topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

თ. ბოცვაძე, საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (ნაწილი VI)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

ასე, მაგალითად, თ.პაპუაშვილი სავსებით სამართლიანად ამტკიცებს, რომ შემდეგში ლეკური გაბატონებული კლასის ერთ - ერთი შემადგენელი ყოფილი კახელი თავადიც იყო194. ტიპიურია ამ მხრივ ა.გალაჯოვის საქმე ზაქათალის წოდებრივ - საადგილმამულო კომისიის მასალებში: 1862 წ. ე.წ. "ბეგთა კომისიისათვის" ა.გალაჯოვს წარუდგენია საბუთი, რომელიც წარმოადგენდა კახეთში მცხოვრებ თავად ვაჩნაძეების მოწმობას იმის შესახებ, რომ ბელაქნელი გალაჯოვები სინამდვილეში ვაჩნაძეების ჩამომავალნი არიან და რომ კერძოდ, ალ.გალაჯოვი არის ადამ ვაჩნაძის შთამომავლობის მეხუთე თაობის წარმომადგენელი. ალ.გალაჯოვისვე განცხადებით, სოფ.ბელაქანი წარმოადგენდა მათი გვარის კუთვნილებას ლევან კახთა მეფის დროიდან, რომელსაც ბელაქანი და მისი მიმდგომი სანახები ვაჩნაძეებისათვის სამემკვიდრეოდ უწყალობია. ა.გალაჯოვის განცხადებით, როდესაც ლეკებმა დაიპყრეს კახეთის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილი, ბელაქნის ქრისტიანმა მცხოვრებლებმა აქაურობა დატოვეს და გაიხიზნენ, ხოლო აქ დარჩა შეძლებული ხალხი, რომელთაც იმ მიზნოთ, რომ შეენარჩუნებინათ თავისი ქონება, უღალატეს მამაპაპურ სარწმუნოებას და მიიღეს მუსლიმანობა. კომისიის გამოკვლევით, ა.გალაჯოვი - ვაჩნაძე ბელაქანს შემდეგ, ლეკების დროსაც მართავდა195. მსგავსი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება. რაც შეეხება ქართველი გლეხობის დამოკიდებულებას წახურულ - ავარულ ტომთა ჩამოსახლებისადმი, შეიძლება ითქვას, რომ მან შედარებით ნაკლები ცვლილებები განიცადა XVIII ს. 20-30-იან წლებამდე; თუმცა, ერთი შეხედვით, თითქოს დიდ ცვლილებებს უნდა ჰქონოდა ადგილი მათი მხრიდანაც XVII ს. 80-იან წლებში ან როდესაც კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქართულ მიწა-წყალზე ჭარ-ბელაქნისა და ელისუს სასულთნოს პოლიტიკური ერთეულები ჩამოყალიბდნენ. გლეხები, გამომდინარე თავისი სოციალ-ეკონომიური მდგომარეობიდან (127) ლეკთა ჩამოსახლებას ორი გარემოებით უდგებოდნენ. პირველი, როდესაც ლეკურ - დაღესტნური ტომები ძირითადად იმ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ, რომლებიც თათარ -მონღოლთა, თემურ ლენგისა თუ შაჰ-აბასის მიერ გაუკაცრიელებული ან შეთხელებული იყო. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ შემცირებული ქართული მოსახლეობა ორმაგ ექსპლოატაციაში ხვდებოდა: საკუთარი, ფეოდალურისა და უცხო ძალის. ასეთ პირობებში კი გლეხი რამდენადმე კარგავდა ცხოველ ინტერესს მამულისადმი; მით უფრო, რომ ლეკთა დასახლებას ამ დროისათვის არავინ უყურებდა, როგორც დამპყრობელთა შემოსევას მართლაც, როგორც სამართლიანად შენიშნავს გ.თოგოშვილი, გლეხობა მამულისაგან თავის დაღწევის გზების ძიებით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე მისი დაცვით. უკიდურეს შემთხვევაში, ყმა - გლეხის დაინტერესება მამულის დაცვით ექსპლოატაციის ორმაგი უღლის პირობებში, როდესაც ეს მამული ფეოდალის საკუთრებაა, შედარებით უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო196. ტიპიურია თითქოს ამ მხრივ დავით II მიმართვა ვახტანგ VI-სადმი 1721 წ. "თქუენც მოგეხსენებათ მრავალ ჯერ მტრისაგან მოთხრილი და შეწუხებული გლეხი კაცი ადვილად მოტყუვდება. ამათ ლეკის პირი დაიჭირეს და ლეკს მიუდგენ და, რომელიც ლეკს მიუდგნენ, ისინი ქუეყანას მტერობენ"197. გლეხობის ასეთ პოზიციას ადგილი უნდა ჰქონოდა ძირითადად XVII ს. 80-იან წლებამდე. მაგრამ, ქართველი გლეხობა ლეკურ-დადესტნური ტომების ქართულ მიწა-წყალზე დასახლებას კლასობრივი ბრძოლის თვალსაზრისითაც უყურებდა, რამდენადაც იგი მასში თავის მოკავშირეს ხედავდა; ამას თავის მხრივ ის გარემოება უწყობდა ხელს, რომ ლეკურ - დაღესტნურ ტომებში ფეოდალური ურთიერთობის შედარებით დაბალი დონე და მასთან ერთად პატრიარქალურ - თემობრივ ურთიერთობათა ძლიერი გადმონაშთები იყო. ასე, მაგალითად, ფეოდალური ექსპლოატაციით ილაჯგაწყვეტილი ქართველი გლეხობა ლეკებთან მისულა და შემდეგ მათთან ერთად თავიანთი ბატონების მამულები აუწიოკ - დაურბევიათ. ვახუშტი ბატონიშვილი იმამ ყული-ხანის მმართველობის აღწერისას მოგვითხრობს, რომ "ამ ჟამთა იწყეს გლეხთა მომლავრებისათვის ლეკთა ლტოლვად და მისვლად ლეკთთანა, რამეთუ იკლიან რაიმე მებატონეთა თვისთაგან და მუნ მისრულნი ეტიკობდენ და დაესხიან დაბნებთა, არვე-მროწელთა, კაცნი მოსრიან ტყვენი და საქონელნი წარიყვანიან"198. ზაქათალის წოდებრივ - საადგილმამულო (128) კომისიის მიერ შეკრებილი ზოგიერთი ცნობიდან ირკვევა, რომ სოფ.ბაიდარლო მაგალითად თავისი ნებით გადასულა ლეკების მხარეზე ისე როგორც სოფ.ჩობანქოლის მცხოვრებლები199. მეტად ტიპიურია კახეთში 1719-1722 წწ. შექმნილი მდგომარეობის აღწერა დავით II - იმამ ყული - ხანის წერილში ვახტანგ VI-სადმი, სადაც დავითი მეტად შეშფოთებული აღნიშნავს, რომ გავაზელებმა და გაღმა მხარის სოფლებმა "ნამეტნავის ძალის წამოტანებით და ზოგი გლეხის კაცის უჭკობით" ლეკებს "პირი მისცესო", ხოლო "რახან გლეხი კაცი იმათს პირობას დაიჭერს, ზოგი ასეთი თავადიც არს, რომ ისინიც მიჰყუებიან და ამაში საქმე უფრო გაძნელდებაო". დავითი სასოწარკვეთილი განაგრძობს "ახლა ხომ იმ სოფლებმა პირი მისცეს, მათს ლაშქარში ერეკებიან და როგორც შექი და ყაბალა ლეკო მიუდგენ და იმათს ლაშქარში ერევიან და როგორც იმათთან შარვანს არბევენ, ნახეს რომ იმათ არ გარდახდათ რა, ამათაც ისე ქნეს: ლეკნი და ესენი ერთად მუდამ ქუეყანას არბევენ, დღე არ გამოვა, რომ არსად მოუხდენ... ამდენი ომი და ხმალს ქვეშ ყოფნა... კაცისაგან არ გაიძლება და ამაში ამ ქვეყნის კაცი დიაღ შესჯერდა“. გლეხმა კაცმა სამუშაოდ ვეღარ მოიცალა და "ყანა რაც მომკეს ისინი სწვენ"... "გლეხ კაცს ამას ემოციქულებიან: ჩვენი პირობა დაიჭირეთო და როგორც გავაზს არას უსცოდებთო ისე, თქუენ აღარას შეგცოდებთო და ამ მოხდომაშიგაც ამავ სიტყვით ბევრი ელაპარაკნათ, თქუენც მოგეხსენებათ, გლეხს კაცს მოკლე ჭკვა აქვს, რასაც თვალით არ ნახავს, მის მეტი არა იციან რა"... "ეჭვს იქით ვართ, რომ რაც გლეხი კაცი დარჩომილა, ესენიც პირს მისცემენო"200. იმამ ყული - ხანის მიხედვით გამოდიოდა, რომ ქართველი გლეხობის გადასვლა ლეკების მხარეზე გამოწვეული იყო, ერთი მხრივ იმით, რომ ლეკები მათ "ემოციქულებოდნენ" და ვითომ ისინი მათ წინაშე "არაფერს შეცოდებდნენ", ხოლო, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ "გლეხს კაცს მოკლე ჭკვა" ჰქონდა. ქართველი გლეხობის ასეთ დამოკიდებულებას უფრო ღრმა სოციალურ - ეკონომიური საფუძვლები ჰქონდა, რაც მას აიძულებდა სხვა თვალით და სხვა ჭკუით დაენახა შექმნილი სიტუაცია და ამისდა მიხედვით თავის სასარგებლოდ გამოეძებნა შესაბამისი გამოსავალიც. თავი და თავი კი ის იყო, რომ ამ დროისათვის საკმაოდ მოიშალა (129) ე.წ. "ბატონყმობის რიგი"201, რომელიც მეტნაკლები სიზუსტით რამდენადმე მაინც ანორმირებდა ფეოდალურ - წარმოებით ურთიერთობას რაკი "ბატონყმობის რიგი“, რომლის დედააზრი იმაში მდგომარეობდა, რომ მებატონეს მტკიცედ უნდა დაეცვა თავისი უფლება - მოვალეობა, ხოლო ყმა-გლეხს კი მასზე განწესებული "სამსახური" "უდების დადებით" მოიშალა, ბუნებრივია, რომ ბატონისაგან ყმის ექსპლოატაციამ ყველაზე უფრო მძიმე და იმავე დროს ყველაზე მავნე სახე მიიღო. "უდების დადება" კანონით დაწესებულ ნორმაზე გაცილებით მეტია; იგი ყმის გაძარცვისა და გატყავების უღვთო სახეობა იყო და ვ.დონდუას სიტყვით რომ ვთქვათ: გლეხობის მოსპობასა ნიშნავდა202. ვახტანგ VI "სამართლის წიგნის" 214-ე მუხლი სწორედ ამისი ნათელი დადასტურებაა: "უდების დადება კაცის კვლის ოდენი არის, ამად რომე ბოლო აღარ მოეღების"203. "ბატონყმობის რიგი" XVII ს. ბოლო მეოთხედსა და XVIII ს. პირველ მეოთხედში, როგორც ჩანს, საერთოდ იმდენად მოშლილი იყო, რომ დაღესტნელ აბრაგთა თავდასხმებისდა მიუხედავად, მას შემდეგაც კი როცა მათ "უბატონო თემები" შექმნეს, კახეთის გლეხობამ "ლეკობაში" თუ "გალეკებაში" "უბატონობა" დაინახა და ამან კი თავის მხრივ მას საბოლოოდ ყოველგვარი დაბრკოლება დააძლევინა. ასე რომ, კახელი გლეხი, ნ.ბერძენიშვილის სამართლიანი შენიშვნით, "გალეკებაში" "უბატონობას" ეძებდა204, და ეს რასაკვირველია არსებითად ცვლიდა ვითარებას. ეს ტენდენცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ იგი ნელ - ნელა კახეთის მთელ გლეხობას მოედო და ამისდა შესაბამისად XVIII ს. 20-იან წლებში ლეკებმაც თითქმის მთელი კახეთი დაიპყრეს205, ვიდრე რასაკვირველია გლეხებმა, იმამ ყული - ხანის თქმით, "თავისი თვალით" არ ნახეს საბოლოო შედეგი ლეკებთან მათი გაერთიანებისა. ეს ფაქტორი თავის მხრივ კი იმით განპირობდა, რომ "უბატონო თემებმა" მათში ფეოდალიზაციის განვითარება - გაღრმავებასთან დაკავშირებით, ქართული სოფლები ნელ-ნელა დაბეგრეს და ამისდაშესაბამისად თანდათან მებატონე თემებადაც იქცნენ. (130) ასე, რომ, ამიერიდან ყოფილი "უბატონო თემების" მებატონე ლეკური ზედაფენა მიწებისა და ყმების შეძენის მიზნით კახელ ფეოდალებს არა მარტო შეებრძოლა, არამედ მას მებატონეობაშიც შეეცილა, ეს კი კახელი გლეხისათვის მიუღებელი იყო, რამდენადაც კახელი გლეხი უბატონობისათვის იბრძოდა და არა ძველი მებატონის ახლით შეცვლისათვის206. ტენდენცია გლეხთა მიერ ლეკებისათვის "პირის მიცემისა" XVIII ს. პირველი მეოთხედის დასასრულამდე მაინც შემორჩა207, რის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. მოსული ლეკის წიმააღმდეგ გაერთიანდა გლეხი და თავადი, რადგან "ლეკიანობა" ერთნაირად ანადგურებდა. ასე რომ, კახეთის გლეხობის მომხრობა ლეკურ - დაღესტნური ტომებისადმი მათი კომპაქტურად ჩამოსახლების პერიოდში, გამოწვეული იყო არა "გლეხი კაცის უჭკობით". არამედ ბატონყმური ძარცვის ნიადაგზე გამწვავებული კლასობრივი ურთიერთობით; ხოლო ყოველივე ამან კი თავის მხრივ რამდენადმე განაპირობა კახეთის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში ჭარ-ბელაქნისა და ელისუს სასულთნოს პოლიტიკური ერთეულების საბოლოოდ და წარმატებით ჩამოყალიბება.

თავი მესამე

საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XVIII ს. 10-იანი წლებიდან რუსეთთან შეერთებამდე

მას შემდეგ, რაც წახურელ და ავარელ ლეკთა ანუ ჭარ-ბელაქნის ე.წ. "უბატონო თემები" საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ ერთეულებად, მათი პოლიტიკური ხვედრითი წონა უკვე მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით გაიზარდა, რამდენადაც ჭარელებმა თავის დაღესტნელ მოძმეებთან ერთად "ლეკურ ომში" კახეთის გარდა საქართველოს სხვა კუთხეებიც და მასთან ერთად თითქმის მთელი სომხეთ - აზერბაიჯანიც ჩაითრიეს. ასე, მაგალითად, 1710 წ წახურელებთან გაერთიანებულმა ჭარელებმა შარვანი დილაშქრეს, მისი ბეგლარბეგი ჰასან-ალი ხანი მოჰკლეს და შემახაც აიკლეს1. ჭარელთა ეს თავდასხმა შარვანზე ერთგვარად დასაწყისი აღმოჩნდა სეფევიდების ბატონობის წინააღმდეგ უკვე მომწიფებული აჯანყებისათვის. მართალია დაღესტანსა და ჩრდილო აზერბაიჯანში აფეთქებული ეს აჯანყება თავდაპირველად ანტიფეოდალური და ანტიირანული იყო2, მაგრამ ჩქარა გაბატონებულმა კლასმა, თურქეთის აშკარა მხარდაჭერით, მას მხოლოდ ანტიირანული ხასიათი მისცა. აჯანყებას სათავეში დაღესტნის სუნიტური სასულიერო წოდების წარმომადგენელი ტაბასარანელი ჰაჯი - დაუდი ედგა, რომელსაც მიემხრო აგრეთვე ყაზი - ყუმუხის მფლობელი სურხაი ხანი და ყაიტაღის უცმი ახმედ-ხანი. აჯანყებას მეტად აქტიურად დაუჭირა მხარი გლეხთა ფართო მასებმა3. 1712 წ. ჰაჯი-დაუდიმ, სურხაი-ხანმა და ახმედ - ხანმა (132) ხანმა შემახა აიღეს და სასტიკად გაძარცვეს. მოჰკლეს შარვანის ახალი მმართველი ჰუსეინ ალი-ხანი და 300-ზე მეტი რუსი ვაჭარი, რომელთაგანაც გაიტაცეს 400000 თუმნის საქონელი4. 1721 წ-მდე აჯანყებულებმა ხელთ იგდეს თითქმის მთელი აზერბაიჯანისა და დაღესტნის ირანელ მმართველთა რეზიდენციები და ფაქტიურადაც დაღესტან-აზერბაიჯანი გაათავისუფლეს სეფევიდების ბატონობისაგან. საშიშროება მათ მხრივ იმდენად დიდი იყო, რომ დერბენტის ირანელი მმართველი მთელი თავისი ოჯახით ირანში გადაიხვეწა. 1721 წ აგვისტოში აჯანყებულებმა საბოლოოდ აიღეს შემახა და კიდევ ერთხელ დახოცეს და გაძარცვეს რუსი ვაჭრები. აჯანყებულთა ამ საერთო წარმატებას დიდად შეუწყო ხელი თვით ირანში შექმნილმა სამხედრო - პოლიტიკურმა კრიზისმა და ავღანელების თავდასხმებმა ირანზე. დაღესტნისა და ჭარის ფეოდალები მართალია რამდენადმე მონაწილეობდნენ თითქოს ამ ანტიირანულ აჯანყებაში, მაგრამ მათი დიდი უმეტესობა 1710-1721 წწ. კვლავ განაგრძობდა შეიარაღებულ თავდასხმებს კახეთის სოფელ - ქალაქებზე, განჯაზე, ბარდაზე, შარვანზე და სხვ5. 1719 წ. დაღესტნელები მარტო კახეთს აღარ დასჯერდნენ და ქართლსაც ეწვივნენ. ამ წელს, როგორც წყაროებიდან ირკვევა, ქართლს დაღესტნის ერთ-ერთი დიდი გაერთიანების ყაზი-ყუმუხის მფლობელი სურხაი დასხმია თავს და ბოლნის - მარნეულის მხარე "წაუხდენია". მომხვდურებთან პირველად შებმისას ქართველებს გაუმარჯვიათ, ხოლო ბოლოს, "გაემარჯვათ ლეკთა"6. მართალია დაღესტნელი მფლობელები თითქოს ირანის შაჰი ჰუსეინის ყმები იყვნენ, მაგრამ ისინი თურქეთის წაქეზებით სულაც არ მორიდებიან ირანის ყმადნაფიც თუ არაყმადნაფიც ქვეყნებში თავდასხმების მოწყობას, მეტადრე ქართლ-კახეთში, შაქ-შარვანსა და ამიერკავკასიის სხვა ნაწილებში. ასე რომ, ე.წ. "ასწლიანი ლეკური ომი" ანუ "ლეკიანობა", ვ.დონდუას სამართლიანი შენიშვნით, იყო საერთო საამიერკავკასიო საკითხი, რომელიც საქართველოსთან ერთად ერთგვარად აღელვებდა მოძმე აზერბაიჯანის, სომხეთის გლეხებს, (133) ვაჭრებს, ეკლესია - მონასტრებს7 და სხვ. რაკი "ლეკიანობა" კახეთის გარდა ქართლსაც მოედო, კახეთის მეფე დავით II იმამ - ყული - ხანისათვის ეს ალბათ იმდენად იყო საინტერესო, რომ ახლა თითქოს შესაძლებელი ხდებოდა მაინც ქართლ - კახეთის ძალების გაერთიანება და მისი წარმართვა "ლეკების" წინააღმდეგ; ამას მოწმობს დავით II კახთა მეფისა და ვახტანგ VI ქართლის მეფის მიმოწერა 20-იან წლებში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც კახელ გლეხთა დახმარებით "ლეკებს" თითქმის მთელი კახეთი ჰქონდათ დაპყრობილი და დავითისვე სიტყვით "მათ ახლა მწვედ ძალიანად მტერობა და ქვეყანას ცემა დაუწყეს", რომ "ამის უფრო საქმის გაჭირება აღარ იქნება"... "დღე ძვირად გავა, რომე ომი და ცემა არსად იქნასო"8. რაკი პრაქტიკულად ხედავდა, რომ მოწოლილი "ლეკებისაგან" მარტო კახეთის ჯარით ვერ გამაგრდებოდა"9, ხოლო ქართლი კი უკვე თვით დაინტერესდა მათ წინააღმდეგ ბრძოლით, დავით II კახთა მეფემ მთელი თავისი მცდელობა სწორედ ამ ერთობლივი მოქმედებისაკენ წარმართა. 1720 წ. იგი არც მალავს ამ თავის განწყობას და წერს: "ახლა ეს მოგახსენოთ: რადგან ორსავ საქართველოს ბატონებს შუა ჩამოგვიცვივდნენ, თქვენზედაც ასე ახლოს მოვიდნენ და ჩვენზედაც, თუ ახლა ამათ ასე უხმლოდ გაუშვებთ სხვას უარეს საქმეს გაბედავენო". დავით II აქვე შენიშნავს, რომ დახმარებას ანუ "ძალსა და ქომაგს თქვენგან ველითაო"10. კახთა მეფის წერილების ძირითადი აზრი მისივე სიტყვით ის იყო, რომ "თუ თქვენისა და ჩემის გარჯით ქვეყნებს არ შევინახავთ, ლეკნი უფრო ბევრს ავს იქმენ და ქვეყნებს დაასუსტებენო11". წერილებიდანვე ირკვევა, რომ ვახტანგ VI ერთი ასეთი დახმარება 1720 წ. გაზაფხულზე გაუწევია და მეგრელაძის აზრით, ეს ვახტანგ VI მიერ ერასტი ყაფლანიშვილის სარდლობით გაგზავნილი ლაშქარი უნდა ყოფილიყო12. ქართლელთა ასეთ დახმარებას კახელებისათვის თავისი შედეგი მართლაც გამოუღია. რამდენადაც დავითისვე სიტყვით, "ამ ჯარების იმედით ხიზანი ისევ თავიანთ ალაგებში მოვიდნენ და ქვეყნებს იმედი მიეცათო"13. საერთოდ კი დავით II წერილებიდან აშკარად ჩანს და ამაში ჩვენ სავსებით (134) ვეთანხმებით დ.მეგრელაძეს რომ ვახტანგ VI კახეთს მთელი შესაძლებლობით არ ეხმარებოდა14. ამ ფაქტს ჩვენის აზრით, ვახტანგ VI პოლიტიკის გაგებისათვის არც თუ ისე უმნიშვნელო როლი ენიჭება და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს იყოს მისი ერთგვარი გასაღებიც. მაგალითად, დ.მეგრელაძე თვლის რომ ვახტანგ VI ძალებს გადამწყვეტი ბრძოლებისათვის ზოგავდა15. შეიძლება ასეც არის, მაგრამ გასარკვევია, ამ შემთხვევაში იგივე ვახტანგს როგორ ჰქონდა წარმოდგენილი სწორედ ეს გადამწყვეტი ბრძოლა. სადავო არ უნდა იყოს, რომ თუ დავით II და ვახტანგ VI გააერთიანებდნენ თავიანთ ძალებს დაღესტნელი და ჭარელი აბრაგების წინააღმდეგ, ისინი რამდენადმე მტკიცედ შეძლებდნენ მათ ალაგმვას და ქართლ-კახეთში მშვიდობის ხანგრძლივად დამყარებას. ამისი დამადასტურებელი იყო, ერთი მხრივ, ერასტი ყაფლანიშვილის სარდლობით ქართლის ლაშქრის ყოფნა კახეთში 1720 წ. გაზაფხულ-შემოდგომაზე და მისი შედეგები, ხოლო მეორე მხრივ, კი ის რომ ჰუსეინ შაჰმა ორჯერვე მოშალა ჭარელებზე თვით მის მიერვე ნაბრძანები ჯერ ვახტანგისა და დავითის ერთიანი, ხოლო შემდეგ კი უშუალოდ ვახტანგ VI ლაშქრობა. ქართველთა ლაშქრობების მოშლის მიზეზი მეტად ნიშანდობლივია ამ დროისათვის, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს თუ რაოდენ ანგარიშგასაწევი ხდებოდა ქართლ - კახეთის ერთუბლივი ბრძოლა "ლეკების" წინააღმდეგ. ასე, მაგალითად ინგლისელი ჰანვეის ცნობით, შაჰს თავისმა დიდებულებმა ისეთნაირად წარმოუსახეს საქმე, რომ თითქოს ვახტანგს "ლეკებზე" გამარჯვების შემთხვევაში საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეეძლო ირანისათვის და ამის შემდეგ მისთვის სულ ადვილი იქნებოდა რუსეთიდან დახმარების მიღება. ირანის სამეფო კარის საერთო განწყობაზე სეხნია ჩხეიძე წერს: სპარსეთში ფიქრი მიცემოდათო, რომ "თუ მეფე ვახტანგ ჭარი დაიჭირა, ქვეყანასაც ის დაიჭერსო"16. ირანის სამეფო კარის შიში ამ მხრივ მართლაც, რომ კანონიერი იყო, რამდენადაც საამისო საფუძველს მისი საშინაო და საგარეო გართულებები იძლეოდა. ჯერ ერთი, 1720 წლისათვის - ჰაჯი-დაუდს მთელი სამხრეთ დაღესტანი და ჩრდილო აზერბაიჯანი ჰქონდა სეფევიდების ბატონობისაგან განთავისუფლებული, ხოლო მეორეც საკუთრივ თვით ირანიც თითქმის ავღანელებს ეპყრათ. ამასთან (135) ტახტაცურებულ ჰუსეინ შაჰს მისი შვილი, დევნილი თაჰმასპი ეცილებოდა. ასე რომ, 20-იანი წლების ირანი ქართლ - კახეთისათვის პრინციპულად დიდ პრაქტიკულ საშიშროებას არ წარმოადგენდა. რაც სხვათა შორის კარგად იცოდა ვახტანგმა, რომელიც სწორედ ამხანად ცხოვრობდა ირანს, კერძოდ, 1712-1719 წწ. და შეეძლო ყოველივე ეს გაეთვალისწინებინა - ქართლ - კახეთის გაერთიანებული ლაშქრობით "ლეკური საკითხი" მოეგვარებინა. ვახტანგის დროინდელი საქართველოს დიდი სამხედრო - პოლიტიკური შესაძლებლობა აღნიშნული აქვს და არც თუ ისე დაუსაბუთებლად კ.პატკანიანს თავის ერთ-ერთ შენიშვნაში: "ვახტანგ ხანს, რომ მარჯვედ გამოეყენებინა პირობები, მისთვის მისი ქართველებით ძნელი არ იქნებოდა სპარსეთიდან გაედევნა ავღანები და ეთამაშა ის როლი, რომელსაც შემდეგში აზიაში თამაშობდა ნადირ-შაჰი. სპარსეთის დამპყრობლებს (ავღანებს) შიშს გვრიდათ თუნდ ერთი გამოჩენაც ქართველთა მხედრობისა, რომლის ძალა მათ არა ერთხელ უგემნიათ თავისას, საკუთარ სამშობლოში"17. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობთ ვახტანგ VI მხრივ, თუ რასაკვირველია ის მოინდომებდა, არ იქნებოდა დიდი რისკი რათა უარეყო შაჰის მოთხოვნა დაღესტანსა და ჭარზე ლაშქრობის მოშლის შესახებ და მეტი "ძალა და ქომაგი" გამოეჩინა დავით II კახთა მეფისათვის, რათა ერთობლივი ძალით მართლაც "გადამწყვეტი ბრძოლა" დაეწყოთ და "ლეკური საკითხიც" რამდენადმე მოეგვარებინათ. ვახტანგ VI, ჩვენის აზრით, სხვა უფრო რთული და საშიში "გადამწყვეტი ბრძოლა" აირჩია და მთელი ძალებიც მისთვის შემოინახა. პირველი შედეგი ვახტანგის ასეთი პოლიტიკისა ის იყო, რომ "კახეთში ლეკმა დიაღ ძალა ქნა, დიდი ჯარი ჩამოვიდა... ლაშქვრენ და აოხრებენ"18. მეორე უფრო მძიმე აღმოჩნდა მთელი საქართველოთვის. საქმე ისაა, რომ XVIII ს. 20-იანი წლებისათვის რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის მათ შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, მოხდა ხელახალი დაპირისპირება და ამჯერადაც იმიერ და ამიერკავკასიის საკითხებში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის ძალთა შეფარდებაში წინა საუკუნეებთან შედარებით საკმაოდ დიდი განსხვავება არსებობდა. მაგალითად ირანი, ამხანად ფაქტიურად ძალაწართმეულიც კი იყო და თუ იგი კიდევ რაიმეს წარმოადგენდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალზედ დიდ იყო რუსეთ - თურქეთის წინააღმდეგობა და ირანი მაინც ერთგვარ მაწონასწორებელ ძალად (136) გამოდიოდა. მოვლენებმა ელვისებურად დაიწყეს განვითარება. როცა ჰაჯი - დაუდის მეთაურობით აჯანყებულებმა დაღესტანი და ჩრდილო აზერბაიჯანი გაათავისუფლეს სეფევიდების ბატონობისაგან, ხოლო 1721 წ. 7 აგვისტოს კი სულაც შემახა აიღეს და იქ რუსი ვაჭრები ამოხოცე, ერთდროულად ამოძრავდნენ რუსეთი და თურქეთიც, რომლებიც შავი და კასპიის ზღვების მიმართ წარმოებულ ურთიერთპოლიტიკას საკმაოდ ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს და ამისდა შესბამისად მოქმედებენ კიდეც. თურქეთს მიაჩნდა, რომ შავ და კასპიის ზღვებზე განუყოფელი მფლობელობა შეადგენდა მისი კეთილმყოფელობის აუცილებელ პირობას. ყოვლად მიუღებელი იყო მისთვის აქ სხვისი ბატონობის დაშვება19. რამდენადაც დაღესტან - აზერბაიჯანში ანტიირანული მოძრაობის ხელმძღვანელები აშკარა თურქული ორიენტაციისანი იყვნენ, ბუნებრივია, ამან თურქეთის კასპიისპირეთში დამკვიდრების შესაძლებლობა უფრო რეალური გახადა და თურქეთიც შეუდგა საამისო მზადებას. ამიტომ შემთხვევითი არა ჩანს, როდესაც რუსეთის მთავრობა 1720 წ. დეკემბერში თავის კონსულს ირანში ს.ავრამოვს პირდაპირ ავალებს, რომ მან თვალყური ადევნოს, რათა თურქებმა კასპიისპირეთი არ დაიპყრონ20. ცნობილია, რომ თვით პეტრე I ე.წ. "სპარსეთის ლაშქრობისათვის" მზადება ჯერ კიდევ 1715 წლიდან დაიწყო, ხოლო დაამთავრა კი იგი 1722 წ. ზაფხულის პირს21. ირანის სამეფო კარს არ შეიძლებოდა არ ცოდნოდა პეტრე I სამხედრო სამზადისი და მასთან ერთად აგრეთვე ვახტანგ VI–საც რამდენადაც იგი სწორედ ამხანად 1712-1719 წწ. ირანის სამეფო კარზე იმყოფებოდა. ირანიდან ვახტანგი, როგორც ჩანს, რუსეთზე ორიენტაციააღებული დაბრუნდა, მით უფრო, რომ კათოლიკური ევროპა, მიუხედავად ვახტანგის მიერ მისთვის საერთოდ მთელი კავკასიის სარგებლიანობის დამტკიცებისა და ამ საქმეში თავის მხრივ საქართველოს უპირველესი როლის ჩვენებისა, გულგრილი დარჩა და ამდენადვე იმედი გაუცრუვა22 (იგულისხმება სულხან-საბა ორბელიანის (137) ელჩობა ევროპაში 1713 - 1714 - თ.ბ.). ამიტომ იყო ალბათ, რომ 1719 წ. საქართველოში ჩამოსული ვახტანგ VI დიდი, გადამწყვეტი ბრძოლისათვის იყო განწყობილი, ვიდრე ეს კახთა მეფეს დავით II იმამ - ყული ხანს ეგონა, რომელიც დაღესტნის საკითხის გადაწყვეტას, ასე ვთქვათ, უფრო შინაურული, კახური და ქართლური ძალებით აპირებდა და რაზეც ფაქტიურად ვახტანგმა მხარი არ აუბა. დაღესტანსა და სპარსეთთან ურთიერთობის საკითხი ვახტანგს, როგორც ჩანს, სხვა ჭრილში ჰქონდა წარმოდგენილი. იგი რამდენადმე უნდა ყოფილიყო შეფარდებული პეტრესეულ გეგმებთან, კერძოდ, მოსალოდნელი ლაშქრობის საქართველოსთვის გამოყენების თვალსაზრისით. იმამ-ყული ხანის წერილებში ვახტანგისადმი 1720 წ. მეტად კარგად ჩანს ვახტანგის ასეთი დამოკიდებულება კახეთისადმი, ხოლო მეორე მხრივ კი იგივე 1720 წ. თავის მხრივ, როდესაც გაფორმდა პეტრესა და ვახტანგ VI შორის (თუმცა იურიდიულად გაუფორმებელი) ხელშეკრულება23 ერთობლივი სამხედრო მოქმედების თაობაზე მომავალ ე.წ. "სპარსეთის ლაშქრობაში". აღსანიშნავია, რომ სულ მალე პეტრესეულ გეგმებს სომხეთიც შეუერთდა. ასე რომ, ამ დიდი ლაშქრობის დასაწყისში პეტრე I ამიერკავკასიაში თურქეთსა და ირანთან შედარებით საკმაოდ წონა გავლენიანი მოკავშირეები გაუჩნდა და ამდენად წარმატებაც თითქოს ერთგვარად გარანტირებული შეიქმნა. ერთი შეხედვით ვახტანგ VI მიერ შემუშავებული დიდი პოლიტიკა დროის შესაბამისად გამართლებულივით მოჩანდა, მაგრამ როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადჰყვეს, ის მაინცადამაინც მთლად ღრმად მოფიქრებული არ ყოფილა. საამისო დასკვნისათვის, რასაკვირველია, გარკვეული უნდა იქნეს თუ რამდენად გამართლებული იყო პეტრეს მიერ ე.წ "სპარსეთის ლაშქრობა" და ამასთან ამ ლაშქრობაში რამდენად აუცილებელი იყო ვახტანგ VI პრაქტიკული ჩარევა, მონაწილეობის მიღება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჰაჯი-დაუდისა და ყაზი-ყუმუხელ სურხაიხანის მიერ წარმოშობილი ვაკუუმი თურქეთისათვისაც რუსეთზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო და ბუნებრივია, რომ სულთანმა ახლო ურთიერთობა გააბა ჰაჯი-დაუდთან და მის დაღესტნელ მოკავშირეებთან. თურქებმა ჰაჯი-დაუდს იმედი ჩაუსახეს, რომ მას ხელს შეუწყობდნენ სეფევიდებისაგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად. ჰაჯი-დაუდი და სურხაი ხანი (138) თურქეთის აშკარა მხარდაჭერით აცხადებდნენ, რომ ისინი ალაჰის მიერ მოწოდებული არიან, რათა გაათავისუფლონ სუნიტები სეფევიდების ტირანიისაგან და რომ საჭიროა აგრეთვე ყველა ჭეშმარიტი მუსლიმანის გაერთიანება24. თურქეთის ასეთი პოზიცია გულისხმობდა დაღესტნისა და შარვანის ჩაგდებას და ამდენად ვაკუუმის შევსებასაც. თურქეთი, რასაკვირველია, არც ყაბარდოს ივიწყებდა, რადგან ჩრდ.კავკასიიდან დაღესტანსა და ამიერკავკასიაში მისი ვასალის - ყირიმის ხანის შემოსვლისათვის მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მიზანი ჰქონდა სწორედ 1720 წ. ყირიმის ხანის სეადეტ-გირეის ლაშქრობას ყაბარდოში, რომელმაც პირველად მართალია ერთგვარ წარმატებას მიაღწია, მაგრამ საბოლოოდ კი დამარცხდა25. თურქეთის სულთანი ახმედ III (1703-1730 წწ.) დაჟინებით ითხოვდა ყირიმელი ხანებისაგან ყაბარდოს დაპყრობას, რამდენადაც იგი ამ გზითაც აპირებდა კასპიისპირეთში გაჭრას. ცოტა უფრო გვიან, როდესაც პეტრე I სამხედრო კომპანია უკვე მსვლელობაში იყო სეადეტ-გირეიმ 1722 წ. სექტემბერში მოწოდებით მიმართა შაშხალ ადილ-გირეის და დაღესტნის სხვა მთავრებს, რათა ყველა ისინი ერთად გამოსულიყვნენ რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. "წმინდა ომის" საწარმოებლად. სეადეტ-გირეი წერდა, რომ პეტრეს, რომელმაც ყუმიკელები და საერთოდ მთელი დაღესტანი დაამარცხა ახლა განზრახული აქვს ასეთივე მარშით საქართველომდე მივიდესო. ამასთანავე დასძენდა, თუ ჯარი გინდათ მოციქული ადრე გამოგზავნეთ და რამდენსაც მოითხოვთ, იმდენსვე გამოგიგზავნითო26. თურქეთის ეს ცდები, რასაკვირველია, რუსეთს არ გამოეპარებოდა, მით უფრო, რომ იგი მის კავკასიურ სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიურ ინტერესებს მეტად სძსხლხორცეულად ეხებოდა. ჯერ ერთი, კასპიისპირეთის პროვინციების დაპყრობით თურქეთი თითქმის შლიდა აღმოსავლეთში რუსეთის ვაჭრობას, მეორე, კასპიისპირეთში თურქეთის გაბატონება საკმაოდ ასუსტებდა რუსეთის პოზიციებს კავკასიაში და მესამეც, რეალურ საფრთხეს უქმნიდა რუსეთის სუსტად დაცულ სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს. კასპიისპირეთში თურქეთის გაბატონებისათვის ხელის შეშლა რუსეთისათვის დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხი იყო, რომლის გადაჭრა გ.პაიჭაძის სამართლიანი შენიშვნით, შეიძლებოდა მხოლოდ რუსეთის ჯარების მიერ აღნიშნული ტერიტორიის დაკავებით და მისი რუსეთის (139) სრულ მფლობელობაში გადასვლით27. ასე რომ, რუსეთის ეკონომიურ და სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების ერთობლიობამ სავსებით კანონიერად აიძულა პეტრე I გადამწყვეტი და ამავე დროს გამართლებული "ნაბიჯი გადაედგა კასპიისპირეთში. ასეთ საერთო ვითარებაში კი რუსეთისათვის მთავარი იყო თურქეთისათვის დასწრების საკითხი, ვიდრე თვით ლაშქრობისა, რამდენადაც ეს უკანასკნელი უკვე თავისთავად განპირობდა აუცილებლობით: ასეთი ტენდენცია რუსეთში სხვათა შორის ბევრად ადრე იგრძნობოდა, რამდენადაც რუსეთის მმართველი წრეებისათვის სრულებით უცნობლად არ რჩებოდა თურქეთის საქმიანობა მთელი კავკასიის მასშტაბით. ასე, მაგალითად, 1714 წ. სენატისა და თვით პეტრე პირველისათვის ცნობილი იყო თუ როგორ დაძრწოდნენ თურქეთ - ყირიმხანის აგენტები ყაბარდოში, რათა თავიანთ მხარეზე გადაებირებინათ ყაბარდოელი მთავრები და როგორ ცდილობდნენ აგრეთვე მთელი კავკასიის ხალხების გაერთიანებას ირანის საზღვრებამდე28. რუსეთში შიშობდნენ, რომ თუ თურქეთი ყოველივე ამას შეძლებდა, მაშინ ომის შემთხვევაში ყველა ეს ხალხი მის მხარეზე აღმოჩნდებოდა და ამასთან მისი ბატონობაც მთელ სიგრძეზე, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, რამდენადმე უზრუნველყოფილიც იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ა.ბეკოვიჩ-ჩერკასკი, რომლის წერილიც დაედო საფუძვლად პეტრე I მიმართვას სენატისადმი, პირდაპირ აღნიშნავდა, რომ არ დაუშვან ამ ხალხების თურქეთის გავლენის ქვეშ მოქცევა, რომ, პირიქით, საჭიროა ეს თვით რუსეთმა გააკეთოს და საამისოდ ის დროს ნუ დაკარგავს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ თურქებმა ისინი თავის გავლენას დაუმორჩილეს, მაშინ უკვე გვიან, და მომავალში მისი განხორციელებაც თითქმის შეუძლებელი29 იქნებაო. 1719 წ. იგივეს მოითხოვდა ა.ვოლინსკიც, როდესაც იგი საგარეო საქმეთა კოლეგიაში დაღესტნის დიდი მთავრების შამხალ ადილ-გირეისა და აქსაელ სულთან მაჰმუდის ქვეშევრდომებად მიღების მეტად დიდ აუცილებლობაზე წერდა30. შექმნილ ვითარებაში, როგორც სამართლიანად შენიშნავს მარშაევი, პეტრე I მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თურქეთის ჩარევისათვის დაესწრო და დაეწყო კიდეც სამხედრო ექსპედიცია დაღესტნისა და კავკასიის სხვა რაიონების შემოსაერთებლად31. ეს (140) რომ ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ პეტრემ საერთოდ დადგენილ დროზე ადრე დაიწყო ლაშქრობა, კერძოდ, 1722 წ. ზაფხულში, ნაცვლად ნავარაუდევი 1723 წლისა, ანუ, თითქმის ერთი წლით ადრე, რის გამოც, პეტრესვე აღიარებით, ვერ მოხერხდა ჯარისა და ფლოტის სრულყოფილი მომზადება32. რუსეთის მხრივ ამ აჩქარებას ხელი შეუწყო ამ დროისათვის შექმნილმა მისთვის მეტად ხელსაყრელმა პირობებმა33. პეტრე I პოლიტიკაში ჩრდილო კავკასიისა, ამიერკავკასიისა და ირანის მიმართ არ იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მოულოდნელი და მით უფრო ახალი რამ. ეს იყო კავკასიური პოლიტიკის განხორციელების იგივე ცდები, რასაც ადგილი ჰქონდა ადრეც, XVI ს. ბოლო მეოთხედსა და XVII ს. დასაწყისში, როდესაც შესაფერის ვითარებაში რუსეთი ცდილობდა დაღესტნის დაპყრობასა, თუ მის მორჩილებაში მოყვანას, რამდენადაც დაღესტანს ყაბარდოსთან ერთად მის კავკასიურ პოლიტიკაში პირველხარისხოვანი ადგილი ეჭირა, ვიდრე საქართველოს, რომელიც ასეთად რუსეთისათვის მხოლოდ XVIII ს. 70-80-იან წლებში შეიქმნა; ამ გარემოებამ სხვათა შორის, თითქოს, XVI ს. მეორე ნახევრით მოყოლებული თავისებური დაღი დაასვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და იგი არსებითად განსხვავებულიც გახადა რუსეთ-ყაბარდოსა და რუსეთ-დაღესტნის ურთიერთობებისაგან. პეტრესდროინდელ ლაშქრობასა და მსგავს ადრინდელ ლაშქრობებს შორის, ჩვენის აზრით, მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ იგი მათთან შედარებით უფრო ფართო მასშტაბისა იყო და, რაც მთავარია, პეტრემ ასევე შედარებით ნაკლები ბრძოლების წყალობით მიაღწია გაცილებით მეტ წარმატებას. მარშაევის აზრით, პეტრეს ასეთი წარმატება, რამდენადმე  განპირობდა იმ დიპლომატიური შეტევით, რომელიც რუსეთმა განახორციელა დაღესტნელ მფლობელებზე ჯერ კიდევ ადრე 1717-1720 წწ.34. ასე, მაგალითად, რუსეთს თავისი ერთგულება და სამსახური და ამასთან სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებაც კი შესთავაზა შამხალ ადილ-გირეიმ, ყუმიკეთის ერთ-ერთმა მფლობელმა მურთაზალი ბუდაიმ, ჩაბან-შამხალმა, ენდერის მფლობელმა და სხვ35. (141) პეტრე I სამხედრო კომპანია 1722-1723 წწ. მართალია ბოლომდე არ მისულა, მაგრამ წარმატებები მაინც საგრძნობი იყო. 1723 წ 12 სექტემბერს პეტერბურგში რუსეთ-ირანს შორის დადებული ხელშეკრულების ძალით შაჰ-თაჰმასპმა რუსეთის "სამუდამო მფლობელობაში" სცნო კასპიისპირეთის რიგი ოლქები, ქალაქების (დარუბანდის, ბაქოს, გილანის, მაზანდარანის, ასტრაბადისა და სხვ. ჩათვლით36. ანუ თითქმის "ძირითადი სააბრეშუმო რაიონები"37. "სპარსეთის ლაშქრობის" მოკლე ისტორია, როგორც ვხედავთ თვალნათლივ მეტყველებს რუსეთისათვის ამ ნაბიჯის აუცილებლობაზე - მისი მრეწველობის ნედლეული ბაზის გასაღების, ბაზრის გაფართოების და საერთოდ მისიშინაგანი განვითარებიდან გამომდინარე: მაგრამ ამასთან იქნებოდა დიდი შეცდომაც, რომ ამ ლაშქრობის დამპყრობლური ხასიათი უარგვეყო. ასეთ ვითარებაში კი ისმება საკითხი, თუ რაოდენ აუცილებელი იყო ამ ლაშქრობაში ვახტანგ VI პრაქტიკული ჩარევა, რამაც ობიექტურად გამოიწვია საქართველოს ჩათრევა პეტრეს სახელმწიფოს დამპყრობლურ გეგმებში და რასაც, როგორც სამართლიანად შენიშნავს მ.დუმბაძე, საქართველოსთვის საბედისწერო შედეგი მოჰყვა38. დიდი პოლიტიკის ჭრილში შეიძლება ვახტანგ VI პოლიტიკას - საქართველოს გაერთიანება რუსეთის ხელქვეშ მომხდარიყო, ან საერთოდ ყველა მფარველისაგან დამოუკიდებლად და მასთან მოგვარებულიყო საქართველო-დაღესტნის ურთიერთობაც - თითქოს თავისი გამართლება ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იგი ვახტანგის ძალას აღემატებოდა და ქვეყნის შიგნით შექმნილ რეალურ მდგომარეობასაც მთლად არ შეესაბამებოდა. ვახტანგს ისეთი პოლიტიკა უნდა შეემუშავებინა, რომელიც მის ძალებს შეეფარდებოდა და გარკვეულ ვითარებაში რუსეთი მისთვის ერთგვარ დამხმარე ძალად გამოვიდოდა. სამწუხაროდ, ვახტანგის პოლიტიკაში რუსეთმა ძირითადი ძალის სახე მიიღო და შესაბამისად ვახტანგი მის დამხმარედ გამოვიდა, რისგამოც იგი თავიდანვე აღმოჩნდა რუსეთზე მთლიანად დამოკიდებული და ამდენად უკან დასახევი გზაც (142) თვითონვე მოიჭრა. თავისთავად რუსეთთან ურთიერთობის დამყარება, რასაკვირველია, შეცდომა არ იყო: მეტიც, იმხანად ის ერთადერთ საშუალებად ჩანდა, მაგრამ ვახტანგის ჩარევა 1722-1723 წწ. პეტრეს სამხედრო კომპანიაში, ვ.დონდუას სიტყვით რომ ვთქვათ, ვახტანგის მხრივ "სახიფათო სითამამით" გადაწყვეტილი და ჩვენის აზრით, გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ამ მხრივ ვახტანგზე, როგორც პოლიტიკოსზე გაცილებით მაღლა დგას XVI-XVII სს. მიჯნაზე მოღვაწე კახთა მეფე ალექსანდრე. ალექსანდრეს დროს რუსეთ - თურქეთ - ირანი თითქმის ტოლძალოვან ძალებად გამოდიოდნენ კავკასიაში, ხოლო ვახტანგის დროს კი ირანი ფაქტიურად გამოთიშული იყო დიდი პოლიტიკური თამაშიდან და მეტიც, რუსეთსა და თურქეთზე იყო დამოკიდებული მისი ბედი. ცნობილია, რომ XVI ს. 90-იან წლებში და XVII ს. დასაწყისში ალექსანდრე კახთა მეფესაც ჰქონდა მსგავსი წინასწარი შეთანხმებები რუსეთის ჯართან საშამხლო - დაღესტანზე ერთობლივი მოქმედებისათვის, მაგრამ რუსეთი ამას კონკრეტულად ახორციელებდა მაშინ, როცა მას ეს მიაჩნდათ საჭიროდ და არა მაშინ, როცა იგი უფრო მეტად საქართველოსათვის იყო აუცილებელი. რუსეთის ასეთი პოზიცია ძირითადად დამოკიდებული იყო თურქეთ-ირანის კავკასიური პოლიტიკის პერიოდულ გააქტიურებაზე. კახთა მეფე, ხედავდა ყოველივეს და ასეთი ვითარებისას ყოველთვის გვერდზე იდგა იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც რუსეთის რაზმები უკვე პრაქტიკულად ლაშქრავდნენ საშამხლო - დაღესტანს. თავის უშუალო ჩარევას ალექსანდრე მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებდა, თუ რუსეთი ყველა იმ პირობას შეუსრულებდა რომელიც მას მიაჩნდა ერთგვარ გარანტიად თავისი ქვეყნის უშიშარყოფისათვის. სხვა შემთხვევაში ალექსანდრეს აზრით, შეიძლებოდა მას თურქეთ-ირანი აემხედრებინა თავის წინააღმდეგ და მათაც კახეთისათვის ანგარიში გაესწორებინათ, მით უფრო, რომ გეოგრაფიულად ისინი კახეთთან უფრო ახლო მდებარეობდნენ, ვიდრე რუსეთი. კახთა მეფის მთელი მცდელობა იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთ - ირან - თურქეთის ურთიერთობათა დაპირისპირებისას თითოეული მათგანისათვის კახელი ხელდებულის ერთგულება - მორჩილება ჩვეულებრივზე უფრო ძვირად დაფასებულიყო39. ასე რომ, კახთა მეფე რუსეთთან, თურქეთთან თუ ირანთან ურთიერთობისას ყოველთვის იტოვებდა თავისთვის უკან დასახევ (143) გზას, რაც მას საშუალებას აძლევდა ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი თავისი თავიცა და ქვეყანაც გამოეყვანა მდგომარეობიდან. ალექსანდრე კახთა მეფის რუსეთისადმი ასეთი დამოკიდებულების პოზიციას ადგა სხვათა შორის ვახტანგ VI–ს თანამედროვე კახთა მეფეც - კონსტანტინე ანუ მაჰმად-ყული ხანი, რისი დამადასტურებელიც მისი მიმოწერა რუსეთის სამეფო კართან 1724-1725 წწ. ასე, მაგალითად, კონსტანტინემ იცის, თუ რას ნიშნავს "ხელმწიფეთ ხელმწიფის (პეტრე I - თ.ბ.) დიდისა და ძლიერის ლაშქრისა და სარდლის აქათ მობრძანება"40, მაგრამ მასთან უფრო ახლო ურთიერთობისაგან მაინც თავს იკავებს, ვიდრე ხელმწიფის ეს უძლეველი ლაშქარი მისი ქვეყნის სიახლოვეს არ მობრძანდება". კონსტანტინეს მიერ მიწერილი ის წერილი კი, სადაც აღნიშნულია, რომ "ხელმწიფის სამსახურზედ კაცი გამოვგზავნე, საქართველოს ამბავი მოვახსენე, მაგრამ მტრის შიშით და გზის სიძნელით, ჩვენმა კაცმა ვერ მოაწივაო"42, სხვანაირად იმასა ნიშნავდა, რომ კახთა ჯარების გაგზავნა ასეთ ვითარებაში რეალურად შეუძლებელი იყო. ასე, რომ, კონსტანტინე კახეთის სამეფო კარზე შემუშავებულ ტრადიციულ პოლიტიკას არ ღალატობს, იგი სხვათა შორის პირდაპირაც აგრძნობინებს რუსეთის სამეფო კარს ამ ამბავს, როდესაც წერს: "თუ თქვენ ახლოს მობძანდეთ... თქვენის ძალით ამათ პასუხს ძლევას დაუწყებთო"43. რასაც მთელი დიპლომატიური ხელოვნებით გაურბოდა ალესანდრე კახთა მეფე, ვახტანგ VI ჩანს, ძალიან უბრალოდ შეხედა, რამაც სხვათაშორის სულ მალე გამოიღო კიდეც სათანადო შედეგები. ასე, მაგალითად, პეტრე I მიერ ლაშქრობის მოშლამ ვახტანგისათვის თვალნათლივი გახადა, რომ მას უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი ჰქონდა. აი ასეთი მოსალოდნელი პერსპექტივისა იყო, რომ ალექსანდრე კახთა მეფეს ეშინოდა და არ გარბოდა პირველსავე დაძახილზე. ვახტანგ VI ასე აშკარად ჩარევამ ერთდროულად აამოქმედა თურქეთი და ვახტანგის ლაშქრობის (პეტრესვე მითითებით) ძირითადი ობიექტი დაღესტანი44, ამასთან, იგი არც ირანმა დაივიწყ და (144) მას ანგარიში მოსთხოვა. ასე რომ, პეტრეს ლაშქრობის მოშლით ვახტანგი ბრძოლის ველზე მარტო აღმოჩნდა მიტოვებული. ამის შემდეგ მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. ასე, მაგალითად, 1722 წ. დეკემბერში ვახტანგ VI შაჰ-თამაზის ყულარ აღასმა შაჰ-ჰუსეინის ტყვეობიდან დასახსნელად და საერთოდ ირანის დასახმარებლად, როგორც თავის ყმას, ოფიციალურად მოსთხოვა ჯარი45. 1722-1723 წწ. არზრუმის ფაშამ სულთნის დავალებით ასევე დაჟინებით მოითხოვა, რათა ვახტანგს მიეღო თურქეთის პროტექტორატი და საერთოდ ეცნო სულთნის უფლებები46. თურქეთი, რომელსაც ისედაც ჰქონდა გადაწყვეტილი ქართლ-კახეთის დაპყრობა, ვახტანგის ამ ნაბიჯმა ააჩქარა. საქმე იქამდისაც კი მივიდა, რომ იბრაჰიმ-ფაშამ პეტრე I ამიერკავკასიაში ლაშქრობა სულაც ვახტანგს დააბრალა. ასე წერდა, ყოველ შემთხვევაში იგი 1723 წ. აპრილში დერბენტში მყოფ რუს სამხედრო ხელმძღვანელობას: "ვახტანგმაო თქვენო მოგიწოდათ ასტრახანშიო, ხოლო ასტრახანიდან კი დაღესტანში, სადაც თქვენ რამდენიმე ადგილს დაეუფლეო და ქ.დერბენტიც აიღეთო!"47. საერთოდ კი ფაშა რუსეთ - თურქეთის ურთიერთობის გამწვავების საქმეში მთლიანად ბრალს ვახტანგსა დებს48. პეტრე დიდის სამხედრო კომპანიაში ჩარევის გამო იყო ალბათ, რომ ვახტანგმა კახთა მეფის იმამ-ყული ხანის წინადადებისაგან შეიკავა თავი მოეწყოთ დაღესტნელ აბრაგთა წინააღმდეგ ერთობლივი ლაშქრობა და გადაეწყვიტათ კიდეც ლეკური საკითხი. თავისი აჩქარების შედეგებს ვახტანგი, სხვათა შორის თვითვე მიხვდა პირველი. 1722 წ. სექტემბერში იგი, სინანულითა და თითქმის საყვედურითაც კი წერს პეტრეს, რომ "ამ საქმით (თავის მონაწილეობით პეტრეს ლაშქრობაში, - თ.ბ.) ყეენიც დაგვემდურა, კახი ბატონიც აგვეშალა და ხონთქარიც წყენობს და იმუქრებისო"49. ცოტა უფრო გვიან, როდესაც ვახტანგს VI პეტრე დიდის მემკვიდრეების თვალში ხსნიდა ამ ლაშქრობის გამო თავს დამტყდარ უბედურებას და მოითხოვდა თავისი თავდადება - ერთგულებისათვის მეტ დაფასებას, მას გარდა იმისა, რომ ყველაფერი გაუბაიბურეს, პირველი და ყველაზე დიდი დამნაშავე თვითვე  გამოიყვანეს. ასე, მაგალითად, განჯაში სულ ტყუილად იდექიო ასე დიდხანს; (145) თვითვე უნდა დაგეწყო შაჰის წინააღმდეგ ბრძოლა და შემახაც აგეღოო, კახთა მეფე კონსტანტინესთან შენვე ჩამოაგდე შუღლიო, ხოლო თურქებისაგან არავითარი საშიშროება არ გელოდა და თვით შენ შეხვედი მის მფარველობაშიო და სხვ50. მართალია, ეკატერინე I ეს "მემორანდუმი" განკუთვნილი ვახტანგ VI, თვით ვახტანგისათვის არ მიუციათ, მაგრამ აქ მეტად მნიშვნელოვანია რუსეთის სამეფო კარის მხრივ ვახტანგის როლის შეფასება პეტრე დიდის ე.წ. "სპარსულ ლაშქრობაში“. ბუნებრივია, რომ ამ ლაშქრობიდან ქართლში დაბრუნების შემდეგ ურთიერთობა ვახტანგ VI და კონსტანტინეს შორის სულ სხვა მიმართულებით წარიმართა, რამაც, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა კიდეც ვახტანგის შემდგომ ცხოვრებასა და მოღვაწეობაში. ქართლ - კახეთის ერთობლივ მოქმედებას ამხანად შეიძლებოდა გადაეწყვიტა "ლეკური საკითხი", მით უფრო, რომ "ლეკიანობა" ახლად ფესვგადგმული იყო, ხოლო ქართლ-კახეთს კი ჯერ არ განეცადა "ოსმალობისა" და "ყიზილბაშობის" გამანადგურებლობა. 30000 - 40000 ათასიანი ქართლის ჯარით51 და ალბათ ამდენივე კახეთისა, ორივე მეფეს მართლაც შეეძლებოდათ დაღესტნელ ფეოდალთა და ტომთა ბელადების თავდასხმების ალაგმვა და ქვეყნის დოვლათის მოვლაც. მაგრამ ვახტანგმა კახეთთან დაახლოების ეს მეტად დიდმნიშვნელოვანი მომენტი ხელიდან გაუშვა. მართალია დავითი და ვახტანგი სხვადასხვა ორიენტაციისა და მისწრაფებების მქონე მეფეები იყვნენ და მათი ერთმანეთთან კეთილი ურთიერთობა, როგორც დ.მეგრელაძე აღნიშნავს, ფორმალური იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ლეკების მიერ შექმნილი მდგომარეობა ფაქტიურად მაინც აპირობებდა ამ მეგობრობას და ეს უნდა ყოფილიყო სწორედ ამოსავალი, რაზეც, სხვათა შორის, კახთა მეფე წავიდა, ხოლო ვახტანგი კი არა. ვახტანგის ასეთი დამოკიდებულება კახეთისადმი, ჩვენის აზრით, შეიძლება მხოლოდ ორი გარემოებით აიხსნას: ერთი, რომ ვახტანგი ალბათ თვით აპირებდა კახეთის დაპყრობას, საქართველოს გაერთიანებასა და რუსეთის ირანისადმი დაპირისპირებას52, ხოლო, მეორეც იმით, რომ ვახტანგს მთლად ნათლად არ ჰქონდა წარმოდგენილი "ლეკიანობა" მთელი თავისი არსით. ჩვენის აზრით, სჯობდა, რასაკვირველია, ვახტანგს ამის განსახორციელებლად არ დაეზოგა ძალები და სწორედ აქ დაეწყო გადამწყვეტი ბრძოლა. (146) ვიდრე ეს მან გააკეთა თავის, ასე ვთქვათ, შემონახული ძალების აქტიური ჩარევით სხვის გადამწვეტ ბრძოლაში. კახეთისადმი და ამდენადვე "ლეკური საკითხისადმი" გულგრილი დამოკიდებულება სულ მალე არანაკლებ საბედისწერო აღმოჩნდა ვახტანგისათვის, 1722 წ შაჰმა კახეთში გარდაცვლილი დავით II ძმა კონსტანტინე ანუ მაჰმად - ყული ხანი გამოგზავნა და თან ერევნის, შამშადოლოსა და ყაზახის მმართველობაც დაავალა. კონსტანტინესათვის ძნელი არ უნდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი გაჭირვების შეცნობა, რამდენადაც "კვალადცა მარადის იყო ესე ვითარი კირთება ლეკთაგან კახეთსა შინა53. ჩანს, კონსტანტინე თავდაპირველად თავისი ძმების დავითისა და თეიმურაზის54 გზას დადგომია "ლეკური საკითხის" მოგვარებაში. ასე, მაგალითად, "საქართველოში მოსვლისთანავე მას "ზავისა და სიმტკიცისათვის"55 ვახტანგ VI მიუმართავს, მაგრამ ამ უკანასკნელს, როგორც ჩანს, მაინცადამაიც დიდი ენთუზიაზმი არც ამჯერად გამოუჩენია. მისი ასეთი უყურადღებობითა და გულგრილობით კი კარგად ისარგებლა მისმავე ნამეფარქმა და ბედისმაძიებელმა ძმამ იასემ და ორივე მეფე სამკვდრო - სასიცოცხლოდ გადაჰკიდა ერთმანეთს56. კონსტანტინესათვის ხელსაყრელი იყო ვახტანგთან ახლო ურთიერთობა. ჯერ ერთი, შეიძლებოდა ერთობლივი ხელშეწყობით "ლეკური საკითხი" კვლავ მოგვარებულიყო; მეორეც, ვახტანგს სწორედ ამხანად ჰქონდა მიღებული შაჰისაგან "სარდრობა ადრიბეჟანისა" და რასაკვირველია, არ იქნებოდა ურიგო თუ მას, როგორც შაჰის კაცს, კარგი ურთიერთობა ექნებოდა მასთანაც; და ბოლოს, როცა იბრაჰიმ-ფაშა სულთნის მფარველობაში შესვლის საფასურად, ვახტანგს კახეთს სთავაზობდა, ამ უკანასკნელს შეეძლო კახეთთან კარგი ურთიერთობის გამო მისთვის უარი ეთქვა. კონსტანტინემ მეორეჯერ სცადა ვახტანგთან ურთიერთობის დამყარება, რათა ყოფილიყო ვახუშტის სიტყვით, მათ შორის "უმეტესი სიმტკიცე"57, მაგრამ მას ახლა ამ განზრახვაზე ხელი კახელმა დიდებულებმა ააღებინეს. ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა. კახეთის სამეფო კარმა უკვე თვით სცადა ქართლის დაპყრობა და შემდეგ ასე რიგად შემოერთებული ქართლის ძალებთან ერთად დაღესტნელ და ჭარელ აბრაგთა შემოსევების ალაგმვა. „ჰგონებდნენ დაპყრობასა ქართლისასა (147) წერს ვახუშტი, და, მერმე ამითი შემუსრვასა ლეკთასა და განთავისუფლებასა მათგან"58. ასე, რომ, ვახტანგ VI შორსგაუმჭვრეტი პოლიტიკა კახეთისა და დაღესტნის მიმართ, მომძლავრებულ ქართლისათვის, აღმოჩნდა მეტად საზიანო და საზარალო. გაბოროტებულმა კონსტანტინემ ჭარელი და დაღესტნელი ლეკები თავისთან დაიზავა, ამასთან "აღუთქვა ვერცხლი დიდძალი" და 1723 წ. მაისში "კახ - ლეკთა" ჯარით მეორე ცდაზე თბილისიც აიღო და მას 60000 თუმანი კონტრიბუციაც შეაწერა59. შემდეგ კონსტანტინე იგივე "კახ - ლეკით" ვახტანგის ერთგულ ზემო ქართლის თავადებს მიუხტა და მათი ყმა - მამულები სასტიკად დაარბია. კონსტანტინეს მიერ თბილისის აღება ერთგვარ ნიშნის მიცემად აღმოჩნდა იბრაჰიმ-ფაშასთვის, რომელთანაც ვახტანგი განზრახ აჭიანურებდა მოლაპარაკებას, რადგან, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, "იმედეულიყო რუსთა მეფისა მოსლვას"60. მაგრამ მისი მხრიდან ყველაფერი ისეთი დაუფარავი და აშკარა იყო, რომ მისი გაგება თურქეთისათვის არც სირთულეს და მით უფრო საიდუმლოებას არ წარმოადგენდა. მართალია ვახტანგმა იბრაჰიმ ფაშის დაწოლით ბოლოს მაინც ცნო თურქეთის სულთნის "ყმობა", მაგრამ ეს ისეთ დროს, როდესაც მას არავითარი წონა და ფასი არა ჰქონდა, რადგან ფაშა უკვე ამხედრებული იყო ქართლის წინააღმდეგ. 1723 წ. ივნისში იბრაჰიმ - ფაშამ თითქმის უბრძოლველად ჩაიბარა თბილისი - "კლიტენი ციხე - ქალაქისანი"61. XVIII ს. 20-იან წლებში საქართველოში ასეთი მდგომარეობის შექმნის ერთ - ერთი მიზეზი, რასაკვირველია, პეტრე დიდის სისუსტეც იყო. ისე როგორც XVII ს. მთელ სიგრძეზე, რუსეთმა, ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, არაერთხელ გამოამჟღავნა თავისი სისუსტე ამიერკავკასიის ქრისტიან ხალხთა "მფარველობის" საქმეში. ახლაც აღმოჩნდა, რომ მას არც ამჟამად გააჩნდა საკმაო ძალა ირან - ოსმალეთთან სამეტოქეოდ. პეტრე I-მა საქართველო ოსმალეთს "დაუთმო"62. ასე რომ, XVIII ს. მეორე მეოთხედიდან ქართლ-კახეთში მეტად მძიმე პერიოდი დაიწყო. მართალია "ოსმალობა" თავისთავად დიდი ძნელბედობა იყო, მაგრამ მის თანადროულად მიმდინარე (148) "ლეკური ომი" მაინც ყველაზე უმძიმესი ძნელბედობად იქცა63. 1724 წლის ახლო ხანებში ლეკებმა მაგალითად გარემოს ხევი საამილახორო, შიოს-უბანი და ქართლის სხვა რაიონები დაარბიეს. ქართლის მაწიოკებელი ლეკები ხეირს არც კახეთს აყრიდნენ. ოსმალეთის ტყვეობას თავდაღწეული კონსტანტინე კახთა მეფე მეტად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, მას ერთი მხრივ ოსმალების წინააღმდეგ მოუწია ხმალის ქნევა, ხოლო მეორე მხრივ კი ლეკებისა, რომლებსაც დროდადრო იკავშირებდა აგრეთვე ოსმალებისვე წინააღმდეგ. ასე რომ, ძნელბედობის ჟამს კონსტანტინე კახთა მეფეს მოუწია ძალების მობილიზება და მისი მოთავეობა, რამდენადაც ვახტანგ მეფის გულისყური უკვე მოსკოვის გზისაკენ იყო მიპყრობილი და აქაურობისაგან გაცლაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე დარჩენასა და ბრძოლაზე. დაღესტნელი და ჭარელი ფეოდალები კი დროს არ კარგავდნენ და ვახუშტის სიტყვით, რომ ვთქვათ "იყო მათგან ლაშქრობა ძლიერი, ხდომანი, სრვანი, ტყვევნანი, ოხრებანი დაუცადებელნი და იავარნი კახეთსა შინა"64. კონსტანტინე ჩანს "ოსმალებში" უფრო დიდ ბოროტებას ხედავდა, ვიდრე ლეკებში, როდესაც იგი მათ ეზავებოდა; მაგრამ, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ, როგორც წესი, ასეთი დაზავება ყოველთვის პირობითი იყო და იგი ხელს არ უშლიდა ლეკებს სურვილისამებრ განეახლებინათ ხოლმე "ლაშქრობა და ოხრება კახეთსა შინა". 1724 წ. იანვარში კონსტანტინე კახთა მეფეს მაინც უცდია ქართლთან დაახლოება და როგორც ჩანს, კიდეც მიუღწევია ერთგვარი წარმატებისათვის. ასე, მაგალითად, კონსტანტინემ და ბაქარმა, ვახუშტის სიტყვით, "ჰყვეს პირი ერთობა სიყვარულისა", "რათა ბრძოდენ ორნივ ოსმალთა"65. წყაროებიდან, სამწუხაროდ არა ჩანს მათი ერთობლივი ბრძოლის ფაქტები, გარდა იმისა, რომ კონსტანტინე თავისი კახელებითა და ჭარელი ლეკებით თვით შებმია ყაზახთან ოსმალებსა და დამარცხებულა კიდეც. სხვათა შორის, ამ ბრძოლის შემდეგ კონსტანტინეს ხელში ჩაგდება მის მიერვე მოყვანილ ლეკებს უცდიათ, მაგრამ კახთა მეფეს მათგან თავი დაუღწევია და თვალივს შეხიზნულა, რადგან მთელ კახეთს მარბიელი ლეკები მოდებულიყვნენ66. რაკი ქვეყანა უპატრონოდ დარჩა, ვახუშტის სიტყვით, (149) "ლეკთა დაიპყრეს კახეთი, მაჰმადიან-ჰყუნეს და დაუდგინეს მოლანი მათნი დაბნებთა, ციხესიმაგრეთა შინა"67. ლეკების მიერ კახეთის ამ დაპყრობას უნდა გულისხმობდეს ალბათ ჭარის ომების ქრონიკის ავტორიც, როდესაც წერს, რომ "კახეთი თალასა და ჭარზე იყო დამოკიდებულიო, ხოლო გულხადარების მმართველობის ქვეშ კი ალავერდი და თელავი გავაზსა და გურჯანამდეო"68. მართალია, ოსმალთა მძარცველურ მმართველობას დაღესტნელ ფეოდალთა თარეშიც ემატებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველებს იმხანად "ოსმალობა" უფრო დიდ ბოროტებად მიაჩნდათ, ვიდრე ლეკები და თავიანთი ძირითადი ძალებიც სწორედ მის წინააღმდეგ წარმართეს; მეტიც, ამ ბრძოლაში თვით ლეკებიც კი შეიკავშირეს. ასე რომ, "ოსმალობის" წინააღმდეგ გაერთიანდა სპარსული ორიენტაციის მიმდევრები კონსტანტინე კახთა მეფის მეთაურობით და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქართველოში დარჩენილი ხელმძღვანელები, რომელთაც მეთაურობდა გივი ამილახორი69. "შემდგომად ვახტანგ მეფისა წასვლისა რუსეთს (1724 წლის ივლისი, - თ.ბ.) წერს ვახუშტი, ეზრახნენ ქართველი მაჰმად-ყული-ხანს (კონსტანტინეს - თ.ბ.), რათა მოვიდეს სპითა კახეთისათა, განაგონ ოსმალნი და იყოს მეფედ მათდა: ესე ირწმუნა მაჰმად-ყული-ხან და შემოიკრიბნა კახნი, თუშნი, ფშავნი და ხევსურნი". აჯანყებულმა ქართლელებმა 1724 წ. ივლის-აგვისტოში კონსტანტინეს ამ ჯარით და აგრეთვე განჯის, შამშადილუსა და ლეკების რაზმებით გორს შეუტიეს, მაგრამ კარგად დაწყებული ბრძოლა ბოლოს მარცხით  დაამთავრეს და ამით ოსმალებს საშუალება მისცეს კიდეც ქართლში გაბატონებულიყვნენ. ოსმალებმა, რასაკვირველია "აღწერეს ქართლი სრულიად და დასდვეს ხარკი"70. დამარცხებულმა კონსტანტინემ ამჯერადაც ლეკიანობის გამო ვერ შეაფარა თავი კახეთს, და იძულებული გახდა თავისი ოჯახით კვლავ ფშავს გახიზნულიყო, სადაც დაახლოებით ერთ წლამდე დაჰყო. წყაროების მიხედვით, ლეკებს თითქოს მართლაც მთელი კახეთი ჰქონდათ დაპყრობილი, მაგრამ, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ ეს მთლად ასე არ უნდა გავიგოთ, თუმცა ცნობილია ისიც, რომ ლეკებმა ჯერ თავისთავად, ხოლო შემდეგ კახელი გლეხობის "დახმარებით", რაზეც ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი, რამდენადმე მაინც შეძლეს კახეთის (150) დიდი ტერიტორიების თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. ასეთ ვითარებას უმეტესად ადგილი ჰქონდა იმ დრომდე, ვიდრე ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, ე.წ. ლეკური "უბატონო თემები" "მებატონეებად" გადაიქცეოდნენ. ამიერიდან მდგომარეობა კახელ გლეხობასა და უკვე მებატონე ლეკებს შორის არსებითად შეიცვალა, რამდენადაც ამ უკანასკნელებმა დაიწყეს კახელი გლეხობის არა მარტო დაბეგვრა, არამედ გამაჰმადიანებაც კი71. კახელი გლეხობა გონს მოვიდა და როგორც ყოველთვის ასეთ სიტუაციაში იგი გადამწყვეტი ბრძოლისათვის განეწყო. ჭარელ ლეკებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ კახეთში ასეთი სააჯანყებო ვითარება და როგორც ჩანს, შეცდილან კიდეც მას ორგანიზებულად შეხვედროდნენ. ვახუშტი მეტად მოხდენილად გადმოგვცემს შექმნილი სიტუაციის არსს: "თუცა დაიპყრეს,- წერს იგი, - ლეკთა კახეთი, არამედ იყუნენ კრძალველნი და მოფრთხილენი მათგან კვალადცა. ამისთვის შეკრბენ ჭარელნი და მოიყვანეს დაღესტნელიცა და მოადგნენ თელავს სპანი დიდნი და ბრძოდნენ კვირა ერთს"72. 1725 წ. თელავთან ლეკების დამარცხება ერთგვარი ნიშანი გახდა მთელ კახეთში მათ წინააღმდეგ აჯანყებისა. კახელებმა სადაც კი მოიხელთეს "მოსრნეს ყოველნი თვისთა შინა მყოფნი ლეკნი და განთავისუფლდნენ". ლეკებმა რა იხილეს "მაგრობა კახთა", დაზავდნენ კონსტანტინე მეფესთან, რომელიც ქვეყნის სამართავად კვლავ მოიწვიეს კახელებმა ფშავიდან. მოვლენების განვითარება თითქოს უეჭველს ხდის, რომ ამ დაზავების შედეგად ლეკებს ქართლზე სალაშქროდ წასვლის შემთხვევაში კონსტანტინესაგან კახეთზე მშვიდობიანად გავლის გარანტია უნდა მოეთხოვათ, ხოლო თვით კონსტანტინეს კი ამის საფასურად ქართლში მოპოვებული ნადავლის გარკვეული ნაწილი. ვახუშტი წერს: "ქართლის ნატყვენავის წილს მოსცემდნენ ლეკნი მაჰმად - ყული - ხანს ხუთის-თავს ეტიკობისათვის და უწოდა თავთა მათთა მეგობრად, ძმად და მეყვისად"73.

--------------------------------------------------------------------------------------------------------

194 თ.პაპუაშვილი, აღმოსავლეთ კახეთის.., გვ.185-186.

195 ცსსა ფ.236, აღწერა I, საქმე II, ფურც. 253-271; თ.პაპუაშვილი, დასახ. სტატია, გვ.185-186.

196 გ.თოგოშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.209-210.

197 დ.მეგრელაძე, მასალები... საბ. N14, გვ.163.

198 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა., გვ.122.

199 ცსსა, ფონდი 236, აღწერა 2, საქმე N21, ფურც.2; იქვე, საქმე N22, აღწერა 1,  ფურცელი 188.

200 დ.მეგრელაძე, მასალები XVIII ს. ოციანი წლების ქართლ-კახეთის ისტორიისათვის, მასალები საქ. და კავკ. ისტორ., ნაკვ.33, თბილისი, 1960, გვ.164-165; იქვე, საბუთი №11, 14, 16, 18 და სხვ.

201 "საქართველოს სიძველენი", ე.თაყაიშვილის რედ., ტფილისი, 1909. გვ.502; დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ტ.II, ნ.ბერძენიშვილის რედ., თბილისი, 1953, გვ.102; დ.გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობიდან, თბილისი, 1955, გვ.234.

202 ვ.დონდუა, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორია. თბილისი, 1959, გვ.27.

203 ვახტანგ VI, სამართლის წიგნი, გამოც. თ.ენუქიძისა, თბილისი, 1955.

204 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.II, თბილისი, 1965. გვ.163.

205 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა., გვ.211.

206 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, გვ.164.

207 თ.პაპუაშვილი, აღმოსავლეთ კახეთის.., გვ.182.

თავი მესამე

1 А.Бакиханов, Ук. соч., стр.102; ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.81, 136; В.Н.Левиатов, Очерки из истории Азербайджана в XVIII в., Баку, 1948, стр.63-74.

2 Очерки истории Дагестана, т.I, Махачкала, 1967, стр.157-158; Русско-дагестанские отношения..., стр.15.

3 И.Гербер, Известия о находившихся на западной стороне Каспийского моря между Астраханью и рекою Курою народах и землях и о их состоянии в 1728 г. "Сочинения к пользе и увеселению служащих", 1760, стр.223; П.Г.Бутков, Материалы.., т.I, СПб,, 1869, стр.8.

4 А.Бакиханов, Ук. соч., стр.103; П.Бутков, Материалы... Т.II, стр.17;

5 ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.124, 203-206 და სხვ.

6 თედო ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, თბილისი, 1967, გვ.64-66; ვახუშტი, საქ-ს ც-ბა., გვ.385.

7 ვ.დონდუა, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორია. თბილისი, 1959, გვ.76.

8 დ.მეგრელაძე, მასალები..., გვ.151; თ.ჟორდანია, ქრონიკები..., ტ.III, გვ.74; თბილისი, 1967, გვ.64-66; ვახუშტი, საქ-ს ც-ბა., გვ.124, 206.

9 იქვე, საბ.N2, გვ.149.

10 იქვე, საბ.N2, გვ.152.

11 იქვე, საბ.N2, გვ.153.

12 დ.მეგრელაძე, მასალები.., საბ. №6, გვ.151.

13 დ.მეგრელაძე, მასალები.., საბ. №6, გვ.153.

14 დ.მეგრელაძე, მასალები.., საბ. №6, გვ.147.

15 იქვე,

16 სეხნია ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, საქართველოს ცხოვრება, გვ.33.

17 "Дневник осады Испагани афганами, веденный Петросом ди Саргис Гиляненц в 1722-1723 годах", СПб, 1870, стр.31-32. კ.პატკანოვის შენიშვნა, გვ.85; ვ.დონდუა, დას. ნაშრ., გვ.77-78.

18 დ.მეგრელაძე, მასალები.., საბ. №19, გვ.172.

19 J.Von Hammer, Geschiehte des Osmanischen Reiches, Bd.IV, S.206-207.

20 ПСЗ, т.VI, 1830, №3700, стр.280-283.

21 Г.Пайчадзе, Русско-грузинские отношения в 1725-1735 гг., Тбилиси, 1965, стр.27-29; მისივე, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (XVIII ს. პირველი მეოთხედი), თბილისი, 1960 წ., გვ.69-72.

22 Г.Пайчадзе. Русско-грузинские отношения..., стр.26; О.П.Маркова, Россия, Закавказье и международные отношения в XVIII вв. М., 1966, стр.100; ი.ტაბაღუა, სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა საფრანგეთში, ჟურ."მაცნე", თბილისი, 1965, N3 და 5.

23 Очерки истории Дагестана, т.I, Махачкала. 1957, стр.159; Г.Пайчадзе, Русско-грузинские отношения.., стр.28.

24 Русско-дагестанские отношения..., док.131, стр.261; Гербер, Ук. соч., стр.228; П.Бутков, Материалы..., т.1, стр.8.

25 Кабардино-русские отношения в XVI-XVIII вв., т.II, док.№24-28, стр.24-29.

26 Русско-дагестанские отношения.., док.131, стр.262.

27 Г.Пайчадзе, Русско-грузинские отношения..., стр.25; მისივე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 1960, გვ.34; В.П.Лысцов, Персидский поход Петра I, М., 1951.

28 Русско-дагестанские отношения..., док. N96, стр.223.

29 იქვე, გვ.224.

30 იქვე, გვ.307.

31 იქვე, გვ.15.

32 АВПР, ф. Сношения России с Грузией, 1722. д.N3, л.9.

33 Г.Пайчадзе, Ук. соч., стр.25-26.

34 Русско-Дагестанские отношения.., стр.15.

35 იქვე, საბ.NN97-100, 104-106 და 110, გვ.226-228, 234-235, 239-240.

36 ПСЗ, т.VII, №4298, стр.110-112; Русско-дагестанские отношения, док.№155, стр.286.

37 И.Петрушевский, Сборник "История Ирана с дрепнейших времен до конца XVIII века", Л., 1958, стр.314.

38 მ.დუმბაძე, 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი (პროფესორ იასე ცინცაძის წიგნის გამო), მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკ.33, თბილისი, 1960, გვ.244.

39 ნ.ბერძენიშვილი, მასალები..., ნაკ.I, 1944, გვ.24; ვ.გაბაშვილი, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVIII სს. მიჯნაზე, რეცენზია, "მიმომხილველი", ტ.I, თბილისი, 1949, გვ.452.

40 М.Броссе, Переписка стр.164.

41 იქვე, გვ.166.

42 იქვე, გვ.167.

43 იქვე, გვ.168.

44 გ.პაიჭაძე, მასალები რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის... გვ.89; И.И.Голиков, Деяния Петра Великого, мудрого преобразователя России, Собранные из достоверных источников и расположенные по годам, т.IX, издание 2, М., 1838, стр.144.

45 АВПР, ф. Сношения России с Грузией, 1722, Д.№4, л.25-26.

46 Там же, д.№3, л.14; О.П.Маркова Ук. соч., стр.108-112.

47 Русско-дагестанские отношения ..., док.N147, стр.278.

48 იქვე, გვ.279.

49 М.Броссе, Переписка... გვ.141.

50 М.Броссе, Переписка стр.185.

51 АВПР, Ф. Сношения России с Грузией, 1722, Д.№4, л.26 об.

52 Д.Г.Мегреладзе, Из истории Грузино-дагестанских взаимоотношений, Автореферат на дис. канд. ист. наук, Тифлис, 1954, стр.8.

53 ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.208

54 დ.მეგრელაძე, მასალები..., საბ, N17, 18, 19, გვ.168-172; ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.207.

55 ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.208.

56 იქვე,

57 იქვე, გვ.209.

58 ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.210.

59 თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, გვ.88, 91, ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.129, Хроника войн Джара, стр.II.

60 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.129.

62 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.II, თბილისი, 1965, გვ.160-161.

63 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.II, თბილისი, 1965, გვ.154.

64 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.210.

65 იქვე, გვ.211.

66 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.211; იხ."დავითიანი", თბილისი, 1955, გვ.313; ვ.დონდუა, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორია, გვ.103.

67 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.211.

68 Хроника войн Джара, стр.10.

69 ვ.დონდუა, დას. ნაშრო გვ.104; ს.კაკაბაძე, საქართველოს ისტორია, ახალი საუკუნეების ეპოქა (1500-1810 წწ.). თბილისი, 1922. გვ.149.

70 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.133-134, 211. ვ.დონდუა, დას. ნაშრ., გვ.105-107.

71 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქ-ს ისტ. საკ., გვ.162.

72 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.212.

73 იქვე, გვ.212-213.