  • გომარეთის წმიდა გიორგის ეკლესია;
  • ელენთის წმიდა გიორგის ეკლესია;
  • მწვანე საყდარი;
  • ქაშეთის ხატინაფეხურის საყდარი

 

მარანას წმიდა გიორგის ეკლესია;

მერეთის ეკლესია;

მღებრიანის კლიკის ჯვრის ეკლესია;

ნადარბაზევის წმიდა გიორგის ეკლესია;

ორთაშენის წმიდა გიორგის ეკლესია;


ოლოზი:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია;

პატარა გარეჯვარი:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

 

პატარა მეჯვრისხევი:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

 

საქაშეთი:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

 

საყავრე:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

 

სვენეთი:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • წყვილი წმიდა გიორგის ორი ეკლესია;

ტინისხიდის ღვთისმშობლის ეკლესია;

ტირძნისი:

  • დედაღვთისას ეკლესია;
  • კვირაცხოველი ეკლესია;
  • სამების ეკლესია;

 

ტყვიავი:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;
  • ძელიჭეშმარიტის მშენებარე ეკლესია;

 

უფლისციხე:

  • კიკილიაანთ ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • ყვავის საყდარი;
  • დასავლეთის ეკლესია;

 

ფიცესის საორბისის წმიდა გიორგის ეკლესია;

ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია;

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი (სამრეკლო, ეკლესია, სადგომები);

ქვემო სობისის წმიდა გიორგის ეკლესია;

 

ქვემო ხვითი:

  • სამების ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

 

ქიწნისი:

  • სამების ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;

 

ქორდა:

  • მთავარანგელოზის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • წმიდა ბარბარეს ეკლესია;

 

ღვარების წმიდა გიორგის ეკლესია;

შავშვების ღვთისმშობლის ეკლესია;

შინდისი:

  • კვირაცხოველის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • ნათლისმცემლის ეკლესია;
  • სტეფანწმიდის ეკლესია;
  • წმიდა ნიკოლოზის ეკლესია;

 

ძევერა:

  • იოანე ნათლისმცემლის ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

 

წედისი:

  • ღვთისმშობლის ეკლესია;
  • ხვედელას ეკლესია;

 

წითელწყარო:

  • მთადეკეულის წმიდა გიორგის ეკლესია;
  • იოანე ნათლისმცემლის ეკლესია;
  • ჭიათას ეკლესია;

 

ხელთუბანი:

  • აგიას საყდარი;
  • პეტრე მოციქულის ეკლესია;
  • სამების ეკლესია;
  • წმიდა გიორგის ეკლესია;

 

ხიდისთავი:

  • ღვიანიანთ საყდარი;
  • ახალჯვრის ეკლესია;

 

ჯარიაშენის წმიდა გიორგის ეკლესია.

 

აღაიანი:

  • აღაიანის ნინოწმიდის ეკლესია;
  • აღაიანის გიორგის ეკლესია;

ახალქალაქის წმიდა თეოდორეს ეკლესია

ახალშენის წმიდა გიორგის ეკლესია

ახალციხე:

ახალციხის ეკლესია;

ზედაჯვრის ეკლესია;

ნასოფლარის ზედაჯვარი, წმიდა ჯვრის ეკლესია;

ნასოფლარი ორბეთი, კვირაცხოველის ეკლესია;

ბარნაბიანთკარის მთავარანგელოზის ეკლესია;

ბარნაბიანთკარის წმიდა გიორგის ეკლესია;

გარიყულას ფავნისის წმიდა გიორგის ტაძარი;

გომისჯვარის იოანე მახარებლის ეკლესია;

გომისჯვარის წმიდა გიორგის ეკლესია;

გოსტიბე (ახალქალაქი):

კაბერის მცირე ტაძარი;

წმიდა გიორგის ეკლესია;

სალომიის ლომისის ტაძარი;

წმიდა სამების ეკლესია;

გრაკალის ეკლესია (დარბაზული);

გრაკალის ეკლესია (გვ. ფეოდ. ხანა);

გუდალეთი (კავთისხევი):

ღვთისმშობლის ტაძარი;

კაციაანთ ეკლესია;

კვირაცხოვლის ეკლესია;

მთვარანგელოზის ტაძარი;

წმიდა გიორგის ეკლესია;

წმიდა ესტატეს ეკლესია;

წმიდა მარიამის ეკლესია;

წმიდა მარინეს ეკლესია;

ჭოტისუბნის წმიდა გიორგის ეკლესია;

დოესის წეროაანთ წმიდა გიორგის ტაძარი;

ერთაწმინდა (ახალქალაქი):

გარგარის წმიდა გიორგის ტაძარი;

ცუცუბნის წმიდა თევდორეს ეკლესია;

რენეს (ზემო რენეს) ეკლესია;

ზემო ჩოჩეთი (ახალქალაქი):

მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია

წმიდა გიორგის ეკლესია

წმიდა სამების ეკლესია

ზემო ხანდაკი

კალობანის ეკლესია

სამების ეკლესია

წმიდა გიორგის ეკლესია

წმიდა თევდორეს ეკლესია

თეზი (ოკამი):

კვირაცხოვლის ტაძარი

წმიდა გიორგის ტაძარი

თელათგორის (წინარეხი) წმიდა გიორგის ეკლესია

თვალადი:

კავთის ღვთისმშობლის ტაძარი

კავთის წმიდა გიორგის ეკლესია

მეფეთ სადგომის ეკლესია

წმიდა გიორგის ეკლესია

წმიდა ნიკოლოზის ეკლესია

იგოეთი:

ფუნაგისის წმიდა გიორგის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია

წითელი საყდარი

იდლეთი:

იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია

კვირაცხოვლის ეკლესია

მიქელ-გაბრიელის ეკლესია

კავთისხევი:

კატაულას წმიდა გიორგის ეკლესია

ლომისის ეკლესია

ციხაგორას ტაძრის კომპლექსი

ძლევის ქედის წმიდა გიორგის ეკლესია

წმიდა გიორგის ეკლესია

წმიდა ნიკოლოზის ეკლესია

კაპრაშიანის საქრისის ტაძარი

კოდისწყაროს წმიდა თევდორეს ტაძარი

ლამისყანას ღვთისმშობლის ტაძარი

მეტეხი:

ამაღლების ტაძარი

კვირაცხოვლის ტაძარი

ნოსტე:

ნათლისმცემლის ტაძარი

წმიდა გიორგის ტაძარი

ნასოფლარი ოძისის წმიდა გიორგის ტაძარი

წმიდა სტეფანეს ტაძარი

ოკამის ღვთისმშობლის ტაძარი

პანტიანის ეკლესია

წმიდა გიორგის ტაძარი

ჯვარიპატიოსნის ტაძარი

რკონი (ნასოფლარი):

რკონის ციხის ეკლესია

სამოჭალოს წმიდა გიორგის ეკლესია

სვიმონ მესვეტის სავანე

ნანაანთ წმიდა ნიკოლოზის ტაძარი

სასირეთის (ყარაღაჯი) წმიდა გიორგის ეკლესია

საქადაგიანოს წმიდა დემეტრეს ტაძარი

ფაშიანი:

გულისყურის ტაძარი

თელეთის ტაძარი

ქვემო ჭალა:

ღვთისმშობლის ტაძარი

სხვილოს ციხდარბაზის კომპლექსი

ქედას წმიდა გიორგის თაძარი

წმიდა გიორგის ტაძარი

ჩაჩუბეთი:

ღვთისმშობლის ტაძარი

დებციხის ტაძარი

ზირთის წმიდა გიორგის ტაძარი

საბოლიის ტაძარი

თეკნელას წმიდა გიორგის ტაძარი

ცხავერი:

ღვთისმშობლის ტაძარი

კვირაცხოვლის ტაძარი

წმიდა გიორგის ტაძარი

წინარეხი:

თავკავთის კომპლექსი

მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსია

ბოტისის ღვთისმშობლის ტაძარი

ეკლესია ძუძუხატი

ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

ელიას ტაძარი

საკურთხისის მაცხოვრის ტაძარი

საკურთხისის წმიდა გიორგის ტაძარი

წმიდა თევდორეს ტაძარი

ჯვარიპატიოსნის ტაძარი

ჭყოპიანი, დრისის ჯავახიაანთ ციხის კომპლექსი

წიფორის წმიდა გიორგის ტაძარი

ხვითის წმიდა გიორგის ტაძარი

ხოვლე:

კვართის წმიდა გიორგის ეკლესია

წმიდა გიორგის ეკლესია

წმიდა თევდორეს ეკლესია

გამოყენებული ბმულები:

http://www.sg-sakdari.ge/istoria.php