|
There are no translations available.
< უკან დაბრუნება
ალანძა (ასპინძის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ალანძა, ტოლოში //საქართველო: ენციკლოპედია - თბ., 1997, გვ.90. - მოკლე ცნობა ისტორიულ მესხეთ-ჯავახეთში მდებარე VIII-IX საუკუნეების ერთნავიანი დარბაზული ეკლესიის შესახებ. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.
2. ალანძა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - ტ.I. თბ., 1975, გვ.265. - მოკლე ცნობები ალან
ძის ხუროთმოძღვრულ კომპლექსზე.
3. გაბაშვილი ტ. პორტალები ქართულ არქიტექტურაში - თბ., ტექნიკა და შრომა, 1955, გვ.17. - ალანძის [ალანძიას] დარბაზული ტიპის ეკლესის აღწერილობა და დათარიღება.
4. ვაჩეიშვილი ნ. დარბაზულ ეკლესიათა შიდა სივრცის მხატვრული გადაწყვეტის რამდენიმე თავისებურება //ძეგლის მეგობარი, 1997, N1. - განხილულია ნასოფლარ ალანძის დარბაზული ეკლესიის (VIII ს.) ხუროთმოძღვრული ფორმები. ერთვის გეგმა და ჭრილები.
5. ჩუბინაშვილი ნ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე -1956, XVII, N6. -გვ.557-564.
6. ალანძია //მირიჯანაშვილი ი. ჯავახეთის დარბაზული ეკლესიები - თბ., 2009, გვ.14-24. - მდ. ტოლოშის ხეობაში ნაგები, კომპოზიციურად შეკრული, მკაცრი ნაგებობის შიდა სივრცისა და გარე მოცულობის ხუროთმოძღვრული აღწერილობა, შედარება ოლთისის, თეთრიწყაროს, კუსირეთის, ბიეთის, არბოს, დისევისა და სხვა ეკლესიებთან. აგების თარიღის განსაზღვრა მხატვრულ-სტილისტური ანალიზის საფუძველზე. აღსანიშნავია შესასვლელის ერთადერთი გაფორმებული დეკორატიული თაღი და ორი ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილისტური ნიშნების თანაარსებობა. მოხსენიებულნი არიან: ნ. ჩუბინაშვილი, ვ. დოლიძე. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (გვ.109-112. ფოტოები ი. მირიჯანაშვილისა).
7. ალანძის (ტოლოში) დარბაზული ეკლესია // ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ.38.
|