topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ქალაქი ქუთაისი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ქალაქი ქუთაისი

ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ.წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ.წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით: «მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე... მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან... სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კიკვიტატიდსო» შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის ციხე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ესეც, ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, სამეცნიერო ჰიპოთეზების საგანია. წყაროთა მონაცემები მწირია. ასევე ზოგადია ცოდნა ძველი ქუთაისის გარეგნული იერ-სახის შესახებაც. ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIX ს.) ცნობით: «ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა, უწოდებენ აწ ქუთაისი» აია-კოლხეთის დედაქალაქი კჳტაიისი [კოტაისი, კუტაია, კჳტაჲა] პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის "არგონოვტიკა" (ძვ.წ. III ს.), ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემა. «აქ კჳტაიისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როცა ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კჳტაიელი აიეტის კოშკებს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს, სადაც მუხის წვერზე ჩამოკიდებულ საწმისს... უთვალთვალებს საზარელი დრაკონი» (არგონავტიკა, აპოლონიოს როდოსელი) "კჳტაიისის ხმელეთი", ანუ ქუთაისი მისი მიმდებარე მიწებით ბიზანტიელ ავტორებთან "მოხირისად" იწოდება; ქართულ მატიანეებში XI საუკუნიდან ამ სახელწოდებას "ქუთათისის ქუეყანა" ცვლის, XVIII საუკუნეში კი - "ვაკე". XVIII საუკუნეში "ვაკის" მცხოვრებნი იმერეთის მეფის ერთგულებაზე იფიცებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, მათ "ფიცისკაცები" ეწოდებოდათ.

http://ka.wikipedia.org/wiki/



ქუთაისი, მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:

1. ბერიძე ვ. ქუთაისი //ბერიძე ვ. XVI-XVIIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება. ტ.1. - თბ., 1983. - გვ.63-70. - გვიანფეოდალური ხანის ქუთაისის ხუროთმოძღვრული სახის წარმოჩენა ძველ მოგზაურთა ცნობებისა და რუქების დახმარებით.

2. ადრეშუასაუკუნეების ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (V-X სს.) დასავლეთ საქართველო: ქუთაისი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.100-106. - "დიდი ქუთაისის" ციხის არქეოლოგიური გათხრების პირველი შედეგები. ციხის აღწერილობა ამბროზიო კონტარინის (XV ს.), შარდენის, გიულდენშტედტისა და ტიმოთე გაბაშვილის ცნობებზე დაყრდნობით. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.47-49; ტაბ.28,29).

3. "ოქროს ჩარდახი "  - მიხეილ ნიკოლეიშვილი // ძეგლის მეგობარი, 1970, კრ. 22, გვ.49 - 52

4. ომარ ლანჩავა, ნონა ქარციძე - უქიმერიონი - "ციხე - ქალაქი წყალწითელია". ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შრომები, ტ.XIX. 2009 წ., გვ.9. YDK 947+922. ქ.845. (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

5. იური სიხარულიძე (ივ.ჯავახიშვილის საქ.ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომელი) -  „უხეიმერიონის“ ადგილმდებარეობა (წინასწარი ცნობა) // ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1970 წ., კრ 21, გვ.39 - 41

 

 

 

ქუთაისის ამაღლების სახ. ეკლესია:

1. კეზევაძე მ. მაცხოვრის ამაღლების ეკლესია //გაზ. ქუთაისი", 1989(7 ივნ.). - გვ.4. - საფიჩხიის ტერიტორიაზე 1890-1893 წლებში აგებული ეკლესიის თაობაზე. გაბრიელ ეპისკოპოსის წვლილი ეკლესიის დაარსებაში.

2. წიკლაური გ. ძველი ძეგლის ახალი სიცოცხლე //გაზ. "ქუთაისი", 1989 (17 მაისი). - გვ.3. - საფიჩხიის მოედანზე აგებული ამაღლების სახ. ეკლესიაზე.

3. ჭუმბურიძე ს. ამბავი თეთრი ტაძრისა //გაზ. "ქუთაისი", 1989 (14 მარტი), გვ.2. - მოკლე ცნობა ეკლესიის შესახებ.

 

 

 

 

 

 

1. ბაგრატის ტაძრის კომპლექსი

2. მწვანე ყვავილას კომპლექსი

3. იმერეთის მეფეთა სასახლე ოქროს ჩარდახი

4. ჯაჭვის ხიდი

5. გელათის სამონასტრო კომპლექსი