|
<უკან დაბრუნება..<<დაბრუნება მთავარ გვერდზე ...<<< საქართველოს ეკლესია მონასტრები

ბურნაშეთი
ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები - I თბ., 1964, გვ.152-154
....სამსარიდან ბარალეთზე გამოვიარეთ. უჭმელი ვართ. ვერც აქ ვიშოვეთ რაიმე. ხერთვისელ მაჰმადიანს შევხვდით. ჭერამსა ჰყიდდა. ვისაუზმეთ: ახალქალაქიდან წამოღებული ხმელი პური და ჭერამი... ბურნაშეთისაკენ მივდივართ, გზაზე ერთი ახალგაზრდა წამოგვეწია და მორიდებით გვკითხა ვინაობა. უგემურად უპასუხეთ: სიცხე, უჭქმელობა, მოღლილობა, თანაც აქ ყველა, ესაქმება თუ არა, ვინაობას გეკითხება... ჩვენდა სასიამოვნოდ ეს ახალგაზრდა არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. ეს ბუნებით ინტელიგენტი, სწავლას მოწყურებულე ახალგაზრდა გლეხია. ასეთები იშვიათობაა საერთოდ და მით უფრო ჯავახეთის ქართველებში... მას მრავალი უკითხავს. გვაკვირვებს მისი ცოდნა სპეციალურ საკითხებშიაც კი... იშვიათი მეხსიერება უჩანს. უმთავრესად ეტანება ისტორიას, არქეოლოგიას, ენას, დასახელებით იცის ყველა, ვინც კი ჩვენში დღეს ამ დარგებში მუშაობს... საკლასო სწავლა მას სრულიად მცირე მიუღია: ოთხწლედი დაუსრულებია 1926 წელს. ეხლა ის 21 წლისაა. წერს ლექსებს, აგროვებს ზღაპრებს და საერთოდ ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს. ცდილობს ურთიერთობა დაიჭიროს თბილისში პოეტებთან. სამწუხაროდ, ის მამით ობოლია, ოჯახის უფროსი შვილია და საკმაოდ მოზრდილი ოჯახი კისრად აწევს – დედა, ორი ძმა, ერთი და. „ყანაში მიედიოდი, ეხლა თქვენ წამოგყვებით ბურნაშეთს. მე იქ არაერთხელ გყოფილვარ დღეობაზე. წარწერა, ვიცი, ეკლესიაზეა. ძველი ასოები ვისწავლე, წაკითხვას მაინც ვერ ვახერხებ“ - (ქარაგმებს ვერა ხსნის), ბარალეთიდან ბურნაშეთამდის, 8-9 კილომეტრია. გზად ლომატურცხი გავიარეთ. გიორგი გოგალაძემ - ესაა ჩვენი თანამგზავრის სახელი და გვარი – წყალი გამოატანინა. ის თანაბრად თავისუფლად ლაპარაკობს ქართულად – სომხურად - თურქულად...
ბურნაშეთს მისვლისასვე გოგალაძე საბჭოს რწმუნებულთან გაიქცა. ჩვენ კი ძველი ეკლესიის გალავანში დავჯექით. ხალხი” მინდვრადაა სათიბ-სამკალში. რწმუნებული არსადაა. გოგალაძე ერთი მოხუცი მონახა, რომელსაც ეკლესიის გასაღები აქვს. მოიყვანა. ეკლესია აქ ჯერ კიდევ კულტს ემსახურება. ის გააღეს. ჩრდილოეთის კედელზე წვრილი ასომთავრულით წერია:

მესამე სტრიქონში „გიორგიმან” წაკითხვა ბუნებრივია რომ ჩვეულებრივ გიორგი აგრე ქარაგმდებოდეს (გრგი) და რომ აქვე მეორე სტრიქონში არ გვქონდეს დაქარაგმებული იგივე სახელი გ”სთა (– გიორგისათა). ამიტომ შეიძლება უფრო სამართლიანი იყოს მესამე სტრიქონში წაკითხვა გორგიმან. ბროსე აქ გურგენს ჰკითხულობდა.
მეხუთე სტრიქონში „თქროანს“ ჩვენ თიქარის ანალოგიით ვკითხულობთ, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ შესაძლებლობაა. საინტერესოა მეოთხე სტრიქონის „ბრნშნლთა". ეს, უეჭველია, იკითხება: ბურნაშნელთა. აქედან ცხადია, ამ სოფლის სახელი ყოფილა არა ბურნაშეთი, როგორც ქართველები უწოდებენ, ან გურნაშეთი, როგორც ბურნაშნელი სომხები ეძახიან დღეს, არამედ ბურნაშენი.
დასასრულ, ტერმინი ყანა. აქ, საფიქრებელია, ეს ტერმინი ნახმარია მიწის მნიშვნელობით, რაც ძველი მოვლენის გადმონაშთია და ამდენადვე საინტერესო. ხოლო, თუ აქ მაინცა და მაინც ნათესი ჭირნახული იგულისხმება (რაც ჩვენ. გვეეჭვება: ასეთი ჩქარა გარდამავალი შინაარსის აქტი, საეჭვოა, ეკლესიის კედლის წარწერის საგნად ქცეულიყო), არც ესაა ინტერესს მოკლებული ეკონომიური თვალსაზრისით...
წარწერა საინტერესოა როგორც დიპლომატიკური დოკუმენტიც: ის „დაწერილის“ ერთ-ერთი სახეა. ამ ძეგლში მეტად საინტერესოდ არის ნახმარი სიტყვა „დაგიწერე“: მას არ ახლავს” სხვა საბუთებით მოსალოდნელი „და მოგეც" “ან „შემოგწირე“ და სხვ. აქ „დაგიწერე“-ში უკვე იგულისხმება. იურიდიული აქტი გადაცემისა, რაც შეეხება ასეთი აქტის ტექნიკურ შესრულებას ეს, როგორც ჩანს, შეიძლება „დაწერილში“ სრულიად არ შედიოდეს... ასე რომ ამ საბუთით „დაწერილი“-ს ისტორიულ გაგებას თითქო მივხვდით: „დაწერა“ - ესაა გადაცემის (მიყიდვის, ბოძების, შეწირვის) იურიდიული აქტის აღმნიშვნელი ტერმინი. „დაწერილი“ - ესაა ასეთი აქტის შემცველი წერილობითი საბუთი.
ამ ტერმინის ასეთ გაგებას მხარს უჭერენ ძველი ქართული სა. ბუთებიც... სამწუხაროდ, ძეგლი უთარიღოა. წარწერა პალეოგრაფიულად თითქო დიდ სიძველეს არ ამჟღავნებს. ის შეიძლება XII-XIII საუკუნისა იყოს.
გარედან აღმოსავლეთის კედელზე სარკმელს ზემოდან ბარელიეფი: დანიელ ლომთა ორმოში, ზემოდან ასომთავრულით:


ეს წარწერა, რა თქმა უნდა, უფრო ძველია, ვიდრე შიგნითი, მაგ. რამ მეორე სტრიქონში „ლომთაისა"-ს ი-ნი და არა ჲ-ოტი აძნელებს “ამ წარწერის მიკუთვნებას XI-XIII საუკუნის ადრინდელ ხანისადმი. ამას მხარს უჭერს ე-ნის, ვ-ინის და ნ-არის მოხაზულობანიც.
ბურნაშენის ეკლესია დიდია, მდიდრულად ნაშენი. წითელქვანარევი. ეს ქვა სამსარიდან შეიძლება იყოს. ის თურმე ახლად მოტეხილი ადვილად სათლელია. შემდეგ კი მაგრდება...
სანამ ვმუშაობთ, მოხუცი ქალები მოგროვდნენ... აკვირვებთ როგორ ვკითხულობთ. უკვირთ რომ წარწერა ქართულია.
სასაფლაო აქვე ყოფილა ეკლესიის ეზოში: ისიც ჩვეულებრივი ჯავახური სასაფლაოა: ცხენები, ვერძები, ხამი ქვები...
აზავრეთისაკენ ვიჩქარით. გოგალაძე გვეთხოვება. ჩვენ ვპირდებით რომ მასთან წერილობით ურთიერთობას დავიჭერთ. ვაძლევთ დავალებებს.
ბურნაშენშივე სოფლის განაპირას წისქვილის რუს პირზედ დგას „ჯვარი“, ჯვარი გავზომე: სიგრძე - 1,92 მ., განი ძირში – 0,56 4., განი წვერში – 0.44 მ., მხრები თითოეული – 0,08 მ.
|