topmenu

 

ალვანი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება

 

ალვანის ძეგლები (ახმეტის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:

1. ალვანელი დ. ალვანის ძველი ნაშთები //კვალი., 1897.-N6, გვ.128-130; N7, გვ.145-148. - //ალვანის ისტორია. აღწერილია ალვანის მოსაზღვრე ტყიან ქედზე მდებარე ღვთისმშობლისა და ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები.

2. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები - თბ., 1962, გვ.31.- //ნათლისმცემლის ეკლ ესიის კედლის მოხატულობაზე ლეონ მეფის გამოსახულებასთან შემორჩენილი წარწერის ანალიზი.

3. ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება თბ., 1994, გვ.134-135. //ალვანის სამების ტაძრის აღწერილობა. განხილულია სამშენებლო ტექნიკა, გეგმა, ფასადთა მორთულობა. დათარიღებულია XVI საუკუნით.

4. ბოჭორიძე გ. თუშეთი.- თბ., 1983.- გვ.63. - //ალვანის მატერიალური კულტურის ძეგლების: ნათლისმცემლის ეკლესიის, ცხრაკარის, კაკლიანის სასახლის მახლობლად მდებარე კოშკის, ეკლესიისა და სამების ეკლესიის მოკლე აღწერილობები.

5. ვაჩნაძე მ. მოხატული კანკელი ალვანის ნათლისმცემლის ეკლესიიდან //ძეგლის მეგობარი -1979, N50, გვ.56-62. - XVI საუკუნეში ლევან კახთა მეფის დაკვეთით მოხატული კანკელის მხატვრული ანალიზი.

6. ვაჩნაძე მ. კედლის მხატვრობის ძეგლები //ძეგლის მეგობარი - 1973, გვ.41-49. - ალვანის იოანე ნათლისმცემლის, გრემისა და ახალი შუამთის ეკლესიათა კედლებზე შემორჩენილი ლევან კახთა მეფისა და თინათინ დედოფლის პორტრეტულიგამოსახულებათა განხილვა.

7. ზაქარაია პ. XVI-XVIII საუკუნეების სასახლეები //საქართველოს მუზეუმის მოამბე, XXIV B, 1963, გვ.106-107. - მოცემულია ალვანში "ცხრაკარას" სახელით ცნობილ ნაგებობათა კომპლექსის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

8. ქადეიშვილი ი. ჟალეთის ხუროთმოძღვრული ძეგლი - თბ., 1964, გვ.71. - მოხსენიებულია ალვანის ნათლისმცემლის ეკლესია.

9. ალვანი //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში - თბ., 1951, გვ.329-332. - ალვანის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბაზილიკური ეკლესიის მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, კანკელზე და სვეტებზე შემორჩენილ ფრესკულ წარწერების პალეოგრაფიულ-ენიბრივი ანალიზი.

10. ალვანი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი - თბ., 2004, გვ.316-319 // განხილულია იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკური ეკლესიის საკურთხეველში, დასავლეთის კედელზე, თაღებსა და სვეტებზე შემორჩენილი ბერძნული წარწერები.

11. შავხელიშვილი ა. თუშეთი - თბ., 1987, გვ.125-127. - ზემო ალვანში მდებარე ორი ეკლესიის: სამებისა და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება და კედლებზე შემორჩენილი წარწერების ანალიზი.

12. ხელაშვილი მ. საისტორიო მასალა //ივერია - 1890, 8 ივნ. (N119),  გვ.2-3. // სოფ.ალვანში, "ტახტის გორზე" აგებული ძველი ეკლესიისა და პალატის შესახებ.

13. რჩეულიშვილი ლ. პართენოზ ხარჭაშნელის საგვარეულო საძვალე // ქართული ხელოვნება - 1987, N9, გვ.75-88. // სოფ.ალვანის კიჩხოვანის მიდამოებში აგებული ხუროთმოძღვრული კომპლექსის (საკულტო-ბაზილიკური, ცალნავიანი ეკლესია და მრავასართულიანი საცხოვრებელი ციხე-კოშკი) მხატვრულ-ხუროთმოძღვრული აღწერილობა.

14. ციცხვაია ხ. ლევან მეფის სასახლე // ბახტრიონი (ახმეტა). - 1966 (22 დეკემბერი). - ალაზნის პირას, ალვანის ახლოს აშენებული, ცხრაკარას სახელით ცნობილი სასახლის აგების თარიღის განსაზღვრა.

15. საყვარელიძე თ. ზემო ალვანის ბაზილიკა //ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვ. II: საკითხავი ყმაწვილთათვის - თბ., 2007, გვ.48. - მოკლე ცნობა VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული, იოანე ნათლისმცემლის სახ. სამნავიანი ბაზილიკის შესახებ. ტექსტს ერთვის ბაზილიკის აღმ. ფასადის ფოტო.

16. სივსივაძე შ. ალვანის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია // "მადლი", 1991, 28 მაისი.-გვ.7.

17. ალვანი. ზემო ალვანი. ქვემო ალვანი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ 1., ტ 4., ტ. 10., თბილისი, 1975 - 1986 წწ....,  გვ.304. 506, 512.

18. ზემო ალვანი//საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.2, თბილისი 2008, გვ. 80 - 87.

19. ქვემო ალვანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.2, თბილისი 2008, გვ. 148-150.