topmenu

 

ალევი - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

 

 

ალევის სამება (ახალგორის რ-ნი):

1. ალევის სამება //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.I, თბ., 1975, გვ.287. მოკლე ცნობები ძეგლის შესახებ.

2. გვასალია ჯ. "ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები" //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, III, თბ., 1967, გვ.42. // მოკლე ცნობები VIII-IX სს.-ით დათარიღებული ალევის სწორკუთხა საკურთხევლიანი, დარბაზული ტიპის ეკლესიაზე.

3. გვასალია ჯ. "ქსნის ხეობის ძეგლები" // ძეგლის მეგობარი XXI, თბ., 1970, გვ.13-14. წარმოდგენილია შუა და გვიანფეოდალური ხანის ალევის სამების სწორკუთხა დარბაზული ტიპის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

4. მაკალათია ს. "ქსნის ხეობა" - თბ, 1968, გვ.93-94. ვახუშტის ცნობები ალევის სამების შესახებ.

5. ზანგურაშვილი ვლ. - "ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის ეკლესია - მონასტერები" - თბ., 2007, გვ.36. ძეგლის მდებარეობა და მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან:ვახუშტი ბატონიშვილი, პლატონ იოსელიანი.

6. "სოფ.ალევი. ეკლესია სამება //შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა" - IV, თბ., 2008, გვ.7. "ოქროსკარიანი" სამების სახელობის, უნაგირას მთის წვერზე ნაგები ეკლესიის (VIII-IX სს.), მცირე ეკლესიისა (X ს.) და სხვადასხვა სათავსოს მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის გეგმა და ფოტოები.