topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გ. სოხაშვილი - სამთავისი (ნაწილი 2)

<უკან დაბრუნება (ნაწილი 1)..<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

კედლის მხატვრობა

ინტერიერში კედლის მხატვრობა შემორჩენილია მხოლოდ გუმბათსა და საკურთხეველში (ტაბ.27). დანარჩენი კედლები და თაღები, რომლებზედაც მხატვრობა ფრაგმენტულად იყო მოღწეული, გასული საუკუნის 50-იან წლებში ძეგლის რესტავრაციის დროს სქელი ნალესობით დაუფარავთ1.

საკურთხევლის მხატვრობა, გარდა კონქისა, წარმოდგენილია სამი რეგისტრით. კონქში მოცემულია ვედრების კომპოზიცია. შუაში გამოსახულია საყდარზე მჯდომი მაცხოვარი. საყდრიდან გაირჩევა მუთაქის მარჯვენა ნაწილი და თვით საყდრის ფეხები, რომლებიც სადადაა შემკული. ქრისტეს მარცხენა მუხლზე დიდი ზომის გახსნილი წიგნი უდევს, რომელიც მარცხენა ხელით უჭირავს, მარჯვენა ხელი კი კურთხევის ნიშნად მკერდის წინ აქვს აღმართული. სახარებაზე, შავი ფერის საღებავით შესრულებული ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა მოთავსებული (ტაბ.28, 29).

მხედრული ტრანსლიტერაციით და ქარაგმების გახსნით:

„მე ვ(ა)რ//ნ(ა)თ(ე)ლი//სოფლი//სა:. რო(მე)ლი//

შემო(მ)ი//დგ(ე)ს

მე: //არა:. ვი//დოდ(ე)ს ბნელსა:"

(იოანე, თავი VIII, მუხლი მე-12)

კონქის კომპოზიციაში, ქრისტეს ორსავე მხარეს ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული ვედრების ტრადიციულ პოზაში. ქრისტესა და ღვთისმშობლის სახეები წვეთისაგან ძალიან დაზიანებულია. შედარებით უკეთაა შემონახული ნათლისმცემლის სახე და მთელი ფიგურა. ნათლისმცემლის შარავანდს ქვემოთ დაზიანებული ბერძნული წარწერაა მოთავსებული: „წმინდა იოანე“ (ტაბ.3).

ღვთისმშობლისა და ნათლისმცემლის ორივე მხარეს მთავარანგელოზებია წელამდე გამოსახული. ღვთისმშობლის უკან, მისგან მარჯვნივ, კონქის უპროფილო კაპიტელის ზემოთ მთავარანგელოზის წელამდე გამოსახულების მხოლოდ მკრთალი კონტურია შემორჩენილი. აღნიშნული ფიგურის მოპირდაპირე მხარეს, ე.ი. ნათლისმცემლის უკან, მის მარცხნივ წარმოდგენილი წელამდე გამოსახული ფიგურა შედარებით კარგადაა მოღწეული. აღნიშნული გამოსახულების შარავანდედის ზემოთ ორსტრიქონიანი, თეთრი ფერით შესრულებული ასომთავრული წარწერა გაირჩევა ჄႪ[Ⴌ]ႼႴႧ[Ⴀ]. ႫႧႰ:. ႠႢႪႦႨ, რომელიც შემდეგნაირად იკითხება „ჴ(ე)ლნწ(ი) ფ(ება) თა//მთ(ავა)რ ა(ნ)გ (ე)ლ(ო)ზ //ი". (სურ.14, ტაბ. 31), მის ქვემოთ ექვსსტრიქონიანი საქტიტოსო ხასიათის საკმაოდ დაზიანებული წარწერაა შემორჩენილი (ტაბ.32). ღვთისმშობლის ფიგურის მარჯვნივაც ყოფილა წარწერა, რომელიც წვეთით ისეა ჩამორეცხილი, რომ გარდა სამი ასოსი ႩႾႤ (კხე), სხვა რამის ამოკითხვა უკვე შეუძლებელია.

ვედრების ზემოთ, მაცხოვრის თავის გასწვრივ, თეთრი ფერის მედალიონში სულიწმინდის სიმბოლიური გამოსახულებაა წარმოდგენილი შარავანდმოსილი მტრედის სახით. ბემის საჭექი თაღის ცენტრში მედალიონში გამოსახულია „ძველი დღეთა“, პირი ღმრთისა - მოხუცის სახით (ტაბ.33). მედალიონს ანგელოზთა დასი ამაღლებს (ტაბ.34, 35). ანგელოზთა დასის ქვემოთ კი კვლავ წელამდე გამოსახულია მთავარანგელოზთა მოხდენილი ფიგურებია, რომლებსაც ორივე ხელი ქრისტესაკენ აქვთ მიმართული ვედრებით. მათ თავებთან ორფენოვანი შარავანდები გაირჩევა. შარავანდების ზედა ფენა ქვედა ფენაზე გაცილებით მცირე დიამეტრისაა.

ტრანსეპტის თაღში ანგელოზთა დასია გამოსახული. ცენტრში ქერუბიმია წარმოდგენილი, გვერდებზე კი - „საყდარნი“. მათ ქვემოთ თითო-თითო ანგელოზთა წელამდე გამოსახული ფიგურებია (ტაბ.33, 35). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ქერუბიმის მარჯვენა მხარეს (სამხრეთით) „საყდართან“ მკაფიოდ მოჩანს ასომთავრული Ⴅ (ვ). სხვა დაზიანებული (41)

 

 

 

 

 

------------------------------------------------------------------------------------------

1. სამთავისის ტაძრის საკურთხევლის აბსიდის კედლის მხატვრობის შესწავლის მიზნით 1964 წელს, ივნისში ჩვენთან ერთად მივლინებული იყო სამთავისში საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ი.ჯანდიერი. აღნიშნული მივლინების დროს საქართველოს ძეგლთა დაცვის სამმართველოს სარესტავრაციო სახელოსნოს მხატვარი რესტავრატორები შ.აბრამიშვილი და კ.ბაკურაძე აწარმოებდნენ სამთავისის ტაძრის საკურთხეველში დაზიანებული ფრესკების რესტავრაციას. ტაძრის შიგნით აღმართული ხარაჩოებით შესაძლებლობა მოგვეცა შეგვესრულებინა საკურთხევლის აბსიდში შემორჩენილი ქართულ-არაბული წარწერების კალკირება. (40)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

38.

 

 


 

 


 

 

 

 

სამთავისი - მთავარი გვერდი

სამთავისი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა

სამთავისი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია

სამთავისი - ფოტოგალერეა // ფოტოალბომის სრული ვერსია