topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

6000 წლის წინანდელი ოქროს საბადოები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

საყდრისი - ფოტოალბომის სრული ვერსია


უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა კაზრეთში

27.08.09 17:20

უნიკალური აღმოჩენა არქეოლოგიაში კვლავ საქართველოში გაკეთდა. კაზრეთში, საყდრისის მთის ფერდობებზე ძველი წელთაღიცხვის მეოთხე ათასწლეულის ბოლო პერიოდის უნიკალური მაღაროებია აღმოჩენილი. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ ამ პერიოდში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებდნენ და მადნის გადამუშავების სპეციფიკური წესიც არსებობდა.

აღმოჩენა ქართულ-გერმანულ ექსპედიციას ეკუთვნის. გათხრები 2004 წელს ტერიტორიაზე სამარხების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო. 5 წლის წინ დაწყებული კვლევისას მეცნიერებმა გვირაბები იპოვეს, რომლებშიც მაშინდელი ვერსიით, მადანი მოიპოვებოდა. 2004 წელს გამოთქმული პროგნოზი ამ ახალი მსოფლიო მასშტაბის უნიკალური აღმოჩენით უკვე საბოლოოდ დადასტურდა. ნაპოვნია მადნის მოსაპოვებელი და და დასამუშავებელი იარაღები, აღმოჩენილია ასევე მადნის გამოსაწვავი ქვით მოპირკეთებული მონაკვეთები, საცხოვრებელი ადგილები, წინასწარი დასკვნით, ოქროს ეს მაღაროები მსოფლიოში უძველესია, ასეთი უნიკალური ექსპონატები მსგავსი დანიშნულებით ეგვიპტეშიც კი არ არის ნაპოვნი. მეცნიერები გათხრებს განაგრძობენ.

http://rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=33308&pg=1&im=main&ct=0&wth=

 

ვიდეორგოლი

http://www.youtube.com/watch?v=2xpgmAV-qiM

Ein 5000 Jahre altes Goldbergwerk in Georgien (საყდრისი) 5000 წლის წინანდელი ოქროს საბადო საქართველოში, საყდრისში (დოკ. ფილმი გერმანულ ენაზე ქართული ტიტრებით

http://www.youtube.com/watch?v=gLIcUmt1KQo&feature=player_embedded

 

ინტერვიუ ირინე ღამბაშიძესთან ამ ოქროს საბადოების შესახებ

http://rtv.ge/video.php?video_id=311&width=500&height=350

ლელა ნინუას ფოტო