topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

აბაათა

<უკან დაბრუნება...<<<აფხაზეთის ძეგლები>>>

აბაათას ეკლესია მდებარეობს აფხაზეთში, ძველი გაგრის მიდამოებში, გაგრის (აბაათას) ციხის ტერიტორიაზე... ციხის გალავანი და კოშკი კარგადაა შენახული. შუა საუკუნეებში ეს ციხე კეტავდა მდინარეების გაგრიფშასა და ჟოაკვარას ხეობას და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზებს. საუკუნეების მანძილზე ციხე-კოშკი არაერთხელ დანგრეულა და განახლებულა. მეოცე საუკუნის დასაწყისში პრინც ოლდენბურგის ბრძანებით ციხის კედლის ნაწილი დაანგრიეს და შიგნით ააშენეს სასტუმრო, ზღვისკენ გამავალი გალავნის ნაწილი კი ჩაიშალა ზღვის ტალღების ზემოქმედებით.

ციხის შიგნით მდებარეობს VI საუკუნის მეორე ნახევარში აგებული სამეკლესიანი ბაზილიკა. ეკლესია აგებულია თლილი ქვით, გეგმაში რთულია - შუა ნავი საგრძნობლად განიერია. საკურთხევლის ღრმა აფსიდი ფასადზე ხუთწახნაგა შვერილის სახით გამოიყოფა, რომელშიც სამი სარკმელია გაჭრილი. გვერდითი ნავების ასევე ნახევარწრიული აფსიდები ფასადზე სწორი სიბრტყით აღინიშნება, თითოეულ მათგანზე თითო სარკმლის ღიობით. ნავები ერთმანეთს კარებებით უკავშირდებიან, რომლებიც გამჭოლად ნაწილდებიან სამივე ეკლესიის განივი ღერძის მთელ არეზე. ეკლესიას დასავლეთიდან ნართექსი აქვს მიდგმული, ერთადერთი საპარადო შესასვლელით. აქედან, სამივე ნავს დასავლეთის მხრიდან დამოუკიდებელი კარებები აქვს. აფხაზეთში ასეთი ტიპის - სამეკლესიანი ბაზილიკის შვერილით გამოხატული საკურთხევლის აფსიდიანი ნაგებობა ერთადერთ მაგალითს შეადგენს. ღვთისმშობლის სახელზე აგებული ეს ბაზილიკა უძველესია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ძველი გაგრის ტერიტორიაზე. გაგრის  ეკლესია არ გამოირჩევა  მხატვრული ღირებულებებით, ფორმები და სტრუქტურა მარტივია, ადრეული პერიოდის სამეკლესიანი ბაზილიკების ტიპისაა. მის სიძველეზე მიუთითებს  ქვათა წყობა და ადრექრისტიანული სტილი.

ეკლესიის დასავლეთ ფასადზე გამოკვეთილია წრეში ჩახატული - რელიეფური ჯვარი, რომლის ანალოგსაც ვხვდებით ბოლნისის სიონზე და მცხეთის ჯვარზე, დამახასიათებელს ადრექრისტიანული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისათვის..

ამჟამად ეკლესია არ ფუნქციონირებს.

გამოყენებული წყაროები:

http://dzeglebi.com/gverdebi/abaata.html

 

 

 

*************************************************************************

გაგრა //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ.,2005. - გვ.340.

აფხაზეთის შავი ზღისპირეთის ქალაქ გაგრის ისტორიული ტაძრებიდან შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხის ზღუდე, რომელიც გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა..<<ტექსტი სრულად აქ <<

*************************************************************************

გაგრის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II.- თბ., 1977.- გვ.612.

გაგრა - ქალაქი 1932 წლიდან... წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში გაგარის ფორმით. გაგრის ტერიტორიაზე ადამინს ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში უცხოვრია. გვიანდელ ანტიკურ ხანაში აუგიათ ციხე, რომელიც ბევრჯერ გადაუკეთებიათ...<<ტექტი სრულად აქ <<