topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ანანურის კომპლექსი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან  დაბრუნება

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ანანური (დუშეთის რ-ნი) - ბიბლიოგრაფია:

1. ანანური //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.55. - მოკლე ცნობები ანანურის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

2. ანანური //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.I.-თბ.,1975.-გვ.428. - ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსის მოკლე დახასიათება.

3. ანანურის ციხე //საქართველო: ენციკლოპედია.- 1997.- გვ.144. - ძეგლის ისტორია და ხუროთმოძღვრული დახასიათება.

4. ანანური //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ., 1994. -გვ. 66-73. - განხილულია ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ორი ტაძარი-მცირე ეკლესია ე.წ. "ღვთაება" და დიდი ტაძარი -"ღვთისმშობელი". ერთვის საილუსტრაციო მასალა.

5. ბერიძე ვ. ანანური. თბ.,1969. -  ბუკლეტში მოცემულია ანანურის ხუროთმოძღვრულ ანსამბლში შემავალ ნაგებობათა მოკლე აღწერილობა და ისტორია.

6. ანანური //ბერიძე ვ. XVI-XVIIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1983. - ხუროთმოძღვრული კომპლექსის დახასიათება. ცალკეა განხილული ორი კოშკი- "შეუპოვარი" და "ხევსურული".

7. ბერიძე ვ. ხელოვნება //საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.IV.- თბ.,1973.-გვ.379. - მოკლე ცნობები XVII საუკუნეების ძეგლის, ანანურის ციხე-გალავნის შესახებ.

8. გვასალია ჯ. არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.V.-თბ.,1975.-გვ.71. -  მოკლე ცნობები ანანურის ზედა (XVII) და ქვედა (XVII-XVIII სს.) ციხეების შესახებ.

9. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში.ტ.I.-თბ.,1962.-გვ.270. - ანანურის კომპლექსში შემავალი დიდი ეკლესიის მოკლე აღწერილობა.

10. გორდეევი დ. ანანურის არქიტექტურული ანსამბლის შესწავლისათვის //საბჭოთა ხელოვნება.-1939.-N3.-გვ.14-38.

11. ვინოგრადოვი ვ. ანანურის ერთ-ერთი კოშკის შესახებ //ძეგლის მეგობარი.-1985.-N69.-გვ.33-36. - ანანურის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შემავალი პირამიდულსახურავიანი კოშკის მშენებლობის შესახებ.

12. ზაქარაია პ. ანანური.- თბ.,1967. - დახასიათებულია ანანურის კომპლექსში შემავალი ნაგებობები (ზედა და ქვედა ციხეები, პირამიდულსახურავიანი კოშკი, ერთნავიანი ეკლესია, მცირეგუმბათიანი ეკლესია, დიდი გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და წყალსაცავი).

13. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ციხე-დარბაზები: ანანური (არაგვის საერისთავო) //ზაქარაია პ . ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.316-327. პირამიდული კოშკები: ანანური (საფეხურებიანი სახურავით).-გვ.450-451. - საკულტო, საფორტიფიკაციო და საერო ხასიათის ძეგლებისაგან შემდგარი ანსამბლის ხუროთმოძღვრული ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: პაპუნა ორბელიანი, ვახუშტი ბატონიშვილი, შანშე ერისთავი. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.127-130;205; ტაბ.106-108; 162).

14. ზაქარაია პ. ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი.-თბ.,1953. - არაგვის ერისთავთა რეზიდენცია-ანანური. შემორჩენილი წარწერების მიხედვით მოთხრობილია კომპლექსის აგების ისტორია. ნაგებობების აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტოები და ტაბულები. რეზ. რუს. ენაზე.

15. ზაქარაია პ. დუშეთის რაიონი.-თბ.,1981.-გვ.5-6. - ანანურის ანსამბლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

16. XVI-XVIII საუკუნეების ხუროთმოძღვრება: ანანური //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII ს.ს.-თბ.,1990.-გვ.226-240. - განხილულია ძეგლის ხუროთმოძღვრება , სამხრეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერა და ტაძრის შემკულობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.54-57; ტაბ.LXXII-LXXVII).

17. ციხეები და ციხე-დარბაზები: ანანურის ციხე-დარბაზი //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხასიათის ძეგლები.-თბ.,1960.-გვ.30-33. -  ანანურის ციხეში შემორჩენილი საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობათა მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ანანურის ჩანახატი (სურ.9).

18. ციხეები და ციხე-დარბაზები: ანანური //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.115-124. - ანანურის ხუროთმოძღვრულ ანსამბლში შემავალ საკულტო, საფორტიფიკაციო და საერო ნაგებობათა აღწერილობა, მოკლე ისტორია. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.

19. სიმაგრეები: ანანური //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.82-88. - ანანურის ანსამბლში შემავალი საკულტო და სამხედრო დანიშნულების ნაგებობათა ხუროთმოძღვრული დახასიათება.

20. ზაქარაია პ. ქართული ცენტრალურ გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XVIII სს.ტ.III.-თბ.,1981.-გვ.239-267. - ანანურის მთავარი ტაძრის აღწერა და არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი.

21. XIV-XVIII საუკუნეების ხუროთმოძღვრების ზოგადი დახასიათება //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).-თბ.,1987.-გვ.68-69. - ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსის მოკლე აღწერილობა.

22. ქართველიშვილი თ. ნაბზარი რაა, ყველა შენი ნაკაწრიც მტკივა //არტანუჯი.-1998.-N6.-გვ.4-8. - ჟინვალის წყალსაცავის აშენების შედაგად ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსში შექმნილი ვითარების შესახებ.

23. შმერლინგი რ. დოლიძე ვ. თბილისიდან კავკასამდე.-თბ.,1988.-გვ.12-13. - აღწერილია არაგვის ერისთავთა საგვარეულო ციხე, ანანური. ერთვის ფოტოსურათები და ტაბულები.

24. გვიანფეოდალური პერიოდის არქოტექტურა (XV-XVIII სს.): ანანური //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია .-თბ.,1955.-გვ.80-81. - მოკლე ცნობები გვიანფეოდალური ხანის არაგვის ერისთავთა რეზიდენციის, ეკლესიისა და ციხესიმაგრის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXXVIII. სურ.1).

25. ანანურის ეკლესია. სურათი //ცნობის ფურცელი (დამ.)-1902.-12 დეკ.(N74).-გვ.3

26. ანანურის ეკლესია //საქართველოს კალენდარი.-1903.-გვ.313.

27. დავიდოვი ზ. პასუხი ბ-ნ დ. ხიზლ-ს //ივერია.-1895.-20 სექტ.(N201).-გვ.3. - ანანურის ტაძრის განახლების შესახებ.

28. საძაგელოვი-ივერიელი გიორგი. მე განვიძრახე //ივერია.-1894.-31 დეკ.(N277).-გვ.4. - ანანურის ტაძრის ისტორიული და არქეოლოგიური აღწერისათვის საჭირო ხელნაწერი მასალის შეგროვების შესახებ.

29. ხიზ[ანაშვი]ლი დ. საისტორიო და საარქეოლოგიო მოგზაურობა გრ. პ.ს. უვაროვისა //ივერია.-1895.-31 აგვ.(N186).-გვ.2. ანანურის შესახებ

30. ანანური //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.143. - ხუროთმოძღვრული კომპლექსის აღწერილობა.

31. რამიშვილი რ. არქეოლოგიური კვლევა-ძიება არაგვის ხეობაში //მნათობი.-1986.-N8.-გვ.129-150. - ხუროთმოძღვრული კომპლექსის ვრცელი დახასიათება, ძეგლის დათარიღება.

32. ციხესიმაგრეები: ანანური //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.116-120. - მდებარეობა, ციტადელისა და ქვედა ციხის ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება, აგების სავარაუდო თარიღი. ტექსტს ერთვის ძეგლის ორი ფოტო.

33. ანანური //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.338-339. - კომპლექსის მდებარეობა, მოკლე აღწერილობა. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ფოტომასალა.

34. სიმაგრეები: ანანური //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.90-96. - ანანურის ანსამბლის ისტორია, ციტადელის, კოშკისა და ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ციხის საერთო ხედის ფოტო.

35. ანანურის ციხე //შმერლინგი რ.,დოლიძე ვ. თბილისიდან კავკავამდე.–თბ.,1991.–გვ.12–14. - ზედა და ქვედა ციხეების, გუმბათიანი ნეკლესიის–"ღვთაება"– და კოშკების მოკლე აღწერილობა.

36. თბილისი-მცხეთა //ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა.-თბ.,1972.-გვ.22-26. - გვიანფეოდალური ძეგლის (XV-XVIII სს.)- ანანურის ანსამბლის (ზედა ციხე, ტაძარი, პირამიდულსახურავიანი კოშკი) ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ანანურის ტაძრის ფოტოები.

37. ანანური //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.176. - ანანურის ანსამბლის(მცირე გუმბათოვანი ეკლესია "ღვთაება", დიდი ეკლესია, წყარო და წყალსაცავი, ერთნავიანი ეკლესია "მკურნალი", სამრეკლო, კოშკი "შეუპოვარი")მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია დიდი ეკლესიის ზომები. ტექსტს ახლავს ფოტოები (ტაბ.209-212).

38. ანანური //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.თბ.,2004.-გვ.203-214. - ანანურის ციხის (ანსამბლი- ზედა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, ცილინდრული კოშკი, ოთხსართულიანი სათავდაცვო კოშკი, "ხევსურული კოშკი", კოშკი "შეუპოვარი" , ნახევარწრიული კოშკი, ცენტრალურგუმბათოვანი ღვთისმშობლის სახ. ეკლესია , ღვთაების სახ. ეკლესია, ეკლესია "მკურნალი"), ბებრისციხის (მდებარეობს სოფ.ანანურიდან სამხ.-აღმ.-ით, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს), კვირიკეს მონასტრის (კომპლექსი, მდებარეობს სოფლის სამხრ.-დას.-ით, მთის წვერზე, ტყეში, მასში შედის: IX-X საუკუნეების სამეკლესიანი ბაზილიკა, მიშენებული ორსართულიანი ნაგებობა, მცირე სამლოცველო, გალავანი, რამდენიმე ნაგებობის ნანგრევი), ციხე-დარბაზის (ადრინდელი შუა საუკუნეების, დაზიანებულია), წმ. გიორგის სახ. ეკლესია (მდებარეობდა ანანურას და ჟინვალს შორის, ნასოფლარ ფიტავის ტერიტორიაზე, განეკუთვნებოდა გვიანდელ შუა საუკუნეებს, დაანგრიეს 1975 წელს გზის გაყვანასას) ვრცელი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება, ძეგლების დათარიღება არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, სარესტავრაციო და აღდგენითი სამუშაოების შედეგები. მოხსენიებულინი არიან: ღვთისმშობლის ტაძრის ამშენებელი ქაიხოსრო ბაღსარაშვილი, დამკვეთი ბარძიმი; არქეოლოგი რ.რამიშვილი. ტექსტს დართული აქვს მდიდარი საილუსტრაციო მასალა.

39. ანანურის კომპლექსი //შუბითიძე-მაჭარაშვილი ვ., ბოლქვაძე დ. ქართული ციხე-სიმაგრეები და ეკლესია მონასტრები.-თბ.,2008.-გვ.13. -  მოკლე ცნობა ანანურის ანსამბლის საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობათა შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

40. ანანურის კომპლექსი - ი. ციციშვილი // ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი, 1995 წ., გვ.125 - 126. - მოკლე დახასიათება