topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ი. გუნია - ალავერდის წმ. გიორგის მონასტერი

<უკან დაბრუნება

 

ალავერდის ეპარქია: ალავერდის წმ. გიორგის მონასტერი //გუნია ირ. - "საქართველოს მონასტრები ენციკლოპედიური ცნობარი" - თბ., 2005, გვ.9-11.

დაარსებულია VI ს-ში ერთ-ერთი ასურელი მამის იოსებ ალავერდელის მიერ, რომელმაკ დიდებულების დახმარებით აქ წმ. გიორგის მცირე ტაძარი ააგო. წმ. იოსების მიერ დაარსებული მონასტერი მომდევნო ხანაში საკმაოდ გაძლიერდა. „შტორის-ხევს ზეით, ალახნის დასაელით, არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ზედა, დიდშენი, ზღუდე პალატებიანი, გუმბათიანი“ - წერს ვახუშტი ბატონიშეილ

ალავერდი თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII სს-ში იგი დედათა მონასტრად გადააკეთეს. აქ მონახვნებად აღკვეცილი სამეფო ოჯახის ნევრები ცხოვრობდნენ.

ალაეერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. მას საქართეელოს ეკლესიის ორმოც იერარქს შორის მეხუთე ადგილი ეკავა და განსაკუთრებული პატივთთ სარგებლობდა კახეთის სხვა მღვდელმთავართა შორის.

X) საუკუნიდანვე ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვალედ იქცა. ტაძარში დასვენებულია წმ. ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილები. აქ დაკრძალულნი არიან ალექსანდრე II და მისი ვაჟი გიორგი, თეიმურაზს, დედოფალი ანა (თეიმურაზ II-ის მეულლე), მონაზონი მარიამ-მაკრინე (ერეკლე I-ის ასული, თეიმურაზ I-ის და) და სხვ. მლვდელმთავართაგან ალავერდის მონასტერში განისვენებენ: ლეკთა მიერ 1480 წელს მოკლული იოანე ეპისკოპოსი, ალავერდელი ბარსანუფი (რომელმაც XV ს-ის დასაწყისში მრავალი ლეკი მოაქცია ქრისტიანობაზე), გაბრიელ ალავერდელი, იოანე ეპისკოპოსი (რომელმაც თეიმურას I-ის დროს სპარსეთიდან ჩამოასვენლდ დიდმოწამე ქეთეეანის წმიდა ნაწილები), რუსთველი ეპისკოპოსი პავლე ანდრონიკაშვილი (იგი 1605 წელს მხეცურად მოკლა გამაჰმადიანებულმა კონსტანტინე-მირზამ) და სხვ.

მონასტერში არსებობდა საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკა, რომელიც მდიდრდებოდა როგორც აქვე გადაწერილი, ისე შემოწირული ხელნანერებით. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწიგნობრები და კალიგრაფები: ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), მთავარეპისკოპოსი ზებედე ალავერდელი (XVIII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVI ს.), იოანე ლარაძე (XVIII ს.). დასავლური ორიენტაციის მილებამდე აქ მოღვანეობდა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, იგივე ნიკიფორე ირბახი (XVII ს.).

მონასტერი შემოზღუდულია XVI-XVII სს-ის დაკბილული, სათოფურებიანი, მაღალი, სქელი გალავნით, რომელსაც რამდენიმე მრგვალი კოშკი ამაგრებს. მონასტრის კომპლექსში შედის სხვადასხვა დროს აგებული განსხვავებული დანიშნულების რამდენიმე ნაგებობა: პალატი, სასახლე, სატრააქხო, სამრეკლო, მარანი ...

მონასტრის მთავარი ნაგებობაა წმ. გიორგი გტაძარი ახლანდელი ტაძარი აგებულია XI ს-ში, მეფე კეირიკეს მიერ. იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკლესიაა საქართველოში (41,7 X 26,48მ; სიმალლე დაახლ, 50 მ.). ტაძარი ჯვრისებრი მოხაზულობისაა, ტრიკონქის ფორმის, წაგრძელებული დასავლეთისკენ. ჟამთა სვლის გამო დაზიანებული მონასტერი XV ს-ში კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის (1476-1511), დედოფალ ნესტან-დარეჯანისა და დედოფალ ანას შემწეობით აღუდგენიათ. 1530 წელს კახეთის მეფე ლევანის დროს აღადგინეს მიწისძვრის დროს ჩამოქცეული გუმბათი.

1616 წელს ალავერდს შაჰ-აბასი მიადგა. გადმოცემით, მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი – წმ. გიორგის ხატი, რომელიც წმ. იოსებ ალავერდელმა ჩამოაბრძანად ასურეთიდან, შაჰ-აბასმა გაანადგურა. მან თავისი ხელით გაძარცვა ეს წმიდა ხატი და ძვირფასი თვლები თავის მხლებლებს დაურიგა. შაჰ-აბასის მიერ დარბეული მონასტერი 1656 წელს განუახლებია როსტომ მეფეს. XVI ს-ში თურქმანთა მომთაბარე ტომებმა ალავერდის მონასტერი ციხესიმაგრედ აქციეს, ტაძარი - საჯინიბოდ, ხოლო მონასტრის ადგილ-მამულებს საძოვრად იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1659 წელს აჯანყებულმა კახელებმა მაჰმადიანები განდევნეს, მიყენებული ზარალის გამო, საეპისკოპოსოს ალდგენა საუკუნის დასასრულამდე ვერ მოხერხდა. XVII ს-ის დასაწყისშიი ალავერდი ლეკებმა ააოხრეს, 1735 წელს კი იგი სასტიკად დაარბია თამაზ-ხანმა. 1742 წელს ძლიერი მიწისძვრის გამო ტაძარი კიდევ უფრო დაზიანდა. დედოფალი თამარი (თეიმურაზ II-ის მეუღლე), რომელიც ამ დროს თელავში იმყოფებოდა, სამეფო კარისა და ხალხის თანხლებით თავად გაეშურა დანგრეული ეკლესიის გასაწმენდად. ტაძარი აღადგინა ერეკლე II-მ. XVIII ს-ის 80-იან წლებში ალავერდისა და მცხეთის კათედრალები გაერთიანდა, რამაც ხელი შეუწყო ალავერდის საეპისკოპოსოს სამეურნეო - ეკონომიკურ აღორძინებას.

XX ს-ში რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ ტაძარს ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე სტოები მოუნგრია, შელესა და შეათეთრა კედლები და ტაძარში მოსკოვიდან გამოგბავნილი რუსული კანკელი ალმართა.

ალავერდში დაცული იყო განსაკუთრებული საეკლესიო და ისტორიული მნიშვნელობის სიწმინდეები. ამას 1875 წელს დიმიტრი ბაქრაძის მიერ შედგენილი ალავერდის ტაძრის სიწმინდეთა ჩამონათვალიც მოწმობს. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილი იყო ბოჭორმის წმ.გიორგის, ჩოლოყაშვილის შემოწირული წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის ხატები, ალავერდის ღვთისმშობლის კარედი. ამას გარდა აქ ინახებოდა დიდი და მცირე ზომის ოქროს ხატი, ძვირფასი თვალმარგალიტი, ოქრო-ვერცხლის კანდელები და სხვ. 1916 წელს ალავერდის საგანძური დეტალურად აღწერეს და ფოტოზე გადაიღეს ექვთიმე თაყაიშვილმა და ზაქარია ჩხიკვაძემ. მომდევნო წლებში დაცვის მიხნით საგანძური წმ. იოსების საფლავის უკან, თაღში მოწყობილ სამალავში მოათავსეს.

1921 წელს საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ დაიწყო ალავერდის მონასტრისა და მის მსახურთა რბევა. საჯაროდ მოკლეს იმდროინდელი აბბა ალავერდელი მლვდელმთავარი პიროსი (ოქროპირიძე). მონასტრის ბერებს ყველაფერი ჩამოართვეს, ზოგი მოკლეს, ზოგიც დააპატიმრეს. გადამალული საგანძური ალმოაჩინეს და სახელმწიფოს გადასცეს.

მონასტერი 1929 ნლის 1 ოქტომბერს დაიხურა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (1932-1952) ლოცვა-კურთხევით XX ს-ის 40-იან წლებში ალავერდში კვლავ ალდგა ღეთისმსახურება,

XX ს-ის 90-იანი წლების მიწურულს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეპარქიის დაფინანსებით ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების მიუხედავად, ტაძრის ჩრდილოეთ კედელი თითქმის მთლიანად მოიშალა. იგი სპეციალისტთა სასწრაფო დახმარებას საჭიროებს.

მონასტრის დამაარსებლის წმ. იოსებ ალავერდელის საფლავი ტაძრის ჩრდილოეთ აფსიდშია. გადმოცემით, მთავარი ტრაპქსის ქვეშ დაბრძანებულია დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილები

მონასტრის დღესასწაულები:

– !4/27 სექტემბერი, მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა. ტაძარში დაბრძანებულია ცხოველმყოფელი ჯვრის წმიდა ნანილები, რომელიც კახეთის მეფე ლევანს (1520-1574) მაცხოვრის აღდგომის ტაძრის განახლებისათვის იერუსალიმის პატრიარქმა გერმანემ უბოძა.

- 13/26 სექტემბერი, ხსენება საქართველოს მნათობისა წმიდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანისა.

- 15/28 სექტემბერი, ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა აბბა იოსებ ალავერდელისა, ათცამეტის ასურელ მამათაგანისა (570)

ლიტერატურა: I9; 120:50-55; 155ა:335-347; 174:42-45; 191:177-!87; 201L; 235:107-(26; 245:62; 253:4-6; 270:158-162; 274:6-7; 296:146-150; 30!:6!-75; 310ა:156-190; 316:803-80“; 326:1-20; 332:369-405; 333:272- 2786; 349ხ:64-73.