topmenu

 

ზესტაფონის რაიონის ისტორიული ძეგლები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


ზესტაფონის რაიონის ისტორიული ძეგლები

1. ალავერდი (წმ.გიორგის ეკლესია XVII ს., მწყერიციხე VIII ს.)

2. არგვეთა (წმ. გიორგის ეკლესია XVII-XVIII საუკუნე )

3. ბოსლევი (სამეთვალყურეო კოშკის ნანგრევები VII სს., ციხე ყვირილის ხეობაში (XII ს.,)

4. დილიკაური - ღვთისმშობლის ეკლესია VI ს., ციხის ნანგრევები V ს., დამწვარი ციხე

5. დიდი განთიადი წმ. გიორგის ეკლესია (XVIII ს.)

6. ზედა საქარა - წმ.გიორგის სახ. ეკლესია IX ს., წმ. გიორგის ეკლესია XI ს., ჯვარცმის ეკლესიის ნანგრევები, მაცხოვრის ეკლესია XVI-XVII სს. -გულბანდიანის "კონწოლია" ეკლესია // ასე მოიხსენიებს მოსახლეობა სოფ. ზედა საქარაში თავაძეების უბნის წმინდა გიორგის სახელობის IX-X საუკუნეების ძეგლს. გუმბატიანი ჯვრის ტიპის ბაზილიკა თლილი ქვისა და კირისაგანაა ნაშენი. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარეთ - წახნაგოვანი, აქვს რვა სარკმელი. ჯვარცმის სახელობის ეკლესია, აგებულია XIX საუკუნეში. მაცხოვრის სახელობის ეკლესია ფუტკარაძეების უბანში, აგებულია VIII საუკუნეში. მაცხოვრის ეკლესია, აგებულია XVI-XVII საუკუნეებში.)

7. ზედა შროშა - წმ.გიორგის ეკლესია XIV ს.)

8. ზორვეთი - წმ.გიორგის ეკლესია VIII ს., სამეთვალყურეო კოშკი ადრე ფეოდალური ხანის XII ს.)

9. თვრინი - თვრინის ციხე-დარბაზი და ჯვართამაღლების ეკლესია, XII ს.)

10. ილემი - შემოქმედის ეკლესია XI-XII სს; წმ. გიორგის ეკლესია გორგაძეების უბანში, აგებულია XIX საუკუნეში.; ვაჭევში - დედოფლის მამული..)

11. კვალითი - წმ.ბარბარეს ეკლესიის ნანგრევები. წმ.გიორგის ეკლესია XIX ს.)

12. მეორე სვირი: ნაპურადევის ციხე, თომა მოციქულის ეკლესია, მთავარანგელოზის ეკლესია XIX ს. - თომა მოციქულის ეკლესია, მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესია გაბეხაძეების უბანში, აგებულია XIX საუკუნეში. წმინდა გიორგის ეკლესია, აგებულია VIII საუკუნეში.; ნაპურადევის ციხე.

13. პირველი სვირი - წმ.გიორგის ეკლესია, ვირსაყდარა ხოხოულა ტერიტორიაზე, აგებულია VIII საუკუნეში.; სამეთვალყურეო კოშკი.)

14. როდინაული - ციხიათას გორა, აჯამეთის მაცხოვრის ეკლესია მე-XIX ს.)

15. საზანო (კვინციხის გორა I საუკუნე, მთავარანგელოზის სახ. ეკლესია, მაცხოვრის ეკლესია, მთავარანგელოზის სახ. ეკლესია XIX ს., შიმშილაქეთის ციხე, ღვთისმშობლის შობის ეკლესია VIII ს. - // საგელათოს ეკლესია კვინწიხის გორაზე, აგებულია I საუკუნეში. ბუჯის ციხე, უნდა ეკუთვნოდეს XII საუკუნის ძეგლს, სამების ეკლესია. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. საკვირაოს ეკლესია. ბაგი-ბუგის ეკლესია - სამწუხაროს დღეს ეკლესიის შენობა საგრძნობლად დაზიანებულია. მაცხოვრის სახელობის ეკლესია.საჯვარე (ისტორიული ადგილი სოფლის ცენტრის ბოლოს). ეკლესია და ციხის კოშკები, რომლებიც დანგრეულია სიძველის გამო. სასახლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია სოფელ საზანოში, მდინარე ძუსის მარცხენა მხარეს არის ადგილი, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ამ ადგილებში მდგარა სასახლე, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ-სანადირო ადგილს წარმოადგენდა. შიმშილაქედის ციხე. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. დედაღვთისას სახელობის ეკლესია. ქალაქი ბალიასტომი - გადმოცემით, სოფელ საზანოში მდინარე ძუსის სანაპიროზე ყოფილა ქალაქი ბალიასტომი გაშენებული, ქალაქი იწყებოდა "თამარ მეფის ხიდი"-დან და მთავრდებოდა ზედა საზანოში.

16. საღვინე (წმ.გიორგის ეკლესია )

17. ტაბაკინი (წმ.გიორგის სახელობის მონასტერი VII-VIII საუკუნე. წმ.მოციქულთა სახელობის ეკლესია. ტაბაკინის მონასტერი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ეს შესანიშნავი ძეგლი სოფელ ტაბაკინის ტერიტორიაზე ზესტაფონის სამხრეთით 10 კმ-ის მოშორებით მყუდრო და იშვიათი სილამაზის ადგილზე მდებარეობს.; წმინდა მოციქულის სახელობის ეკლესია ტაბაკინში; კლდეეთი - წმ.გიორგის ეკლესია)

18. ფუთი (ციხე დარბაზი XII საუკუნე, წმ.გიორგის ეკლესია VIII ს. კვართაბელას უბანში)

19. ქვედა საქარა (სამების ეკლესია, ბეჯუაშვილების კოშკი VIII ს., თამარ მეფის ხიდი XII ს.)

20. შორაპანი (შორაპნის ციხე-ქალაქი //მდებარეობს მდინარეების ყვირილასა და ძირულის ხეობაში, აქ შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი. აგებულია I საუკუნეში ჩვ.წ. აღ-მდე.; საღვინის წმინდა გიორგის ეკლესია

21. შროშა (წმ.გიორგის ეკლესია XI-XII სს. - შროშის ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია სოფ. დიდ განთიადში XVIII ს. ზედა შროშის წმ.გიორგის ეკლესია (XIV ს.). ქედის წმ.გიორგის ეკლესია, აგებულია X-XII საუკუნეში.)

22. წევა - წმ.გიორგის ეკლესია XI-XII სს - ზესტაფონის აღმოსავლეთით 10 კილომეტრის მოშორებით ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს თლილი ქვისა და კირისაგან ნაგები ბაზილიკის ტიპის, წევის წმ. გიორგის ეკლესია, (XI-XII სს)

23. ხოხოულა - წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები (VIII ს.)

 

http://www.zestafoni.org.ge/ge/a5bdxqupqm97uc6ne/won0hd-anpzmwmw-b

http://zestafoni.ge/zestafoni.html

 

სტრატეგიული ციხესიმაგრეები

 

  • შორაპნის ციხე //ზესტაფონის ყველაზე ცნობილი ანტიკური პერიოდის ციხე-ქალაქია, რომელიც წერილობით წყაროებში ძვ.წ. IV საუკუნიდან (მეფე ფარნავაზის პერიოდიდან) იხსენიება. იგი მდებარეობს მდინარეების - ყვირილასა და ძირულას შესართავთან. ციხე სტრატეგიულად აკონტროლებდა ძველ კოლხეთში მიმავალ სავაჭრო-საქარავნო გზას
  • საზანოს ციხე //ქვედა საზანოში მდებარე შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. იგი ხეობის თავდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. იქვე მდებარეობს არქეოლოგიური ძეგლი „კვინწიხის გორა“
  • შიმშილაქედის ციხე // სოფელ შიმშილაქედში შემორჩენილი შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობა

 

 

უძველესი სამონასტრო კერები და ტაძრები

 

  • ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი // სოფელ ტაბაკინში მდებარე ადრეული შუა საუკუნეების (VII-VIII სს.) უმნიშვნელოვანესი სამონასტრო კომპლექსი. ტაძარი გამოირჩევა თავისი ხუროთმოძღვრებით, ხოლო მის ინტერიერში შემორჩენილია XVI საუკუნის უნიკალური ფრესკული მოხატულობა, მათ შორის იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის პორტრეტი. მონასტერი ისტორიულად ცნობილი იყო მწიგნობრობით
  • ილემის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია // სოფელ ილემში მდებარე შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ქვის ჩუქურთმებითა და ორნამენტებით
  • ზედა საქარის ძეგლები // სოფელ ზედა საქარაში რამდენიმე ისტორიული ძეგლია თავმოყრილი, მათ შორის IX-XI საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესიები და XVI საუკუნის „გულბანდიანის“ ეკლესია

 

 

საინჟინრო და კულტურული მემკვიდრეობა

 

  • თამარ მეფის ხიდი ჭალატყეში // სოფელ ჭალატყეში, მდინარე ჩოლაბურზე გადებული შუა საუკუნეების კლასიკური ქვის თაღოვანი ხიდი. აგებულია თლილი კვადრებითა და კირის დუღაბით, რაც მიუთითებს იმ პერიოდის მაღალ საინჟინრო ხელოვნებაზე
  • ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი // ქალაქ ზესტაფონში მდებარე სივრცე, სადაც დაცულია ყვირილის ხეობაში აღმოჩენილი არქეოლოგიური ექსპონატები. მათ შორის არის ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის იარაღები, ნუმიზმატიკური კოლექცია და ანტიკური ნივთები