topmenu

 

ადიში - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

ადიში (მესტიის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ადიში //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.55. - მოკლე ცნობები ადიშის მატერიალურ-კულტურულ ძეგლებზე (დარბაზული ეკლესია (X-XI ს.), წმინდა გიორგის (მოხატულობა XI- XII სს.), მთავარანგელოზის ეკლესია (მხატვრობა XII ს.), წმინდა გიორგის სახელობის მცირე ეკლესიები (მხატვრობა XI-XII სს.).

2. ვოლსკაია ა. კედლის მხატვრობა სოფ. ადიშის წმ.გიორგის ეკლესიაში //ძეგლის მეგობარი.-კრ.XVIII.-თბ.,1969.-გვ.53-58. - ძეგლის მხატვრობის ანალიზი.

3. შევიაკოვა ტ. სოფ.ადიშის (ზემო სვანეთი) გარეთ მდებარე ეკლესიის "ჯგრაგ" მხატვრობის საკითხისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.ტ.XXVII.-1961.-N3.-გვ.377-384. - ეკლესიის მოხატულობისა და მისი შინაარსის, აგრეთვე, იკონოგრაფიისა და სტილის ანალიზის საფუძველზე დადგენილია მოხატულობის შესრულების თარიღი.

4. სოფელი ადიში //თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიციები ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს .-პარიზი,1937.-გვ.234. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება.ტ.II.-თბ.,1991.-გვ.266-268. - ცნობები ადიშის მაცხოვრისა და წმ. გიორგის სახ. ეკლესიებზე, მასში დაცულ სიძველეებზე. მოხსენიებულნი არიან: პ.უვაროვა, ბართოლომეი.

5. ადიშის ხატი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.90. -  ადიშის მაცხოვრის სახ.ეკლესიაში დაცული ღვთისმშობლის ფერწერითი ქართული ხატის ბერძნული წარწერის ანალიზი.

6. იფარი //ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება): გზამკვლევი.-თბგ.,2000.-გვ.54-57. რეზ. ინგ. ენაზე. - სოფ.ჰადიშის ოთხი ეკლესიის: მაცხოვრის, მთავარანგელოზისა და წმ. გიორგის (ორი)სახ. ეკლესიების მოკლე აღწერილობა, მოხატულობის სტილის თავისებურების (დეკორატიულ-დინამიკური) შესახებ. აღნიშნულია 897 წელს შატბერდის ლავრაში გადაწერილი და მინიატურებით შემკული ე.წ. "ჰადიშის" ოთხთავი (ინახება მესტიის მუზეუმში). ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.

7. ადიში// ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი,1975, ტ.1, გვ. 96.

8. ადიშის ეკლესიები //ჟღერს ქვის ჰარმონია ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 15.