topmenu

 

თერჯოლის რაიონის ისტორიული ძეგლები

<უკან დაბრუნება

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ - (+)


თერჯოლის რაიონის ისტორიული ძეგლები გეოგრაფიული მდებარეობით

  1. სოფელი ბარდუბნის ეკლესია (წმ. მოწამენი დავითი და კონსტანტინე მხეიძეების სახ.)
  2. გოგნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ბერციხის ნანგრევები. წმ.გიორგი ყურუგდებულის სახ. მამათა მონასტერი
  3. გოდოგანის მაცხოვრის სახ.(X ს.) და 1873 წლის ეკლესია,
  4. პალეოლითური მღვიმე (საკაჟია) გოდოგანში
  5. ზედა სიმონეთის წმ.გიორგის სახ. ეკლესია (IX-XIII სს., ლაპიდ წარწ).
  6. თავასის ეკლესია (წარწ. მხატვრობა)
  7. თუზის ორი ეკლესია:  წმ.გიორგის (XI-XII სს.) და განვით. შუა საუკუნეების
  8. ნაგარევის ხიდი (1667 წ. აგებული გელათის ეპისკოპოსის გედეონის მიერ)
  9. ნავენახევის ორსართულიანი მღვიმე
  10. სკანდეს ძეგლები - ციხე (შუა საუკუნეები) და ეკლესიები
  11. ღვანკითის დედაღვთისა (XII სს., ლაპიდ. წარწ.)
  12. ჩიხორის ნაქალაქარი
  13. ჩხარის წმ.გიორგის ეკლესია, სამრეკლოს, ციხისა და მეფის სასახლს, ღვთისმშობლის ეკლესიის და სამრეკლოს ნანგრევები (XV ს), მაცხოვრის ეკლესია, საკვირაოსა და საჯვარეს ნაშთები, II საუკუნის სამარხები, გალავანი (გვიანი შუასაუკუნეები).
  14. ჭალასთავის შუა საუკუნეების ხიდი (1668 წ. ააგო გაენათელმა ეპისკოპოსმა გედეონმა)
  15. ჭოგნარის ორი ეკლესია, მათგან ერთი ამაღლების სახელობის.
  16. ძევრის მღვიმე და არქოლოგიური ძეგლი - საგვარჯილე

 

სტრატეგიული ციხესიმაგრეები და ნაქალაქარები

  • სკანდის ციხე // ადრეული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, წერილობით წყაროებში ჯერ კიდევ VI საუკუნიდან (ბიზანტიელი ისტორიკოსების მიერ) იხსენიება. ციხე კონტროლს უწევდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ სავაჭრო-სტრატეგიულ გზას. საუკუნეების მანძილზე იგი იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციასაც წარმოადგენდა
  • ჩიხორის ნაქალაქარი //ისტორიული პუნქტი, სადაც ქართული ფეოდალური ხანის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამხედრო მოვლენები ვითარდებოდა (მათ შორის ცნობილი ჩიხორის ბრძოლა 1463 წელს).
  • ბერციხის ნანგრევები და ჩხარის ციხე // სოფელ გოგნსა და ჩხარში შემორჩენილი შუა საუკუნეების თავდაცვითი ნაგებობების ნაშთები

 

სამონასტრო და საეკლესიო არქიტექტურა

  • ჩხარის მაცხოვრის აღდგომისა და წმინდა გიორგის ეკლესიები
  • გოგნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია // სოფელ გოგნში, მაღალ მთაზე მდებარე წმინდა ადგილი, სადაც ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული — „გოგნობა“
  • ზედა სიმონეთის წმინდა გიორგის ეკლესია // IX-XIII საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი, რომელიც ფასადზე შემორჩენილი უძველესი ლაპიდარული (ქვაზე ნაკვეთი) წარწერებითაა ცნობილი
  • ღვანკითის დედაღვთისა (XII ს.),
  • თუზის წმინდა გიორგის ეკლესია (XI-XII სს.)
  • ყურუგდებულის მამათა მონასტერი ბარდუბანში

 

პრეისტორიული და არქეოლოგიური ძეგლები

  • ძევრის სახიზარი // სოფელ ძევრში მდებარე კლდეში ნაკვეთი ისტორიული კომპლექსი. იგი საუკუნეების განმავლობაში, მტრის შემოსევების დროს, ადგილობრივი მოსახლეობის საიმედო თავშესაფარსა და საფორტიფიკაციო პუნქტს წარმოადგენდა
  • საკაჟიის მღვიმე (გოდოგანი) // მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური და პალეოლითური ძეგლი. აქ აღმოჩენილია ქვის ხანის (კრომანიონელი) ადამიანის ზედა ყბის ფრაგმენტები, უძველესი იარაღები და გადაშენებული ცხოველების ძვლები
  • საგვარჯილეს გამოქვაბული // სოფელ ძევრთან მდებარე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრეისტორიული ძეგლი, რომელიც ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს (ქვის ხანიდან ბრინჯაომდე) ასახავს.