topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ვ. მოდებაძე - ჩეჩნებისა და ქართველების მეზობლობა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


კავკასიური ოჯახი: ჩეჩნებისა და ქართველების მეზობლობა

სტატია მომზადებულია ვ. მოდებაძის მიერ

წყარო: militarium.org/mezobloba/

ჩეჩენ ერს ქართველებთან მრავალსაუკუნოვანი მეზობლობა, მჭიდრო ისტორიული და კულტურული სიახლოვე აკავშირებს. ეს ურთიერთობები საერთო ადათ-წესებით, გენეტიკური ნათესაობით და საერთო კავკასიური წარმომავლობითაც არის განმტკიცებული. ქართველურ და ვაინახურ ტომებს შორის ურთიერთობები უძველესი დროიდან იღებს დასაბამს. ქართულ ისტორიულ წყაროებში თანამედროვე ვაინახთა წინაპრები ნახჩებად, ღლიღვებად, ძურძუკებად ან დურძუკებად მოიხსენებიან. ძურძუკები (დურძუკები) ცენტრალური კავკასიის ჩრდილოეთ კალთებზე სახლობდნენ და მჭიდრო კავშირები ჰქონდათ საქართველოსთან. მჭიდრო ისტორიული კონტაქტების დამადასტურებელი საბუთია ასევე ის, რომ ჩეჩნების მონათესავე ბაცბები და ქისტები საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ქართველებთან საერთო წესჩვეულებები და გენეტიკური ნათეოსაობა აკავშირებთ. ანტიკური ხანიდან მოყოლებული შუა საუკუნეებამდე ძურძუკეთი საქართველოს გავლენის სფეროდ ითვლებოდა და იქ ქართული კულტურა, დამწერლობა და ადათ-წესები ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა. ძურძუკებს ქართველებთან ინტენსიური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდათ. ხშირად ხდებოდა ძურძუკების (დურძუკების) მიგრაცია საქართველოს მთიან რაიონებში.

XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის თანახმად ვაინახური ტომების პირველი ნაკადი საქართველოში ჩვ. წ. III საუკუნეში შემოვიდა. მათ დროთა განმავლობაში ასიმილაცია განიცადეს და გაქართველდნენ. როგორც “ქართლის ცხოვრება” გვაუწყებს ქართველთა სახელოვან მეფეს ფარნავაზს, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძემდ ებლად და დამაარსებლად არის აღიარებული, ცოლად ჰყავდა ძურძუკი ქალი. ამ ქალისაგან ფარნავაზს გაუჩნდა ვაჟი, რომელსაც სახელად საურმაგი ერქვა, რაც ვაინახების ენაზე “ყოვლისშემძლეს” ნიშნავდა. “ქართლის ცხოვრებიდან” ირკვევა რომ დურძუკები ქართველი მეფის, საურმაგის მოკავშირეები იყვნენ და გაჭირვების ჟამს მას მხარში ედგნენ. როდესაც საურმაგს ქართლის ერისთავები და დიდგვაროვნები აუჯანყდნენ და მისი მოკვლა განიზრახეს, მან დახმარებისათვის ძურძუკეთს (დურძუკეთს) მიმართა. როგორც კი მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა “წარვიდა ფარულად, და ილტვოდა, და წარიტანა თანა დედაი მისი, და მივიდა დურძუკეთს დედისძმათა მისთა თანა”. საურმაგმა ძურძუკების (დურძუკების) დახმარებით ურჩი ერისთავების, დიდგვაროვნების აჯანყება ქართლში ადვილად ჩაახშო და მეფის ცენტრალური ხელისუფლება განამტკიცა. “და საურმაგ შეკრიბა დურძუკეთიცა და წამოემართა ქართველთა ზედა, და ვერავინ წინა-აღუდგა მას. და დაიპყრა ყოველი ქართლი და მოსრნა განდგომილნი მისნი, და რომელთამე შეუნდო, ხოლო დაამდაბლნა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი, ხოლო განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი”.

ტყობა ერდის ტაძარი ინგუშეთში

ამ აჯანყების ჩახშობის შემდეგ, როგორც “ქართლის ცხოვრებიდან” ირკვევა, საურმაგმა ძურძუკები (დურძუკები) საქართველოს ტერიტორიაზე დაასახლა, ურჩი დიდგვაროვნები ჩამოაქვეითა და მათ ადგილზე მისი ერთგული ძურძუკები (დურძუკები) დააწინაურა. “მაშინ ამან საურმაგ წარმოიყვანა იგინი, ყოველთა კავკასიისა ნათესავთა ნახევარნი, და რომელნიმე მათგანნი წარჩინებულ ყვნა, და სხუანი დასხნა მთიულეთს დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი”. ძურძუკებისა და ვაინახური ტომების მიგრაცია საქართველოში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა და პერიოდულად მეორდებოდა. ვაინახების საქართველოში მიგრაცია სხვადასხვა მიზეზებით იყო გამოწვეული (მტრებთან ხშირი ომები და კონფლიქტები, მცირემიწიანობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, სისხლის აღების ტრადიცია და ა.შ.) ამ მიგრაციების შედეგეად ჩნდება ჩეჩნების კომპაქტური დასახლებები საქართველოს ნახური ტომების განსახლების არეალი კავკასიაში, მთიან რეგიონებში. მათი ნაწილი ასიმილაციას განიცდის, ნაწილი კი ინარჩუნებს ეროვნულ იდენტობას. მაგალითად, პანკისის ხეობაში ჩამოსახლებული ქისტები არ ივიწყებენ თავიანთ წარმომავლობას და დღემდე ლაპარაკობენ მშობლიურ ენაზე. საქართველოს გავლენა ძურძუკეთზე განსაკუთ რებით გაძლიერდა XI-XIII საუკუნეებში, როდესაც საქართველო თავისი ძლევამოსილების მწვერვალზე იმყოფებოდა. “მეფე მზის” – თამარის მეფობის დროს საქართველოს გავლენა ვრცელდებოდა მთელ ჩრდილოეთ კავკასიაზე და იქ მოსახლე ერებზე, მათ შორის ვაინახებზეც. ვინაიდან წარმართობას მთაში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, ამიტომაც თამარ მეფეს ქრისტიანობის გავრცელება კავკასიის მთებში ცეცხლითა და მახვილითაც უწევდა. როგორც “ქართლის ცხოვრებიდან” ირკვევა, ამ დროს ძურძუკები ქართველების მოკავშირეები იყვნენ და მათთან ერთად იბრძოდნენ კავკასიაში წარმართების წინააღმდეგ. როდესაც 1212 წელს ფხოელებმა და დიდოელებმა ამბოხება მოაწყვეს და საქართველოს სამეფოს განუდგნენ, თამარმა თავისი სახელოვანი სარდალი ივანე მხარგრძელი გაგზავნა მთაში აჯანყების ჩასახშობად. ფხოელებისა და დიდოელების წანააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში ივანე ათაბაგს მხარი დურძუკებმა (ძურძუკებმა) დაუჭირეს. “ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუენითა მეფენი დურძუკეთანი, მოსცნეს ლაშქარნი და დაუდგეს გუერდს. და იწყეს ზეიდამ ბრძოლა, რბევა და კლვა და ტყუეობაი და დაწუვა; და მოსწყვიტეს ურიცხვ კაცი დიდო და ფხოელი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნისი, ივლისი და აგვისტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისაგან მოსცეს მძევლები, აღუთქუეს მსახურებაი და ხარაჯა, და მისცეს პირი სიმტკიცისა, ქმნეს ზავნი. და წარმოასხა მძევლები, და ესრეთ გამარჯუებულნი მოვიდეს წინაშე მეფისა და რქუა ივანე ათაბაგმა მეფესა თამარს: ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, და მოვაოხრენ ურჩნი მეფობისა შენისანი დიდიოეთი და ფხოეთი.” თამარ მეფემ კარგად იცოდა, რომ მეამბოხეთა დამორჩილება მარტო ცეცხლითა და მახვილით ვერ მოხერხდებოდა, საჭირო იყო ამ მხარის იდეოლოგიურსარწმუნოებრივი შემომტკიცება. ამიტომაც ხდებოდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა კავკასიის მთებში და იქ ქართველი მისიონერების მიერ ქრისტიანული რელიგიის გავრცელება. ამ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე აშენდა მრავალი ქართული საზოგადოებრივი და საკულტო დანიშნულების ძეგლი. ამის დამადასტურებელი საბუთია არღუნის და ასას ხეობებში აღმოჩენილი ქართულ ეკლესიათა ნანგრევები, ქვის ჯვრები, ქართული წარწერები და ხელნაწერები. ვაინახებში დღემდე ფართოდ არის გავრცელებული ქართული ტერმინები. მაგალითად ჩეჩნეთში, ხილდიხაროს ხეობაში გვხვდება ქართული კულტურის გავლენით წარმოქმნილი ტოპონიმები (ქერისტიე, ცაცახი, ჩამრა, მოზღარი, მეციხ, და ა.შ.) ჩეჩნურ ენაში დღემდე არის შემორჩენილი ქართული წამრომავლობის სიტყვები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დურძუკებს მთაში მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. სანამ ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობა იყო გავრცელებული, ვაინახები ქართველების მოკავშირეებად რჩებოდნენ და ავბედით წუთებში მათ დახმარებას უწევდნენ. მემატიანის ცნობით, საქართველოს დაუძინებელი მტრის, ჯალალედინის მეორე შემოსევის დროს 1226-1227 წწ. ძურძუკებმა და ჩრდილოეთ კავკასიელებმა ქართველების მხარდამხარ იბრძოლეს და მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ხვარაზმელებს. რუსუდან მეფემ განსაცდელის ჟამს “მოუწოდა ყოველსა სპათა თვისთა”, აქტიურად შეუდგა ჯარის შეკრებას და საქართველოს დარაზმვას პირსისხლიანი მტრის წინააღმდეგ, გახსნა “კარნი დარიალისანი და გარდამოიყვანნა ოვსნი, დურძუკნი, ამათ თანა ყოველნი მთიულნი. შეკრბეს ნაჭარმაგევსა სიმრავლე ურიცხვ და წარავლინა მეფემან ბრძოლად ხვარაზმელთა.” თუმცა სასტიკ და უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიელების, მათ შორის დურძუკების მხარდაჭერას. ქართული სახელმწიფოს დაკნინებასთან და კავკასიაში თათარ-მონღოლების გამოჩენასთან ერთად, იწყება ორ მეზობელ ხალხს შორის მჭიდრო ურთიერთობების შესუსტება. თემურ-ლენგის შემოსევათა შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში იწყება მაჰმადიანობის გავრცელება, რომელმაც ახალი პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული ტენდენციები წარმოშვა. თანდათანობით იშლება კავკასიელთა რელიგიურკულტურული ერთიანობა და დროთა განმავლობაში ქრება ვაინახებსა და ქართველებს შორის არსებული მყარი ალიანსი. ქრისტიანობის ისლამით ჩანაცვლებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა და ჩეჩნების გამაჰმადიანებაც გვიან, XV-XVI საუკუნეებში მოხდა. “მას შემდეგ ჩეჩნები სუნიტური ისლამის მიმდევარნი იყვნენ, თუმცა მათი რელიგია ინარჩუნებდა წარმართობის დამახასიათებელ ნიშნებს. ყოველ შემთხვევაში, რუსებთან კონტაქტის პირველ პერიოდში ისინი არ იყვნენ ფანატიკურად რელიგიურები, მაგრამ ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ შეიძლებოდა, სწორედ ასეთები გამხდარიყვნენ.” კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხშირად მეზობელი სა- ხელმწიფოების, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ინტერესების სფეროში ექცეოდა. XVI საუკუნიდან მოყოლებული კავკასიაში ჰეგემონობის მოსაპოვებლად ეს ძლევამოსილი სახელმწიფოები მუდმივად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. მონღოლეთის იმპერიისაგან განთავისუფლების შემდეგ, ივანე IV მმართველობის დროს რუსეთმა ყაზანისა და ასტრახანის სახანოების დაპყრობა მოახერხა 1552-1556 წლებში და უშუალოდ კავკასიას დაუმეზობლდა. ამრიგად კავკასია რუსეთის იმპერიის ინტერესთა სფეროში XVI საუკუნეში მოექცა. ამ პერიოდში ჩნდება პირველი რუსული ახალშენები და ციხესიმაგრეები კავკასიაში. ჩეჩნეთის მიწაზე სუნჯასა და თერგის შესართავთან და თერგის ნაპირებზე შენდება კაზაკთა ქალაქები და დასახლებები. საწყის ეტაპზე ურთიერთობა ჩეჩნებსა და კაზაკებს შორის მეტად მშვიდობიანი იყო და მთლიანად აგებული იყო ურთიერთპატივისცემის პრინციპზე. იმ დროს კავკასია ირან-ოსმალეთის ომის ასპარეზი იყო და კავკასიის სახელმწიფო მოღვაწენი ცდილობდნენ რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას, რადგან რუსეთში ხედავდნენ იმ ძალას, რომელსაც შეეძლო ირანისა და ოსმალეთიის აგრესიის შეჩერება. რუსეთთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ როგორც ქართველი მეფეები, ასევე ჩრდილოეთ კავკასიელი მთავრები. ამ პერიოდში რუსეთთან დიპლომატიურ კავშირებს ამყარებენ კახეთის მეფეები და ყაბარდოს მთავრები. რუსეთს მფარველობას სთხოვენ ასევე ჩეჩნეთის სახელმწიფო მოღვაწენი.

საბრძოლო კოშკები ინგუშეთში, ჯვრის სიმბოლიკით

1588 წელს მოსკოვს პირველი ჩეჩნური დელეგაცია ეწვია და ჩეჩნეთის ერთ-ერთ ფეოდალურ სამფლობელოსა და მოსკოვის მთავარს შორის ვასალური ურთიერთობები გაფორმდა. ჩეჩნებსა და რუსებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მეფეებმა აგრესიული კოლონიური პოლიტიკის გატარება დაიწყეს კავკასიაში. XVIII საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში მკვეთრად გამოხატული კოლონიური ექსპანსიის ხასიათს იძენს, რის გამოც მწვავდება ურთიერთობა რუსებსა და ჩეჩნებს შორის. რუსეთი ყველა ღონეს მიმართავს კავკასიაში თავისი ბატონობის განსამტკიცებლად. იმპერიული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაცადი ხერხი ახლად შემოერთებულ მიწებზე რუსებისა და კაზაკების დასახლება იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა კავკასიელი ხალხების ეროვნულ თვითმყოფადობას. რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა თავისი მოკავშირეების კავკასიაში ჩასახლებას და დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლას ამ რეგიონში. ჩეჩენი ერის ეროვნულ თვითმყოფადობას სერიოზული საფრთხე მაშინ დაემუქრა, როდესაც რუსეთის იმპერიამ დაიწყო კაზაკების დასახლებების მკვეთრი გაზრდა ჩეჩნეთის დაბლობზე და ჩეჩენი ხალხის საუკეთესო მიწებზე. რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავდა ჩეჩენი ერის თანდათანობით გარუსებას და მათ ასიმილაციას. ამ დროიდან კავკასიაში იწყება ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლები, შეიარაღებული გამოსვლები და აჯანყებები რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ.

ჩრდილოეთ კავკასიის თავისუფლებისმოყვარე ერების დაპყრობა ძალზე რთული პროცესი იყო და რუსეთის იმპერიას ყოველთვის დიდი მსხვერპლის ფასად უჯდებოდა მათი დამორჩილება. 1785 წელს ყაბარდოსა და ჩეჩნეთში აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც სათავეში ჩეჩნეთის ეროვნული გმირი, შეიხ მანსური ჩაუდგა. მან ჩრდილოეთ კავკასიელი მუსლიმი ხალხები გააერთიანა და რუსების წინააღმდეგ დარაზმა. მანსურის მიერ ორგანიზებულმა აჯანყებამ საკმაოდ დიდი მასშტაბი კაზაკების განსახლების არეალი კავკასიაში. მიიღო, მეზობელ ოლქებშიც გადაინაცვლა და მოიცვა დაღესტნის, ინგუშეთის, ყაბარდოს და ჩერქეზებით დასახლებული შავი ზღვისპირეთის ტერიტორია. მისი მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები მაჰმადიანების გაერთიანება და ერთიანი ისლამური სახელმწიფოს შექმნა იყო. მანსურ უშურმა ისტორიაში შესულია როგორც ჩეჩნეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის პირველი ლიდერი, რომელმაც რუსებს საღვთო ომი - ღაზავათი გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა მოახერხეს მის მიერ ორგანიზებული აჯანყების ჩახშობა და 1791 წელს შეიხ მანსურის დატყვევება, ანტირუსული გამოსვლები და აჯანყებები კავკასიაში მაინც არ შეწყვეტილა. რუსეთის იმპერიამ ჩეჩნების დამორჩილება მხოლოდ მას შემდეგ შესძლო, რაც 1801 წელს ქართლკახეთის სამეფო შეიერთა და სამხრეთ კავკასია დაიპყრო. ამირგად, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებამ იმპერიას გაუადვილა ჩრდილოეთ კავკასიელებისა და ჩეჩნების დამორჩილება. რუსეთის იმპერია ქართლ-კახეთის სამეფოს “შემოერთების” პარალელურად აქტიურად იწყებს თავისი გავლენის განმტკიცებას ჩრდილოეთ კავკასიაში.