topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ატენის სიონი-მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება

ატენის სიონი (გორის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:

1. ალექსიძე ზ. ატენის სიონის სომხური წარწერები.-თბ.,1978.-რეზ. რუსულ და ინგლისურ ენებზე. - ტაძრის ფასადსა და ინტერიერში შემორჩენილი სხვადასხვა დროის (X-XVII სს.) სომხური წარწერების მნიშვნელობა ტაძრის ისტორიისა და გენეზისის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლაში.ტექსტს ერთვის ტაბულები.

2. ატენის სიონი //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).-თბ., 1987. - ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ტაძარში შემორჩენილი XI საუკუნის მეორე ნახევრის მოხატულობისა და წარწერების ანალიზი.

3. აბრამიშვილი გ. ირმების სიმბოლიკა ატენის სიონის ტიმპანის რელიეფზე //ნარკვევები VI (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).-2000.-გვ.61-67. - მოცემულია ტაძრის ჩრდილოეთი კარის ტიმპანზე დაბალი რელიეფით გამოქანდაკებული დიდ წრიულ წყალსატევს დაწაფებული ორი ირმის სტილისტური ანალიზი.

4. ალექსიძე ზ. ატენის სიონის ოთხი წარწერა.-თბ.,1983.-გვ.40. - XI საუკუნის ფრესკების ქვეშ აღმოჩენილი წარწერის ტექსტის ანალიზი.

5. აბრამიშვილი გ. ატენის სიონის რესტავრატორ-ხელოსანთა პორტრეტული ქანდაკებები //ნარკვევები.III (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი).-თბ.,1997.-გვ.97-103. რეზ. ინგლ. ენაზე. - ატენის სიონის მეორე საამშენებლო პერიოდის (X ს-ის მიწურული) მრავალრიცხოვან სკულპტურათა შორის არსებული სამი ხელოსნის პორტრეტული ქანდაკების განხილვა.

6. აბრამიშვილი გ. ატენის სიონის საქტიტორო წარწერა //ძეგლის მეგობარი.- XIX.-1969.-გვ.30-37. - ულტრაიისფერი დასხივებით გადაღებისა და ცალკეული დანაწილების მკაფიოდ გამოვლენის შედეგად მიღებული დასკვნები.

7. აბრამიშვილი გ. კიდევ ერთხელ ატენის სიონის მოხატულობის თარიღისა და ქტიტორთა იდენტიფიკაციის საკითხებზე //ნარკვევები V (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი).-თბ.,1999.-გვ.72-98. - სამეცნიერო ლიტერატურაში ატენის მხატვრობის შესახებ გამოთქმული სხვადასხვა თვალსაზრისის მიმოხილვა, ტაძრის აგების თარიღი.

8. ატენის მხატვრობა ღვთიმშობლის "ცხოვრების" აპოკრიფული ციკლით //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1971.-გვ.189-194. - ტაძარში შემორჩენილი ფრესკული მოხატულობის ანალიზისა და წარწერების მიხედვით დადგენილია კედელზე გამოსახული საერო პირთა ვინაობა და მოხატვის თარიღი.

9. აბრამიშვილი გ. ატენის სიონის სამი გრაფიტი //მნათობი.-1984.-N9.-გვ.159-168. - ტაძრის აგების თარიღის გამო.

10. აბრამიშვილი გ. სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში.-თბ.,1971. - ატენის სიონის VIII საუკუნის ფრესკული წარწერის შესახებ.

11. აბრამიშვილი გ. ატენის სიონის უცნობი წარწერები //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია.-1976.-N2.-გვ.170-176. - ტაძრის ინტერიერში 1969 წელს აღმოჩენილ ორ წარწერის შესახებ.

12. აბრამიშვილი გ. ატენის სიონის რელიეფები //საბჭოთა ხელოვნება.-1965.-N9.-გვ.66-67. - დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი რელიეფები ატენის სიონში.

13. აბრამიშვილი გ. შენიშვნები ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისათვის //საქართველოს მეცნერებათა აკადემიის მოამბე. XXX.-1963.-N5.-გვ.685-690. - ტაძრის დასავლეთის აფსიდის კედლის მხატვრობის ანალიზი.

14. ბარნაველი თ. ატენის ახალი წარწერები //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.VII.-1946.-N1-2.-გვ.83-89. - ატენის სიონის ქვაზე ამოკვეთილი წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი.

15. ატენის სიონი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-თბ.,1975.-გვ.666. - ცნობები VII საუკუნის I ნახევრის ხუროთმოძღვრული ძეგლის არქიტექტურისა და მხატვრული გაფორმების შესახებ.

16. ატენი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.105. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

17. ატენის სიონი //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.242-243. - ატენის სიონის ხუროთმოძღვრების, მხატვრული გაფორმების, მხატვრობისა და შემორჩენილი წარწერების შესახებ.

18. ბარნაველი თ. ატენის სიონის წარწერები.-თბ.,1957. - ატენის სიონის წარწერათა ტექსტის დადგენა, მათი პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.

19. ბარნაველი თ. ატენის სიონის მხატვრობის თარიღის შესახებ //საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.17.-1956.-N3.-გვ.281-286. - შ. ამირანაშვილისა და რ. შმერლინგის მოსაზრებები ტაძრის აგების თარიღთან დაკავშირებით.

20. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.106-108. - ცნობები ატენის სიონის შესახებ. ტექსტს ერთვის გეგმა, ფასადები, განაკვეთი მ.კალაშნიკოვის ანაზომის მიხედვით და ფოტოები (ტაბ.32-34; 36,37.

21. გილდენდორფი ი. რენტგენო-ემისიოგრაფიით შესწავლის ახალი მეთოდი //საბჭოთა ხელოვნება.-1978.-N8.-გვ.82-84. - ატენის სიონში ჩატარებული ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით ფრესკის გამოკვლევის პირველი ექსერიმენტული სამუშაოების შედეგები.

22. გვერდწითელი რ. ნემსაძე თ. ატენის სიონის გუმბათის სახურავის პირვანდელი ფორმის დადგენის ცდა //ძეგლის მეგობარი.-1969.-N7.-გვ.50-56. რეზ. რუსულ ენაზე. - ატენის სიონის გუმბათის სახურავის გახსნის შესახებ.

23. დოლიძე ვ. ატენის სიონი.-თბ.,1960. ბუკლ. - ატენის სიონის მხატვრობისა და მრავალრიხცოვანი წარწერების შეასახებ.

23. ვირსალაძე თ. ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და ქტიტორთა პორტრეტების იდენტიფიკაციის საკითხისათვის //ქართული ხელოვნება.ტ.X.-1991.-გვ.103-142. - ტაძრის დასავლეთ მკლავში წარმოდგენილ ქტიტორთა ჯგუფური პორტრეტის მიმოხილვა.

24. ვირსალაძე თ. ატენის სიონის მოხატულობა.ალბომი.-თბ.,1984.-გვ.5-12. - ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. XV საუკუნის მხატვრობის იკონოგრაფიული და სტილისტური ანალიზი.

25. ვირსალაძე თ. ატენის სიონის მოხატულობა // ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XII სამეცნიერო სესია 1958 წლის 5-6 ივნისს. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1958.-გვ.8-9. - ტაძრის მოხატულობის იკონოგრაფიული და სტილისტური ანალიზი.

26. ვირსალაძე თ. ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და ქტიტორთა პორტრეტების იდენტიფიკაციის საკითხისათვის //საბჭოთა ხელოვნება.-1988.-N4.-გვ.123-144.

27. მცხეთა-გორი. ატენის ტაძარი //ზაქარაია პ.თბილისი. ბორჯომი.ვარძია.- თბ.,1977.-გვ.26-28. - ტაძრის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება; ძეგლის შესახებ ხალხში შემორჩენილი თქმულება. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.

28. კანდელაკი ბ. რეპლიკა ატენის სიონის შესახებ //ძეგლის მეგობარი.-1979.-N49.-გვ.62-63. - ჟურნალ "საქართველოს ბუნებაში" (1972 წ. N12) გამოქვეყნებული წერილის "ატენის სიონის" შესახებ.

29. ლორთქიფანიძე ი. ქართული ფერწერის ისტორიიდან //ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები.-თბ.,1982.-გვ.57-59. - ატენის სიონის მხატვრობის ანალიზი.

30. მაკალათია ს. ატენის სიონი //მომავალი.-1920.-N1.-გვ.22-26. - მოკლე ცნობები ტაძრის წარწერებისა და ხუროთმოძღვრების შესახებ.

31. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ატენის ხეობა.-თბ.,1957.-გვ.18-19. - სოფ. ატენის სიონის მხატვრულ-ისტორიული დახასიათება, წარწერების ანალიზი.

32. ატენის სიონი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა.-თბ.,1983.-გვ.45-49; - VII საუკუნის, ტეტრაკონქის ტიპის ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია ატენის სიონის გეგმა, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებანი (ანაზომები მ.კალაშნიკოვისა).

33. რჩეულიშვილი ლ. ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია //ქართული ხელოვნება.-1942.-ტ.1.-გვ.31-40. - ეკლესიის შენობის დათარიღების შესახებ.

34. ქანდაურაშვილი ა. ატენის სიონი //საქართველოს ბუნება.-1972.-N12. - ატენის სიონის ხუროთმოძღვრული ანალიზი. სტატიაზე რეცენზია იხ. "ძეგლის მეგობარი"-1979 წ. N49, გვ.62-63.

35. ატენი. მცირეგუმბათიანი ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველო (V-XII).თბ., 1980.-გვ.39-45.გვ.201-220. რეზ.რუს ენაზე. - ატენისა (მცირეგუმბათიანი) და ატენის სიონზე შემორჩენილი წარწერები.

36. ფრესკული წარწერები: ატენის სიონი //ქართული წარწერების კორპუსი.III.-თბ.,1989. - მიკვლეული ყველა ფრესკული წარწერა ფოტოპირებით, გრაფიკული მონახაზებითა და კედლებზე განაწილების სქემებით.

37. ქუთათელაძე ა. არხეოლოგიური მოგზაურობა ატენი 16 ივნისს 1896 წ. //კვალი.-1897.-N15.-გვ.303-304. - ატენის სიონის ხუროთმოძღვრული აღწერილობა და შემორჩენილი წარწერების ანალიზი.

38. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.191-193. - ტაძრის სამხრეთ ფასადზე არსებული ბერძნული წარწერის მოკლე აღწერილობა.

39. ატენი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.197-199. - ტაძარში შემორჩენილი ბერძნული წარწერების მიმოხილვა.

40. შმერლინგი რ. ატენის სიონის დათარიღებისათვის // ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის I სამეცნიერო სესია 1946 წლის 17, 18 და 19 იანვარი. სამუშაო გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-გვ.7.

41. შმერლინგი რ. ატენის სიონის კედლის მხატვრობის დათარიღებისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.-ტ.VIII.-1947.-N4.-გვ.261-268. - ლაპიდარული, ფრესკული და ვერცხლზე ჭედური წარწერების ატენის სიონის წარწერებთან შეჯერების შედეგები.

42. ატენის სიონის დამოკიდებულება მცხეთის ჯვართან //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.-ტ.1.-ტფ.,1936.-გვ.128-136. - ატენის სიონის ხუროთმოძღვრული ანალიზი (შედარება მცხეთის ჯვართან) და სომხურ ენაზე შერულებული წარწერების მიმოხილვა.

43. შუა საუკუნეების ხელოვნება: ატენის სიონი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 70-71; 116. - ატენის სიონის XI საუკუნის მეორე ნახევრის კედლის მხატვრობისა და ფასადების სხვადასხვა კატეგორიის რელიეფების ანალიზი. ტექსტს ახლავს სამხ. მკლავის მოხატულობის ფოტო.

44. ჯავახიშვილი ივ. ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია.-თბ.,1948.-გვ.168;გვ. 173. - ატენის სიონის შიდა კედლისა(853 წ.) და გარეთა კედლის (1060-1065 წწ.) წარწერათა პალეოგრაფიული დახასიათება.

45. ჯანაშვილი მ. საქართველოს ისტორია.-ტფ.,1906.-გვ.367. - ატენის სიონის კედლების შემკულობა.

46. "ამა წლის ივლისის 30 დღის..." //ივერია.-ტფ.,1902.-15 აგვ.(N162).-გვ.1. - ატენის სიონის მნიშვნელობა და საისტორიო ძეგლთა სავალალო მდგომარეობა.

47. ახალი ამბავი //ივერია.-1891.-1 ოქტ.(N208).-გვ.1-2. - თ. ჟორდანიას შენიშვნა ატენის ტაძრის შესახებ.

48. ბაქარაძე დ. შენიშვნა //დროება.-1882.-13 ნოემბ.(N237).-გვ.3. - იოსებ დავითაშვილის მიერ ატენის სიონის წარწერის გადმოღების თაობაზე.

49. დიდი ატენი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.55-59. - ატენის სიონის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.1968-1975 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების მასალები.ტექსტს ერთვის ძეგლის ნახაზები და ფოტოები.

50. ატენის სიონი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.51-55. - VII საუკუნის პირველ ნახევარში აგებული ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის არქიტექტურის, ფასადების შემკულობისა და მხატვრობის შესახებ. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ტაძრის, რელიეფურ გამოსახულებათა და მხატვრობის დეტალების ფოტოები.

51. ატენის სიონი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა.-თბ.,2004-2005.-გვ.80. - ტაძრის კონსტრუქციული გამოკვლევებისა და მდგომარეობის სტაბილიზაციის ღონისძიებათა შედეგები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ატენის საერთო ხედის ფოტოები.

52. ციხეები და ციხე-დარბაზები: ატენი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.71-74. - ატენის სიონისა და ციხის მოკლე ისტორია.

53. სამთავისისა და გორის ეპარქია: ატენის ღვთისმშობლის შობის მონასტერი: დედათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.108-109. - მონასტრის დაარსება, საკულტო და საერო ხასიათის ნაგებობების მოკლე აღწერილობა, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა, სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები. მოხსენიებულნი არიან: ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა), მონაზონი ნინო (მაზანიშვილი); ა.წერეთელი, ზ.ლიპარტელიანი და სხვები. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა.

54. ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: ატენის სიონი //ციცშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.45. - მცხეთის ჯვრის ტიპის ტაძრის - ატენის სიონის მოკლე აღწერილობა.

55. ატენი. მცირეგუმბათიანი ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.201-220. რეზ.რუს.ენაზე. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.72-82, 35 სურ.). - ატენის სიონისა და მცირეგუმბათიანი ეკლესიის წარწერების (IX ს.-მოსახსენებელი ნერსე-სტეფანოზის, ხელოსან ბაგრატის, ზღუდის საამშენებლო, ატენის სარქლის, ზღუდის შემქმნელი ხელოსნისა და პილიგრიმული წარწერების)ვრცელი აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.

56. დიდი ატენი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-55-59. - ატენის სიონის ხურომოძღვრული აღწერილობა, სამშენებლო მასალებისა და სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ, ეპიგრაფიკული ძეგლებისა და მოხატულობის ვრცელი მიმოხილვა, კარიბჭის აღწერილობა. მოცემულია საილსტრაციო მასალა.

57. ლორთქიფანიძე ი. ძველი ქართული ფერწერის ისტორიიდან //ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები.-თბ.,1982.-გვ.47-49. - ატენის სიონის XIII ს.-ის მხატვრობის ფენის ქვეშ აღმოჩენილი VII ს.-ის დეკორის სტილისტური ანალიზი.

58. ატენის სიონი //შუბითიძე-მაჭარაშვილი ვ., ბოლქვაძე დ. ქართული ციხე-სიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2008.-გვ.14. - მოკლე ცნობა ძეგლის მხატვრული ფორმების შესახებ. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.

59. აბრამიშვილი ბ. "სეიფის ზვარი" ატენის სიონის წარწერებში //"ლიახვი.-1988.-გვ.367-373.

60. ბოჭოიძე მ. ატენის სიონი გადარჩენის მოლოდინშია //"დილის გაზეთი".-2003.-19 თებერვალი.-გვ.9.

61. ვაშაკიძე გ. სახლი ატენის სიონის ეზოში //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა".-2001.-1 მაისი.-გვ.1.

62. ლეკვეიშვილი ი. ერის საუნჯე - შთამომავლობას //გაზ. "თბილისი".-1975.-20 მაისი.-გვ.3.

63. სიმონიშვილი ნ. ნიკოპეას ტიპის ღვთისმშობლის გამოსახულებისა და ქტიტორთა ჯგუფური პორტრეტის ურთმიმართების საკითხისათვის //სამეცნ. შრ. კრებული: ხელოვნებათმცოდნეობა.-2004.-N5.-გვ.189-234. რეზ. ინგლ. ენაზე.

64. სოხაშვილი გ. ატენის სიონი //გაზ. "სტალინელი"(გორი).-1961.-22 აპრილი.

65. ხუციშვილი ს. ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი //გაზ. "სტალინელი"(გორი).-1961.-11 ივნისი.

66. გოჩა გუგუშვილი. ატენის სიონი //  გაზეთი „აღსავალი“, №6 2004 წ.

 

 

 

ბმულები:

http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/atenis_sioni/atenis_sioni.htm

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98

http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/atenis_sioni.html

http://dzeglebi.com/view.php?id=176