topmenu

 

აბასთუმანი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

აბასთუმნის ეკლესიები (ადიგენის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. აბასთუმანი და მისი მიდამოები //ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები. - თბ., 1970. - გვ.78-79. - XIX საუკუნეში სახელწოდება"ოძრხეს" აბასთუმნით შეცვლის თაობაზე. მოკლე ცნობა ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულია რუსეთის მეფის ტახტის უკანასკნელი მემკვიდრე გიორგი და მხატვარი მ.ნესტეროვი.

2. აბასთუმანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.I. - თბ., 1975.- გვ.14. - მოკლე ცნობა დაბა ადიგენში მდებარე ახალი ეკლესიების შესახებ.(არქიტექტორი ო.სიმონსონი, მხატვარი მ.ნესტეროვი).

3. აბასთუმანი //საქართველო: ენციკლოპედია. - 1997. - გვ.15. - აბასთუმნის (I-X საუკუნეების წყაროების მიხედვით- "ოძრხე", შუა საუკუნეებში -"ოცხე", ხოლო XIX საუკუნიდან -"აბასთუმანი") ციხის (სოფ.ვარხანთან), თამარის ციხის, მდ.ოცხის მარცხენა ნაპირზე ნაგები უგუმბათო ეკლესიისა და XIX საუკუნეში აგებული ეკლესიის მოკლე ისტორიული და ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულნი არიან: რუსეთის ტახტის უკანასკნელი მემკვიდრე გიორგი, მხატვარი მ.ნესტეროვი, არქიტექტორები: ვ.გოგიჩაიშვილი, ს.ზედგენიძე.

4. ბარნაველი თ. აბასთუმნის ერთი წარწერის შესახებ //მაცნე. - 1969. - N5. - გვ.1939 - 142. - ექვ.თაყაიშვილის მიერ აბასთუმნის ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ქვაზე შესრულებული წარწერის გამო.

5. ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე - ჯავახეთში. - თბ., 1992. - გვ.121-122. - ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის, მის აღმოსავლეთით მდებარე სამრეკლოს ნაშთის,სამწირველოს, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევების მდებარეობა და მოკლე აღწერილობა.

6. კათოლიკეთა ეკლესია //ჭიჭინაძე ზ. სამცხე - საათაბაგო. - ტფ., 1905. - გვ.110-112. - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

7. [გვარამაძე ივანე] ვინმე მესხი. ბ.რედაქტორო!//დროება. - 1881 (13მაისი). - N98. - გვ.3. - ოცხის ეკლესიის შეკეთების აუცილებლობის შესახებ.

8. ოძრხე, ოძრახე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984. - გვ.625. - აბასთუმნის ახლოს მდებარე ციხესიმაგრის მოკლე აღწერილობა.

9. ახალციხის, ტაო - კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია: აბასთუმნის წმ.პანტელეიმონ მკურნალის მონასტერი (დედათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი.- თბ., 2005.- გვ.26-27. - მოკლე ცნობა 1999 წელს დაარსებული მონასტრის შესახებ. მოხსენიებული არიან: მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ზ.ფალიაშვილი, მღვდელი ალექსანდრე გალდავა, მონაზონი ქსენია (მგალობლიშვილი), არქიტექტორი ლევან მიკუჭაძე, წინამძღვარი მონაზონი ბარაბარე (გრიგალაშვილი). ტექსტს ახლავს აბასთუმნის რომანოვების ყოფილი საზამთრო რეზიდენციის ფოტო.

10. აბასთუმანი. ეკლესია. ჯვრის კვარცხლბეკის ფრაგმენტები //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.101-104. - ეკლესიის წარწერების აღწერილობა, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.20).

11. აბასთუმანი, რუსუდანის მონასტერი //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგაროშო კრებული. - თბ., 1998. - გვ.202. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - დაბა აბასთუმანთან, ოცხისწყლისა და კურცხანას ხეობების შესაყართან მდებარე კომპლექსის პერანგგაძარცული და ძლიერ დაზიანებული, XIV-XV საუკუნეებით დათარიღებული ოთხი ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს კომპლექსის გენგეგმა.

12. აბასთუმნის (ოძრხეს) ისტორია - ს. ჭანტურია

13. ოძრახე - ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი

14. ოძრხევი* - დევი ბერძენიშვილი //ნარკვევები, გამ. "სამკალი", თბილისი 2006 წ., გვ.295-320